გულშემატკივრებით გადაჭედილ სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალური სერია "არმიამ" მოგებით გახსნა

სუპერლიგა გადამწყვეტ სტადიაში შევიდა - გუშინ სპორტის სასახლეში ფინალური სერია "არმიამ" მოგებით გახსნა. გამარჯვებულთა ლიდერმა ზვიად ბაბიაშვილმა სწორად აღნიშნა - ლამაზი თამაში იყოო. მართლაც, მოედანზე დრამატულ შეხვედრას გულშემატკივრებით გადაჭედილმა დარბაზმა დამატებითი ხიბლი შესძინა.

ბოლო წლებში ფინალებზე ქომაგთა სარეკორდო რაოდენობა სწორედ გუშინ მივიდა - 9 ათასი. უმეტესობა "არმიელი" იყო, რომლებსაც სპეციალურად შეკერილი თეთრი ქუდ-მაისურები და საქართველოს დროშები ამშვენებდათ. საინტერესო სიახლე შემოგვთავაზეს თსუ-ს ქომაგებმა: ლურჯ-თეთრი ქაღალდებით ტრიბუნაზე დიდად გადაჭიმეს - "თსუ".

ასეთ ატმოსფეროში თამაში ნებისმიერი კალათბურთელისთვის სასიამოვნოა, თუმცა პირველივე წუთებიდან თავი იჩინა წნეხმა, რომელსაც თავი ვერც ერთი გუნდის კალათბურთელებმა დააღწიეს. თავად განსაჯეთ: პირველი ტაიმი 37:27 დასრულდა, რაც მეტად დაბალი მაჩვენებელია, ხოლო თსუ-ელები ბოლო პერიოდამდე ვერაფრით ახერხებდნენ მთავარი კოზირის გამოყენებას - სამქულიანების რეალიზებას.

32 წუთის განმავლობაში მათ ერთადერთი შორეული ტყორცნა ჰქონდათ რეალიზებული. თუმცა, ეს მხოლოდ წნეხს არ უნდა დაბრალდეს - პირველი მეოთხედის ბოლოს "არმია" ზონურ დაცვაზე გადავიდა, შედეგად თსუ-ს ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება გაუჭირდა. ზონური დაცვის დაძლევა სამქულიანებითაა შესაძლებელი, მაგრამ როგორც გითხარით, არმიელები ყურადღებით თამაშობდნენ და მეტოქეს პერიმეტრიდან ტყორცნას არ ანებებდნენ.

"არმიას" სუპერლიგაში საუკეთესო მეფარეები ჰყავს, თუმცა პირველ ტაიმში ფარქვეშ ცოტა გაუჭირდა: სტუდენტმა ილია ლონდარიძემ ბურთი 6-ჯერ მოხსნა, ხოლო თსუ-მ ამ კომპონენტში მეტოქეს 17:13 აჯობა. მეორე პერიოდიდან ნომინალურმა მასპინძლებმა (არმიელებმა) ფარქვეშ თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ მოხსნებში 59:47 იმარჯვეს. საყურადღებოა, რომ ყველაზე მეტჯერ ფარიდან ასხლეტილ ბურთს ფორვარდი დავით საყვარელიძე (200 სმ) დაეუფლა - 12-ჯერ. მასვე ეკუთვნის გადამწყვეტი მოხსნა: საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე "არმია" 2 ქულის სხვაობით იგებდა (73:71), ანატოლი ბოისამ ორივე საჯარიმო ააცილა... ბურთი თსუ-ს კალათბურთელებს რომ მოეხსნათ, 9 წამში შესაძლოა შეტევა შედეგიანად დაეგვირგვინებინათ, მაგრამ საჯარიმო ტყორცნის შემდეგ ბურთი მეტოქის ფარზე საყვარელიძემ მოხსნა, რითაც "არმიას" სერიის პირველი გამარჯვება მოუტანა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო სირენამდე 3 წამით ადრე კოტე ტუღუშის მიერ რეალიზებული ორი საჯარიმო, რომლის შემდეგაც ძალოვნები 4 ქულით დაწინაურდნენ (75:71) და სტუდენტებს თამაშის გადარჩენის შანსი არ დარჩათ.

ვახსენეთ საყვარელიძე, ტუღუში, მაგრამ არაფერი გვითქვამს ზვიად ბაბიაშვილზე. საწყისი სამი მეოთხედის განმავლობაში იგი ჩრდილში იყო, 8 ქულა ჰქონდა ჩაგდებული (9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 0 საჯარიმო). მეოთხე პერიოდში კი შეუჩერებალი გახლდათ: 14 ქულა მიითვალა და საბოლოოდ მატჩის ბომბარდირობაც არავის დაუთმო - 22 ქულა. ბოლო პერიოდში ზვიადმა 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და დაგვანახა, რომ გამოცდილება უკვალოდ არ იკარგება. მისი სიზუსტე რომ არა, თსუ თამაშს შემოატრიალებდა - მეოთხე რაუნდში 5 სამქულიანი ჩააგდო.

დღეს, 21 მაისს 14 საათზე სერიის მეორე მატჩია. თსუ-ს მწვრთნელი, ნუგზარ ჭეიშვილი გვპირდება, რომ ფინალები მშარლი ანგარიშით არ დასრულდება. ვნახოთ, რა აზრისაა "არმია".

ზვიად ბაბიაშვილი (არმია): "მოხარული ვარ, რომ დღეს გულშემატკივარმა ლამაზი თამაში იხილა. დაძაბული ორთაბრძოლა იყო, სწორედ ისეთი, როგორიც ფინალს შეშვენის - არავინ არაფერს თმობს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვერაფერს ვიტყვი გარდა ერთისა - დღეს "არმიამ" გუნდური თამაშის წყალობით მოიგო."

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): "ჩვენს ხელთ არსებული რესურსით მაქსიმუმი გავაკეთეთ. საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდს ბოლომდე ვებრძოლეთ და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. გადამწყვეტ მომენტში ფორტუნამ "არმიის" მხარე დაიჭირა. ხვალ უფრო რთული ბრძოლა გველის. დარწმუნებული ვარ, ეს სერია 3:0 არ დასრულდება".

ქრონოლიგია

IV პერიოდი

9:30 მ. ბერიშვილი 2ქ (51:54)

8:36 შარაბიძე 1ქ (55:51)

8:17 საყვარელიძე 1ქ (56:51)

8:08 ბაბიაშვილი 2ქ (58:51)

7:59 ფანჩულიძე 3ქ (58:54)

7:37 ბაბიაშვილი 3ქ (61:54)

7:14 ლონდარიძე 2ქ (61:56)

6:57 ბაბიაშვილი 2ქ (63:56)

4:44 ბაბიაშვილი 2ქ (65:56)

4:38 მ. ბერიშვილი 1ქ (65:57)

4:02 ბაბიაშვილი 1ქ (66:57)

3:13 მ. ბერიშვილი V ფოლი

3:13 ტუღუში 1+1 (ააცილა)

2:19 ბაბიაშვილი 3ქ (69:57)

1:57 კორკოტაძე 3ქ (69:60)

1:29 კორკოტაძე 3ქ (69:63)

1:18 ბაბიაშვილი 2ქ (71:63)

0:53 ლონდარიძე 2ქ (71:65)

0:44 ჩიტაშვილი V ფოლი

0:44 ბაბიაშვილი 1ქ (72:65)

0:36 ფანჩულიძე 3ქ (72:68)

0:30 ბოისა 1ქ (73:68)

0:20 ფანჩულიძე 3ქ (73:71)

0:09 ბოისა 1+1 (ააცილა)

0:09 საყვარელიძე მოხსნა

0:03 ტუღუში 1+1 (75:71)

თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
თანაბარი ტაიმის შემდეგ თსუ-მ ორბი დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა