ეროვნული გუნდის მწვრთნელად იგორ კოკოშკოვის დანიშვნის შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა - ყოველი ოფიციალური მატჩის წინ ნაკრები ღია ვარჯიშს მართავს...

ეროვნული გუნდის მწვრთნელად იგორ კოკოშკოვის დანიშვნის შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა - ყოველი ოფიციალური მატჩის წინ ნაკრები ღია ვარჯიშს მართავს. გუნდის პირველი ოფიციალური შეხვედრა 2 აგვისტოსაა დაგეგმილი. მანამმდე, ორი დღით ადრე მწვრთნელმა მედიელები სპორტის სასახლეში დაგვიბარა და პოლონეთთან მატჩისწინა ამბებზე გვესაუბრა. იგორ კოკოშკოვის ინტერვიუს ამავე გვერდზე შემოგთავაზებთ, აქ კი ზოგად შთაბეჭდილებას გაგაცნობთ.

ღია ვარჯიში 18 საათზე დაიწყო და მასში ყველა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ჩვეულად ვარჯიშობდა გიორგი ცინცაძე, რომელსაც თბილისური ტურნირის პირველ დღეს ფეხი გადაუბრუნდა, ხოლო უკრაინასთან მატჩში სახეში ხელი მოხვდა და ექიმების დახმარება დასჭირდა...

"თავს კარგად ვგრძნობ, კოჭი თითქმის აღარ მაწუხებს, უკრაინასთან მიღებული ტრავმაც უკვე წარსულს ჩაბარდა. პოლონეთთან მატჩისთვის მონდომებით ვემზადებით, მეტოქეს ისეთი შემადგენლობა არ ჰყავს, რომლის ძლევა არ შეიძლებოდეს. ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო", - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

იგორ კოკოშკოვმა დაგვამშვიდა - ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა და პოლონეთთან მატჩისთვის მზად არიანო.

ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ დასძინა, რომ გუნდი დღითიდღე უმატებს და აგვისტოს დასაწყისისთვის ნორმალურ ფორმაში იქნება:

"ცხადია, რომ ივლისის დასაწყისიდან დღემდე გუნდმა საგრძნობი პროგრესი განიცადა. გარდა იმისა, რომ ფორმაში შევდივართ, შეთამაშების მხრივაც კარგი შედეგები გვაქვს. ამ საქმეში თბილისის ტურნირიც ძალიან დაგვეხმარა. 2 აგვისტოს მაქსიმალურად მობილიზებულები ვხვდებით. პოლონეთთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის".

ამის შემდეგ იგორ კოკოშკოვს ველაპარაკეთ, ნახევარ საათში კი მედიელთათვის ვარჯიში დაიხურა და კალათბურთელები კომბინაციების დამუშავებას შეუდგნენ...

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"