"როლან გაროსის" ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე მსოფლიო მე-11 ჩოგანი ფრანგი მარიონ ბარტოლია
ბოლოს ქართველმა ჩოგბურთელმა "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში 5 წლის წინათ ითამაშა - მაშინ უიმბლდონის ტურნირზე ირაკლი ლაბაძემ ერთმანეთზე მიაწყო ალექსანდერ პეია, გასტონ გაუდიო (მაშინ მსოფლიოს მე-12 ჩოგანი) და მარდი ფიში და მხოლოდ მერვედფინალში წააგო, თანაც რაფაელ ნადალთან.

ამის შემდეგ ქართველთათვის "დიდი სლემის" ტურნირები მიუწვდომელი ოცნება იყო. და აი, ანა ტატიშვილმა (107) "როლან გაროსის" ძირითად ბადეში თამაში მაღალი რეიტინგით დაიმსახურა. გუშინ გაირკვა ანას პირველი მეტოქის ვინაობა პარიზის კორტებზე.

კენჭისყრამ ქართველს არ გაუმართლა - ტატიშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-11 ჩოგანი ("როლან გაროსზეც" ამ ნომრით განთესილი) ფრანგი მარიონ ბარტოლია. ბარტოლისთვის ეს რიგით მე-10 საფრანგეთის ღია პირველობაა. კარიერაში ფრანგს 5,4 მილიონი დოლარი მოუპოვებია. ამასთან ანას მონაგარი (250 ათასი დოლარი) რა მოსატანია.

ამასობაში იზმირის საერთაშორისო ტურნირში (თურქეთი, 25 ათასი დოლარი) პირველ ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ (285) მეოთხედფინალური ეტაპიც დაძლია - მე-7 ნომრად განთესილ ბრიტანელ ტარა მურს (346) 6:3, 6:7 (4), 7:6 (4) მოუგო. ნახევარფინალში ქართველი რუმინელ მიჰაელა ბუზარნესკუს (356) შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ის და თათია მიქაძე (306) წყვილთა ბადის ნახევარფინალში არიან გასულები.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა