"სიონის" და "სპარტაკის" წარმომადგენლებმა ეროვნული ჩემპიონატის სისტემაში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს
ეროვნული ჩემპიონატის სისტემაში შესატანი ცვლილებების შესახებ კომენტარი უმაღლესი ლიგის იმ კლუბების წარმომადგენლებს ვთხოვეთ, რომელთათვისაც ამ სიახლით ბევრი რამ იცვლება - მხედველობაში გვაქვს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლი კლუბები.

ჯემალ ჭიპაშვილი, "სიონის" პრეს-ატაშე:

- ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. მერწმუნეთ, ამ პოზიციაზე ნამდვილად არ ვართ იმის გამო, რომ სიახლე უმაღლეს ლიგაში ავტომატურად დაგვტოვებს - უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი ისედაც გვქონდა.

სახელმწიფო დაფინანსებით ინფრასტრუქტურის პრობლემები მოგვარდება და თორმეტგუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება პრობლემა არ იქნება. კარგია, რომ უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის საშუალება უფრო მეტი ქალაქისა და რეგიონის კლუბებს შეეძლებათ, ნიჭიერ ახალგაზრდებსაც უფრო ფართო ასპარეზი მიეცემათ.

საინტერესოა ჩემპიონატის ჩატარების სისტემაც, რომელიც გუნდებს მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდებს. დარწმუნებული ვარ, უმოტივაციო მატჩებს რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს, რადგან თითოეულ ქულას ამჟამინდელზე გაცილებით დიდი ფასი ექნება. დაძაბული შეხვედრების გაზრდილი რაოდენობა კი მაყურებელს სტადიონზე აუცილებლად მიიზიდავს.

უფრო საინტერესო გახდება პირველი ლიგის გათამაშებაც, რადგან იქაურ კლუბებს მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ.

ერთადერთი, რითიც უკმაყოფილონი ვართ, ისაა, რომ სჯობდა, ფედერაციას საკუთარი პროექტი ცოტა ადრე წარმოედგინა და ჩემპიონატის ფინიშის წინ კლუბები გაურკვევლობაში არ აღმოჩენილიყვნენ. გავარდნის საფრთხის ქვეშ მყოფი კლუბები ბოლო ტურებში თითქოს ბოლომდე უნდა დახარჯულიყვნენ, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ზოგ მათგანს თავი უკვე ქუდში აქვს, რაც ცხადია, არასასიამოვნო ფაქტია.

მართალია, ფეხბურთის ფედერაციას პროექტი ჯერ არ დაუმტკიცებია, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომავალი სეზონიდან ჩემპიონატი ახლებური ფორმატით ჩატარდება.

ბადრი კვარაცხელია, "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი:

- ეროვნული ჩემპიონატის ახალი ფორმატი მხოლოდ"სპარტაკის" ან "სამტრედიასთვის" არაა შექმნილი. რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის პლეი ოფში ვიბრძოლებთ, მაგრამ იქ რომც ვერ შევინარჩუნოთ ადგილი, "სპარტაკი" არ დაიშლება, პირველ ლიგაში ვიასპარეზებთ და ისევ დავუბრუნდებით უძლიერესთა რიგებს.

ეს ახალი ფორმატი კი ყველას მოსწონს და მას მართლაც არაერთი დადებითი მხარე აქვს. ჩვენს პირველობაზე 12-გუნდიანი უმაღლესი ლიგა და ექვსეულებად დაყოფა ადრეც იყო, მაგრამ ეს ახალი ფორმატი უფრო სრულყოფილია და ბვრად უკეთესი. ამ ახალ ფორმატს ერთდროულად რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. ვფიქრობ, მაქსიმალურად შემცირდება ე. წ. საეჭვო მატჩების რაოდენობა. გუნდებს სეზონის განმავლობაში, ფაქტობრივად, 50-მდე მატჩი ექნებათ ჩასატარებელი, რაც ფეხბურთელების ჩამოყალიბებასა და დაოსტატებას მნიშვნელოვნად წაადგება.

ზოგი იმასაც ამბობს, 12-გუნდიანი უმაღლესი ლიგა თუ გვინდა, ამდენი სტადიონი სად გვაქვსო. სეზონში, რომელიც თითქმის დავასრულეთ, 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა იყო, გვქონდა კი უმაღლეს ლიგაში 10 სტადიონი?

რამდენი ხანია გვესმის, სახელმწიფომ ფეხბურთში დიდი ფული თუ არ ჩადო, ისე ჩვენი ჩემპიონატის დონე არ ამაღლდებაო. ეს დღეც დადგა, უმაღლეს ლიგაში ყველა კლუბს სპონსორი ეყოლება, სახელმწიფო მოედნებს აკეთებს და გააკეთებს კიდეც, გუნდები პრემიალურებს მიიღებენ და ეს მხოლოდ მოწინავე სამეულს ან ოთხეულს არ შეეხება. ვფიქრობ, ამ ახალი ფორმატით ჩემპიონატში მეტი ინტრიგა და დაძაბულობა იქნება, რაც დონის ამაღლებას განაპირობებს. ერთი სიტყვით, ახალ ფორმატს ძალიან ბევრ პლუსი აქვს და მას სრულიად ვემხრობი.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა