საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ცენტრმა გოგა ბითაძემ კლუბის ტელევიზიას მცირე კომენტარი მისცა და ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიდის მისი საქმეები ახალ გუნდში.

"მთელი ზაფხული თითქმის სულ აქ გავატარე, მხოლოდ 1 კვირით ვიყავი საქართველოში ჩასული ჩემს ოჯახთან. ასე რომ, უკვე დიდი ხანია აქ ვარ. ყველასთან ერთად ვივარჯიშე. მაილსისა და დომანტასის გარდა, ყველა მოთამაშე გუნდშია და ახალი სეზონისთვის ვემზადებით.

ვარჯიშები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ნელ-ნელა ვუახლოვდები ჩემს თანაგუნდელებს, ვსწავლობ მათ. ვცდილობ, გავიგო, რა არის მათი ძლიერი მხარეები. მომწონს მათთან ერთად ყოფნა, ძალიან კარგი ადამიანები არიან. პარკეტს მიღმაც გავუგეთ ერთმანეთს და დავახლოვდით.

გოგა ბითაძის ჩატენვა ინდიანას ვარჯიშზე

მათი თამაშის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათთან ერთად უნდა ვითამაშო და ეს ყველას გამოგვადგება.

მე ცდას არ ვაკლებ, ყოველ ვარჯიშსა თუ თამაშზე 100%-ით ვიხარჯები. საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებ, რას ვაკეთებ კარგად და რამდენად კარგად, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. მომწონს თანაგუნდელებთან ერთად თამაში და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - თქვა გოგამ.

გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" 2019 წლის NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა. NBA-ს წლევანდელი სეზონი კი დაახლოებით 1 თვეში, 22 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ტურში "ინდიანა" "დეტროიტ პისტონსს" შეხვდება.

იქამდე კი, ბითაძის გუნდი წინასასეზონო 2 მატჩს ინდოეთში, მუმბაიში "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ 4 და 5 ოქტომბერს გამართავს.

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო