სხვა საფეხბურთო სკოლების მსგავსად მომავალი თაობის აღზრდაზე "ოლიმპიკიც" ზრუნავს, სადაც არაერთი ნიჭიერი ბავშვი აღიზარდა
სხვა საფეხბურთო სკოლების მსგავსად მომავალი თაობის აღზრდაზე "ოლიმპიკიც" ზრუნავს, სადაც არაერთი ნიჭიერი ბავშვი აღიზარდა. სასაუბროდ საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" პრეზიდენტს, 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" მეკარეს კარლო მჭედლიძეს ვესტუმრეთ.

- ჩვენი მიზანი იყო ფეხბურთი მომავალი თაობისთვის გვესწავლებინა. საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკი" 1997 წელს დაარსდა და დღემდე ჩვენი მიზანია აღვზარდოთ ბავშვები, რომლებიც ქართულ ფეხბურთს არაერთ გამარჯვებას მოუტანენ.

მწვრთნელის როლი

აუცილებელია, მომავალი ფეხბურთელები შესაბამისი განათლების მწვრთნელთა ხელში აღიზარდნონ.

"სკოლაში 200 ბავშვი ირიცხება. მათთან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ათი მწვრთნელი მუშაობს. ზოგადად კარგია, როდესაც მწვრთნელს მიღებული აქვს თეორიული განათლება, მაგრამ აუცილებელია, მწვრთნელს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეეძლოს. სკოლის უმთავრესი მიზანია აღზარდოს არამარტო ფეხბურთელი, არამედ პიროვნება. ჩვენთან აღზრდილი ბავშვი თუ საუკეთესო ფეხბურთელი არა, კარგი ადამიანი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი უნდა იყოს", - გვითხრა კარლო მჭედლიძემ.

გზა ემპოლისკენ

იტალიურ ფეხბურთში კახი კალაძის მსგავსად კიდევ ერთი ქართველი, ნიჭიერი, იმედის მომცემი ახალგაზრდა თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე თამაშობს. "ემპოლიში" ლევანის თამაში აღმზრდელი მწვრთნელის ლევან მელიქიასა და "ოლიმპიკის" დამსახურებაა.

ლევანის იტალიურ კლუბში გადასვლა საამაყოა, რადგან 15 წლის მოზარდი საფეხბურთო სკოლის კედლებიდან პირდაპირ იტალიური ფეხბურთის მექაში აღმოჩნდა.

კარლო მჭედლიძე: "მას შემდეგ, რაც ლევანი "ემპოლიში" ჩაირიცხა, ამ კლუბთან უვადო ხელშეკრულება გვაკავშირებს. ხშირად ჩავდივართ და ვაკვირდებით იქაურ საფეხბურთო გარემოს. ჩვენ სკოლას იტალიელი და გერმანელი მენეჯერები ემსახურებიან. "ოლიმპიკის" აღსაზრდელებს აქვთ პერსპექტივა, დიდი ფეხბურთი ითამაშონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს მხოლოდ ევროპისთვის აღვზრდით. მთავარია, ჩვენმა მოზარდებმა ქართული ფეხბურთი ასახელონ".

მწვანე მოედნები

ბოლო წლებში საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა უპირატესობას ხელოვნურსაფრიან მოედნებს ანიჭებენ. ავიწყდებათ უმთავრესი, რომ ხელოვნურსაფრიან ხალიჩაზე ხანგრძლივი ვარჯიში ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. აზიანებს მოზარდის ორგანიზმს, ხშირია სხვადასხა სახის ტრავმიანობა.

საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკს" ბუნებრივსაფრიანი ერთი სტანდარტული და 5 არასტანდარტული მოედანი აქვს. იმის მიუხედავად, რომ ბუნებრივი ბალახი შესაბამის მოვლას საჭიროებს, სკოლის ხელმძღვანელობა ცდილობს ბავშვები ჯანსაღ გარემოში აღიზარდონ.

მთავარი ფეხბურთია

სკოლის აღსაზრდელთა შორის არაერთი შეჭირვებული ოჯახის შვილია. მათთვის სკოლამ შესაბამისი შეღავათები დააწესა.

"ჩვენთან სწავლა 40 ლარი ღირს, თუმცა ზოგიერთი 20 ლარს იხდის. ამ თანხებით სკოლის ხარჯები იფარება. სავარჯიშო მოედნების გარდა ბავშვების განკარგულებაშია საშხაპე-გასახდელები, ღამის განათება, ტრიბუნები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სკოლის შენობა გავარემონტოთ. ბავშვებს ემსახურება ექიმი. ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღსაზრდელებს სამედიცინო დაზღვევა გავუკეთოთ, რომელიც თვეში 5 ლარი ღირს. ვიმედოვნებ, ამ თანხის გადახდას მშობლები შეძლებენ, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევა მოზარდებს არამარტო მოედანზე მიღებული ტრავმისას გამოადგებათ", - გვითხრა კარლო მჭედლიძემ.

STOP...!!!

თქვენი აზრით, ვინ უფრო მეტ შეცდომას უშვებს: არაპროფესიონალი მწვრთნელი თუ მშობელი? სამწუხაროდ, მშობლები, რადგან ისინი თავისი შვილისადმი განდიდების მანიით არიან შეპყრობილნი, რაც მწვრთნელს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლის.

კარლო მჭედლიძე: "მიმაჩნია, რომ მშობელი სკოლის ცხოვრებაში აქტიურად არ უნდა ერეოდეს. მწვრთნელმა შეიძლება ბავშვს ვარჯიშისას რაღაც აპატიოს, სამწუხაროდ, ამას მშობელი ვერ ხვდება და უხეში შეძახილებით შეიძლება თავისი შვილი ყველას წინაშე დაამციროს. საბედნიეროდ, ჩვენ სკოლას მსგავსი პრობლემები არ შექმნია, მაგრამ ოდესმე თუ მოხდება ჩვენი ბრალი იქნება, რადგან მშობლის ზედმეტად აქტიურობა სკოლამ არ უნდა დაუშვას".

ვარსკვლავების მოლოდინში

სხვა საფეხბურთო სკოლების მსგავსად სალიცენზიო შემოწმება საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკმაც" გაიარა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.

კარლო მჭედლიძე: "კომისიის წევრებმა "ოლიმპიკი" უკვე მოინახულეს. მათ ჩვენს მიმართ ყველა ის აუცილებელი ვალდებულება ჰქონდათ, რაც საფეხბურთო სკოლისთვის მნიშვნელოვანია. იმედია, საბოლოო პასუხს მივიღებთ და შესაბამისი ვარსკვლავიც მოგვენიჭება".

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა