დღეს, 26 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის B ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს კანადა და იტალია დაუპირისპირდნენ და მატჩი იტალიელებმა დიდი სხვაობით 48:7 მოიგეს.

ანგარიში შეხვედრაში მე-3 წუთზე ტომაზო ალანის ჯარიმით გაიხსნა. ამას იტალიელებმა 5 წუთში ლელოც მიამატეს. თავი სტრეინმა გამოიჩინა. მე-14 წუთზე კი ევროპელებმა მეორე ლელო დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:0 გახდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მე-14 წუთის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარში იტალიელებმა აგრესიულად შეუტიეს კანადელებს. 44-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნეგრიმ დაამიწა. ალანმა გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა. 59-ე წუთზე იტალიელებმა საჯარიმო ლელო მიითვალეს და პრემიალური ქულაც გაინაღდეს. 3 წუთში კი, ბელინიმ იტალიელთა მე-5 ლელო დადო, თუმცა ამჯერად ალანმა გარდასახვა ვერ გაიტანა.

ანგარიში 36:0 იყო, როცა კანადელების ლელო ნაიჯელ ოუენსმა წინ თამაშის გამო არ ჩათვალა, თუმცა 70-ე წუთზე კანადელებმა ლამაზი კომბინაცია გაათამაშეს და ქოუმ ჩრდილოამერიკელთა მხრიდან პრესტიჟის ლელო დადო. 3 წუთში იტალიის ნაკრებმა მეექვსედ დაალელოვა მეტოქე, ამჯერად 5 ქულა გუნდს ძანიმ მოუტანა, გარდასახვა კანამ შეასრულა ზუსტად და ანგარიში 43:7 გახდა. თამაშის დასრულებამდე იტალიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოასწრეს. ამჯერად ეს მინოციმ გააკეთა და შეხვედრაც მალე დასრულდა.

იტალიელებმა პირველ შეხვედრაში ნამიბიის წინააღმდეგ 47 ქულა მოაგროვეს, ამჯერად კი თავიანთი შედეგი 1 ქულით გააუმჯობესეს და ამ მოგების შემდეგ ქვეჯგუფში პირველ ადგილზე არიან. B ჯგუფში იტალიის, კანადისა და ნამიბიის ნაკრებების გარდა, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის გუნდები არიან.

ანდრი
იტალია უელსი ვერ არის.....
ანდრი
და იტალია აშკარად ვერ არის :) ეს ულტრაპესიმისტების გასაგონად.
ისე
ჩვენ უელსს 14 ქულა გავუკეთეთ
დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა