ზე რაგბის გათამაშების მე-14 ტური ცენტრალურ მატჩში B ჯგუფის ლიდერმა "ბლუზმა" C ჯგუფის ლიდერ "სტორმერზს" უმასპინძლა
ზე რაგბის გათამაშების მე-14 ტური ცენტრალური შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც B ჯგუფის ლიდერი ოქლენდის "ბლუზმა" C ჯგუფის ლიდერ კეიპთაუნის "სტორმერზს" უმასპინძლა.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და დრამატული სცენარით განვითარდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და 16-ქულიანი სხვაობით მოუგეს - 19:3.

კეიპთაუნელებს ასეთი ცუდი პირველი ტაიმი წლეულს ჯერ არ უთამაშია, თუმცა მეორე ნახევარში ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. სტუმრებმა მატჩის 71-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 26:21. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, გამარჯვების ლელო მესამეხაზელმა სხალკ ბურხერმა გაიტანა, შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლიონელ ნდუვენაგემ სგარდასახვა ზუსტად დაარტყა და სტორმერზელებმა მორიგი, უმნიშვენლოვანესი გამარჯვება მოიპოვეს -28:26.

"სტორმერზი" მომდევნო ტურში კანბერაში "ბარამბიზს" ეთამაშება, რომელიც A ჯგუფში მეოთხე ადგილზეა და უმოტივაციოდაა დარჩენილი.

A ჯგუფის ლიდერი ბრისბენის "რედსი" ამ ტურში ისვენებს, მეორე ადგილოსანი სიდნეის "ვორათაზი" კი შინ ეთამაშება D ჯგუფის აუტსადერ იოჰანესბურგის "ლაიონზს". წესით სიდნეელებმა იოლად უნდა მოიგონ, თანაც ერთი საპრემიო ქულაც მიითვალონ, მაგრამ "ლაიონზმა" წინა ტურში კანბერაში სენსაცია გამოჭედა, მოულოდნელად მასპინძელი "ბრამბიზი" დაამარცხა, რაც მიმდინარე გათამაშებაში იოჰანესბურგელთა მეორე გამარჯვებაა.

ძნელი სათქმელია, შეძლებენ თუ არა "ლომები" სიდნეიშიც გაიმეორონ გმირობა, თუმცა ფაქტია, რომ ამ გუნდების ბოლო ცხრა შეხვედრაში ცხრავეჯერ "ვორათაზმა" გაიმარჯვა.

სიდნეელები, როგორც უკვე ვთქვით, A ჯგუფშის მეორე ადგილზე არიან და კარგი შანს აქვთ პლეი ოფში გააღწიონ. "ლაიონზთან" მარცხმა კი შესაძლოა მდგომარეობა საგრძნობლად გაურთულოს.

ზე რაგბის შარშანდელი გამარჯვებული, პრეტორიის "ბლუ ბულზი" სტუმრად ეთამაშება C ჯგუფის მეორეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსს". "ლურჯი ხარები" მასპინძელთა გუნდს შვიდი ქულით ჩამორჩებიან და იმსითვის, რომ პლეი ოფში თამაშის უფელბის მოპოვებისთვის ბრძოლა განაგრძონ, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, ჩემპიონები პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.

ცხადია, საბრძოლბველად არიან განწყობილნი დურბანელებიც, რომლებიც ბოლო წლებია "ბლუ ბულზთან" მუდამ აგებენ და ახლა ამ ნეგატიური ტრადიციის დარღვევას ეცდებიან.

პრეტორიელთა ცხრა ნომერმა ფური დუ პრიმ ამ შეხვედრას ფინალის ტოლფასი უწოდა, რაც სრულად რეალურად შეესაბამება შექმნილი მდგომარეობას. ფაქტობრივად, ასეა, ვინც მოიგებს პლეი ოფშია.

ნაპიერიში ახალზელანდიური დერბი გაიმართება, სადაც ზე რაგბის შვიდგზის ჩემპიონი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი", რომელიც B ჯგუფში მეორე ადგილზეა, მეოთხეადგილოსან ჰემილთონის "ჩიფსს" მასპინძლობს. "ჯვაროსნებმა" წინა ტურში სენსაციურად წააგეს შინ ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" და ყველაფერს იღონებენ ეს სირცხვილ გაცილებით ძლიერ და ტრადიციულ მეტოქესთან გამარჯვებით ჩამოირეცხონ.

"კრუსეიდერზის" ბანაკში საბრძოლოსთან ერთად, სახალისო განწყობაცაა, რადგან ახლახან გუნდის ლიდერმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მგეზავმა, დენ კარტერმა კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. ამას კიდევ ერთი ლეგენდარული მორაგბის, რიჩი მაკქოუს კომენტარი მოჰყვა, რომელიც ქომაგებს გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას მომავალ კვირაში დაპირდა. ორივე მორაგბე "ჩიფსთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

XIV ტური

ვორათაზი-ლაიონზი, ფორსი-ბრამბიზი

სატურნირო სმდგომარეობა

1. რედსი - 50 ქულა, 2. ვორათაზი - 40, 3. ფორსი - 25, 4. ბრამბიზი - 22, 5. მელბურნ რებლზი - 19.

B ჯგუფი

ბლუზი-სტორმერზი 26:28, კრუსეიდერზი-ჩიფსი

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუზი - 50 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 44, 3. ჰაილენდერზი - 39, 4. ჩიფსი - 29, 5. ჰარიკენზი - 25.

C ჯგუფი

ჩიტაზი-მელბურნ რებლზი, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 48 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 36, 4. ჩიტაზი - 29, 5. ლაიონზი - 19.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა