28 სექტემბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა.

A ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა იაპონიამ მსოფლიოს რეიტინგში მეორეადგილოსანი ირლანდია 19:12 დაამარცხა.

ირლანდია მატჩის მე-17 წუთზე ჰარი რინგრუსის ლელოთი დაწინაურდა, შემდეგ კი ირლანდიელებმა იუ ტამურასაგან ჯარიმა მიიღეს და ანგარიში 5:3 გახდა.

ამის შემდეგ ირლანდიამ კიდევ ერთი ლელო დადო და ჯეკ ქერიმ გარდასა და საკუთარი გუნდი 12:3 დააწინაურა. ამის შემდეგ იაპონიამ ნამდვილი "ქამბეკი" მოახდინა და მეტოქეს ერთი ლელო დაუდო და სამი ჯარიმა ზუსტად დაურტყა.

ამ გამარჯვების შემდეგ იაპონიას 9 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო ირლანდიას 2 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

იგივე
იგივე სიტუაციაა ფეხბურთში,ვითომ მცოდნეები რომ ამბობენ 350 მილიონი სად მიდისო,ამხელა თანხა 1 რუსულ საფეხბურთო კლუბს(ევროპელებზე აღარაფერს ვამბობ) აქვს და ჩვენ გვინდა კონკურენცია გავუწიოთ დიდებს,დანიასთან ფრე არის გმირობა,იმის ფონზე თუ სად თამაშობენ და რამხელა თანხებს ეთამაშებიან დანიელები
Guga
სწორი მენეჯმენტია საჭირო ფული ფული ურუგვაის არა მგონია 33 მილიონი ქონდეს ბიუჯეტი აგერ ფიჯი გააგორა!!!!! ერთი გუნდი მაინც თუ არ გვეყოლება ჩელენჯზე ან პრო 14 განვითარებაზე ლაპარაკი წყლის ნაყვას ემსგავსება !!!!!!
მიროსან
რამხელა ფული ჩაიდო თუ წარმოგიდგენიათ იაპონიის შიდა ჩემპიონატში? ჩვენ ეგ არც დაგვესიზმრება და ზოგი პროფესორა და ვაიქომაგი გამოხტება აქ და იძახის ხო დააფინანსეს რაგბი და შედეგი სადააო... არადა სასაცილოა სატირალი რო არ იყოს, მთლიანად ფედერაციის დაფინანსებაზე(33 მლნ ლარი) მეტი ერთ რუსულ კლუბს, ენისეის აქვს(50 მლნ დოლარი).... და შედეგებს ითხოვენ კიდე აქ....
გიორგი
იაპონიამ ისეთი აგრესიული და პედანტურად კანონიერი დაცვა ეთამაშა რო ყველასათვის სამაგალითო გუნდია დაცვაში თამაშით. რაც შეეხება ჩვენთან შედარებას, თუ ვინმემ განიცადა პროგრესი ბოლო 10 წლეულში ეს იაპონიის მაგალითია, რისი დამსახურებაც ლეგიონერები და შიდა ჩემპიონატია. ჩვენ შიდა ჩემპიონატის დაფინანსება გვჭირედება რო 2 ან 3 მორაგბე მაინც გვყავდეს ნაკრებში ისეთი, რომლებიც ერთმანეთთან შეთამაშებულები იქნებიან
გიორგი
იაპონიამ ისეთი აგრესიული და პედანტურად კანონიერი დაცვა ეთამაშა რო ყველასათვის სამაგალითო გუნდია დაცვაში თამაშით. რაც შეეხება ჩვენთან შედარებას, თუ ვინმემ განიცადა პროგრესი ბოლო 10 წლეულში ეს იაპონიის მაგალითია, რისი დამსახურებაც ლეგიონერები და შიდა ჩემპიონატია. ჩვენ შიდა ჩემპიონატის დაფინანსება გვჭირედება რო 2 ან 3 მორაგბე მაინც გვყავდეს ნაკრებში ისეთი, რომლებიც ერთმანეთთან შეთამაშებულები იქნებიან
გულშემატკივარი.
და გჯერავთ თქვენ ამ სენსაციის? მე არა. შოტლანდიას გაუჩალიჩეეს.

დიდათ საინტერესოა ეპილოგი როგორი ექნება ამ ფარსს!!!

მრავალი აქაური კომენტარის წაკითხვის შემდეგ,ისეთი შთაბეჭდილება იქმნება-თითქოს ყველანი პროფესიით რაგბის სფეროში იყოთ დაკავებული და საზოგადოებას განზრახ აბოთავებთ! ნუთუ ასე ვერ აზროვნებთ და ვერც ხედავთ,რომ დიდ ფულს დიდი ძალა აქვს და რომ იაპონიაში სტადიონები გადაჭედილია!!!ეს მაიმუნობა ხომ დაიწყო 2015 წლიდან,იაპონიის მიერ სამხრეთ აფრიკის "დამარცხებით" და გრძელდება დღეს ასევე ირლანდიის "დამარცხებით",მაგრამ დავიჯეროთ,რომ იაპონელთა "ჰეგემონია"ამით დასრულდა? არა ბატონებო,გრძელდება...!!!
ანდრი
სწორხაზოვანი გუნდია, და რობოტები მე არ შემირქმევია, ასე იცნობს მათ მშობლიური ევროპა :)
ტეტე1234
Raiqneba chvenc ro chavidinot sensacia avstraliastan xo dagvaviwyebda am gachirvebas cotas mainc qartvelebs
ანდრი
მსაჯიც გაღუნა იაპონიამ, გაკეთილშობილდა და ირლანდისს ცოდვების შენიშვნაც დაიწყო ტიპმა :)
ანდრი
ფიჯი შეიძლება მოდუნდა, ირლანდია კი იაპონიამ შებოჭა, შესანიშნავი ბრძოლა აწარმოა გუნდმა.
მ. ტ.
სენსაცია ტოტალიზატორის მოყვარულთათვის იყო, თორემ იაპონელებს უბრალოდ შრომა და მონდომება დაუფასდათ. შედარებისთვის შეგვიძლია, მათთან ჩატარებული ბოლო ორი ტესტი გავიხსენოთ და ვნახოთ, რამხელა პროგრესი განიცადა სწორ გზაზე დამდგარმა და ერთ დროს დაახლოებით ჩვენი დონის გუნდმა... რაც შეეხება ჩაწყობას, ასეთები სანაკრებო დონეზე ნამდვილად არ ხდება, მითუმეტეს მსოფლიო ჩემპიონატზე და მითუმეტეს რაგბში... სენსაციად მონათლულ ორივე მატჩს კი ერთი რამ ჰქონდა საერთო - კლასით უფრო ძლიერი მეტოქე გარკვეული უპირატესობის მოპოვების შემდეგ დუნდება, რაც უფრო სუსტს შესაძლებლობას აძლევს ისე "მოიხოდოს", რომ შემდეგ ძლიერი ვეღარ ახერხებს თამაშის დალაგებას და სუსტი კი კბილებით იცავს მონაპოვარს და თამაშს აღარ თმობს - ეს ხომ რაგბია... იმედია, ამას ჩვენებიც გაითვალისწინებენ ხვალინდელ თამაშში და ურუგვაელებთან შემოსატრიალებლად არ გაიხდიან საქმეს, რაც ურთულესი იქნება. ჩვენ ფავორიტების რანგში გავდივართ მოედანზე და ზუსტად ის დროა, რომ მოედანზევე დავამტკიცოთ ჩვენი ამბიციების მართებულობა, თორემ მხოლოდ რეიტინგში მაღლა დგომა რომ აღარ კმარა თამაშის მოსაგებად, ამ ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა და ვგონებ, კიდევ არაერთი ინტრიგა გველის...
იექსპერტი
ფანტაზიის და შეთქმულების თეორიის ტყვეობაში ხარ
მიროსან
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ...

ამ აბსურდის თეატრის დადგმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო,როდესაც იაპონიამ სამხრეთ აფრიკა "დაამარცხა"-ის პროლოგი იყო,რათა ხალხისთვის უცხო არ ყოფილიყო დღეს ირლანდიის დამარცხება.მიზანი ამართლებს საშუალებას და იყვირე რამდენიც გინდა.იაპონიაში სტადიონების ტრიბუნები გადაჭედილია.დიდათ საინტერესოა ეპიგილოგი როგორი ექნება ამ ფარსს!!!

რობოტები ცოტა ზედმეტია, გვინახავს ირლანდიის შემოქმედებითი და კომბინაციური თამაში, მაგრამ დღეს მეორე ტაიმში აშკარად სხვა გუნდი ვნახეთ
ისევ რაგბის მივაწვეთ
იაპონიამ გადაუარა ირლანდიას, და რომ არა მსაჯის მიკერძოებულობა, უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა.

მგონი რაგბიც ნელნელა ფეხბურთს ემსგავსება. :( რატომ იდგა მთელი მეორე ტაიმი ირლანდია, რომელმაც შოტლანდიას გასაქანი არ მისცა ძნელად ასახსნელია. რატომღაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამახსენდა ფეხბურთში.
ჭაღარა
იაკუზამ მოიგო
გოგა
გინდათ დამცინეთ,მაგრამ მომკალით და არ მჯერა იაპონის სუფთად მოგება.
დათოს
დაგვემატა მერე ჩვენც. კალათბურთში თუ დავიმატეთ და მწვრთნელები ყველგან უცხოელი გვყავს რაგბიში რა დაშავდება? უარესი არ უნდა მოიყვანო თორემ თუ ვინმე წინ წაგვწევს მაგას რა ჯობია? უელსისთვის მოგვეგო, ეგ სენსაცია ჩვენც დაგვედო აღარავის გაახსენდებოდა რა ფერის სისხლი აქვს იმ ნატურალიზირებულს. ურა-პატრიოტიზმი არ დაგვეხმარება დიდად!

ეს უკვე აბსურდის თეატრს დაემსგავსა!ირლანდიელებმა პირველი ჯარიმა რომ ფლანგზე გადაკიდეს-აი ზუსტად მაშინ გახდა ყველაფერი ნათელი...!
dato
ამდენი ნატურალიზირებული მოთამაშე რომ დაგვემატებინა რამდენიც იაპონიას ჰყავს, ჩვენც მოვუგებდით უელსს.)))
ანდრი
რობოტებს ტყუილა არ ეძახიან ირლანდიას. იაპონიამ შეისწავლა და შეუსრულა სამაგალითოდ.

იაპონიამ 100% დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ ირლანდია პირველი ორი ლელოს შემდეგ პირდაღებული იდგა და ნამდვილად გაუგებარია, რას ელოდებოდა.ერთფეროვანი თამაში და არანაირი გააზრებული კომბინაცია. ამით კი მშვენივრად ისარგებლეს მასპინძლებმა, 1 ლელოც მიითვალეს და მშვიდად დაამთავრეს თამაში.
დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
ირლანდიური გამოხმაურება "ბორჯღალოსნების" დიდ პროგრესზე
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა