მსოფლიო თასზე ურუგვაისთან გამარჯვებაში საკმაო წვლილი "ბორჯღალოსანთა" ახალგაზრდა ცხრა ნომერს, გელა აფრასიძეს მიუძღვის. ის მოედანზე გამოცდილი, დაღვინებული მორაგბესავით ირჯებოდა და ჩვენს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

- ურუგვაიმ საკმაოდ ძლიერ გუნდს, ფიჯის ნაკრებს მოუგო. წესით, ამას ფსიქოლოგიურად ჩვენს გუნდზე წნეხი უნდა გაეზარდა, თუმცა ეს თამაშს არ ეტყობოდა...

- ყველანი ერთი მიზნისკენ ვიყავით მიმართულნი - კარგად უნდა გვეთამაშა და მოგვეგო. ცხადია, დამაფიქრებელი იყო, ფიჯის რომ მოუგო. თუმცა, ვფიქრობ, ფიჯელებმა ცუდად ითამაშეს და ამისთვის დაისაჯნენ. ასე რომ, ყველამ ერთად, გუნდურად მოვინდომეთ და მოვიგეთ კიდეც.

- ფიჯის ნაკრების მწვრთნელმა ურუგვაისთან თამაშის წინ 12 მორაგბე შეცვალა, თუმცა ფიჯი იმდენად ძლიერი გუნდია, ეს არ უნდა დატყობოდა...

- კი, მაგრამ ურუგვაიამ მეტოქეს არეული თამაში შესთავაზა და ამით აჯობა. თან, ფიჯელებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ბურთი ბევრჯერ გაუვარდათ, ბევრი სალელოვე შეტევა ვერ გამოიყენეს, გარდასახვები და საჯარიმო ააცილეს.

- ურუგვაის ნაკრებს დამაჯერებლად მოვუგეთ, თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა. როგორ ფიქრობთ, რა ვერ გავაკეთეთ ამ მატჩში?

- ჩვენ რა დავალებაც გვქონდა, კარგად შევასრულეთ. მართალია, რამდენიმე დერეფანი წავაგეთ, მაგრამ მოლსა და შერკინებაში კარგად გავისარჯეთ. დავალებული გვქონდა, როცა მორკინალები უპირატესობას გააკეთებდნენ, ბურთი ხაზზე გაგვეტანა და იქ გაგვეთამაშებინა. მორკინალებმა სამკაციანი დარტყმებით მეტოქე დაჯაბნეს და ამას პირველ ტაიმში ორი ლელო მოჰყვა. ბურთი კარგად მიგვქონდა წინ. შესვენებაზე კიდევ ახალი მითითებები მივიღეთ და 21 ქულა სწორედ მეორე ტაიმში მივითვალეთ.

- მატჩში დეჟავუ მქონდა. გახსოვთ თბილისში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თქვენი გარღვევა, რომელიც ლელოთი დაასრულეთ. ვფიქრობდი, ამ შემთხვევაშიც ბოლომდე, ლელომდე ირბენდით...

- მსგავსი სიტუაცია კი იყო, მაგრამ შეტევის ფრთაზე გაგრძელებას ვფიქრობდი. სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა, წინ ვეღარ წავიდოდი და ამიტომ სხვა გაგრძელება ვარჩიე. ვფიქრობდი, ლელო ფრთაზე დაგვედო. თუმცა ამ შეტევას მერე ლელო მაინც მოჰყვა. შერკინებიდან გრძელ ფრთაზე გავათამაშეთ და ლელო გავიტანეთ.

- ურუგვაის ნაკრებზე თამაშამდე ამბობდნენ, სამი დღის წინათ რთული მატჩი ჰქონდათ ფიჯისთან და დაღლილები იქნებიანო. ეტყობოდათ, რომ ასე იყო?

- ვფიქრობ, ეს რომ არა, მაინც დაეტყობოდათ, ვინაიდან ჩვენი შერკინების წინააღმდეგ თამაში ძნელია. განსაკუთრებით, შერკინებასა და მოლში თამაშისას ბევრ ენერგიას ართმევენ ყველა გუნდს. ამიტომ, ამ მატჩში სამი თუ ოთხი დღის დასვენება ბევრს არაფერს შეცვლიდა.

- ზუსტად ასეთი ინტერვალით ახლა ჩვენს ნაკრებს უწევს ფიჯისთან თამაში...

- ურუგვაისთან თამაშის შემდეგ ყველა ძალების აღდგენაზე ვართ კონცენტრირებულები. ამ მატჩშიც იგივე მიზანი გვაქვს. ფიჯი უნდა დავამარცხოთ. ვეცდებით, მწვრთნელების დავალება მაქსიმალურად შევასრულოთ. ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ მოვიგოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი.

- ფიჯის ყველა გზა მოჭრილი აქვს. გამორიცხული არ არის, ეს გუნდი ჩვენთან მაქსიმალურად მობილიზებული და გამარჯვებისკენ შემართული გამოვიდეს სათამაშოდ. რა შეიძლება დავუპირისპიროთ?

- დიახ, ჩვენთან ძალზე მოტივირებულნი გამოვლენ სათამაშოდ. ჩვენ ახლა ფიჯის კონკურენტები ვართ. უნდა ვეცადოთ, ხელი შევუშალოთ, რათა თავიანთი თამაში თავს არ მოგვახვიონ. ჩვენ კარგი დაცვა და ეფექტური შეტევა უნდა დავუპირისპიროთ. არ მგონია, ფიჯელებმა ფიზიკურად გვაჯობონ.

- თქვენ ჩვენი ნაკრების მგეზავთან, თედო აბჟანდაძესთან ერთად, ახალგაზრდული ნაკრებიდან დაწყებული, დღემდე ერთ დუეტში თამაშობთ. როგორც ჩანს, უკვე კარგად უგებთ ერთმანეთს...

- თედოსთან ერთად საკმაოდ ბევრჯერ მომიწია თამაში. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი დონის გუნდთან კი პირველად ვითამაშეთ. თუ წინა შეხვედრებს გავიხსენებთ - დიახ, ვგრძნობთ ერთმანეთს. ვხვდები, როგორი თამაში მოსწონს. როცა ურუგვაისთან შეტევას ინდივიდუალურად ვანვითარებდით, ერთმანეთთან სულ ახლოს ვიყავით ხოლმე. მასთან თამაში ადვილია, მართლა კარგი მგეზავია.

- პირველი დონის გუნდებთან ვაგებთ. მიზეზი მათთან თამაშის ნაკლებობაა. თუმცა დღევანდელ ნაკრებში მრავლად ხართ ისეთი მორაგბეები, რომლებსაც ახალგაზრდულ ნაკრებში მოგიგიათ შოტლანდიის, ირლანდიის, იტალიის, არგენტინისა და ფიჯის ნაკრებებისთვის. წესით, თქვენთვის მათ წინააღმდეგ თამაშისას ფსიქოლოგიურ წნეხს არ უნდა გრძნობდეთ...

- უელსთან მაგის გამო არ წაგვიგია. ის ძლიერი გუნდია და ამიტომაც დავმარცხდით. ამ თამაშში ყველაფერი ჩავდეთ. რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვით. უშეცდომოდ თამაში ძნელია, ის ყველა გუნდს მოსდის. ცხადია, ჩვენ უელსთან მატჩში მოსაგებად გავედით, მაგრამ ის გუნდი უფრო ძლიერია და მოგვიგო.

- ქართველი ქომაგი თავდადებული მხარდაჭერით გამოირჩევა. რას ეტყოდით მათ?

- მინდა მათ ობიექტურობისკენ მოვუწოდო. ვინც ჩვენს წაგებასაც და მოგებასაც ობიექტურად აფასებს, გვერდში გვიდგას, გვქომაგობს, დიდ მადლობას ვუხდი. თუმცა, არის კატეგორია გულშემატკივრებისა, რომლებსაც რაგბი არ ესმით. მათ უნდა ისწავლონ ერთმანეთისგან სუსტის და ძლიერის გარჩევა. პატარა შეცდომის გამო არ შეიძლება მოთამაშეზე ცუდად ილაპარაკო.

ჩვენთვისაც ძნელია, როცა თამაშს ვაგებთ, ჩვენ ხომ უკეთ ვიცით ჩვენს გულებში მაგ დროს რა ხდება. ამ დროს კი, არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო გვიმძაფრებენ განცდებს. ჩვენ საქართველოს გამო, მისი სახელით ვთამაშობთ და ეს ყველა ქართველს უნდა უხაროდეს. მოვუწოდებ მათ, რომ არ შეიძლება ასე, ჩვენზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს.

- ანუ თქვენ ობიექტურ კრიტიკას იღებთ?

- კრიტიკა, თუ ის ობიექტურია, სწორია და მართალია, ცხადია, უნდა მიიღო. თუმცა, უელსის დარ გუნდთან წაგების გამო სოციალურ ქსელებში ცუდს რომ წერენ, ვფიქრობ, არ შეიძლება. პირიქით, მაგ დროს უნდა გაგვამხნევონ, გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენც გვინდა, რომ მოვიგოთ, მაგრამ ყოველთვის ხომ ვერ მოიგებ.

სპეციალურად sportall.ge-სთვის ბესო ჯანგავაძე იაპონიიდან

pasuxi
კარგი ბიჭია, ჭკვიანი და პატრიოტი, მაგრამ, ჩვენ უაზრო მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. ფიჯი თავიდან მაგრა დაიწყებს, ხოლო ჩვენ თავიდან რატომღაც ცუდად ვიწყებთ. ამას მიაქციონ ყურადღება. ფიზიკაში ვერ გვაჯობებენ, აქედან დასკვნა, თუ პირველი 20-25 წუთი არ მივქარეთ უელსივით, მაშინ ფიჯის დღეში ყოფნას მტერს არ ვუსურვებ.
თემური
ბიჭებო, თქვენ საქართველოს საუკეთესო მებრძოლები ხართ! 100%-იანი მხარდაჭერა თქვენ!
კახი
საქართველოს ნაკრების ნათელი მომავალი!ძალიან გულით თამაშობს და ამის შეუმჩნევლობა შეუძლებელია.ნამდვილად იმსახურებს ძირითადში თამაშს.იმედია მწვრთნელები გაითვალისწინებენ.
მიდით ბიჭებო
ეს არ არის იმის ბრალი სტადიონზე დადის თუ არა ადამიანი,არც იმის ბრალია რაგბი ესმის თუ არა,ეს ელემენტარული შეგნებაა,როდესაც კაცს უჭირს მაშინ უნდა დაუდგე გვერდით,მაშინ სჭირდება გამხნევბა.ესე იციან ფეხბურთელებზეც,როგორც კი წავაგებთ მიდის ლანძღვა,მოვიგებთ და გმირები არიან.ესე არ შეიძლება,საქმიანი და სამართლიანი კრიტიკა საჭიროა,მაგრამ ლანძღვა და შეურაცხყოფა დაუშვებელია.მეტი თვით შეგნებაა საჭირო.
gio
ფიჯისაც რომ მოვუგოთ და ავსტრალიასაც?
მიროსან
მაგარი კაცი ხარ მუხბე
gia
გელა კაცი ხარ და გვიყვარხარ, ვინც არ იცის რაგბი და სტადიონზე არც დადის და კლავიატურის წკაპუნი იცის მარტო რას უსმენ იმათ. უმრავლესობამ ვიცით რასაც აკეთებთ და რამდენსაც შრომობთ და ვამაყობთ თქვენით.
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
"იყო გამორჩეული სანაგვეში, მარტივია" - სიმენმა ბრუნოს საუკეთესოობა გააპროტესტა
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
[VIDEO] ბრწყინვალე ბურთები მოიგერია - იაკობიშვილის დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში, დამყარებული რეკორდი და საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირება
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!