დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.

საკუთარ შეხვედრებს ჩაატარებენ მადრიდის "რეალი", პსჟ, "იუვენტუსი", "ატლეტიკო", "მანჩესტერ სიტი". ცენტრალური მატჩი კი ლონდონში გაიმართება, სადაც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტი "ტოტენჰემი" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.

ლონდონის "ტოტენჰემი" - მიუნხენის "ბაიერნი"

ლონდონურმა კლუბმა 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის პირველი შეხვედრა პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" გასვლაზე ფრედ დაასრულა, არადა, 30-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა.

"ტოტენჰემისაგან" განსხვავებით, "ბაიერნმა" პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და "ცრვენა ზვეზდას" სახლში 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

ოფიციალურ შეხვედრებში გუნდები ბოლოს ერთმანეთს შორეულ წარსულში - 1983/84 წლების უეფას თასის გათამაშებაში შეხვდნენ. ლონდონში გამართული ეს შეხვედრა "ტოტენჰემმა" მოიგო - 2:0. სულ კლუბები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, 2 "ბაიერნმა" მოიგო, 1 - "ტოტენჰემმა" და 1 შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

"ტოტენჰემი"

ლონდონურმა კლუბმა ამ შეხვედრამდე პრემიერლიგაში "საუთჰემპტონს" 2:1 მოუგო და ვერ ვიტყვით, რომ სტუმრებს თამაშით აჯობა. იქამდე კი, "ლესტერთან" და "კოლჩესტერთან" ჰქონდა წაგებული. ლონდონელები არც ისე სახარბიელო ფორმაში არიან. დღევანდელ მატჩში მათ ჯოვანი ლო სელსო და რიად სესენიონი დააკლდებათ.

"ბაიერნი"

ლონდონელებისაგან განსხვავებით, მშვენიერ ფორმაშია გერმანული გრანდი. მიუნხენელებმა ბოლო 8 შეხვედრიდან 6 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. დღევანდელ დაპირისპირებაში მათ ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავთ, გუნდს გარემარბი სერჟ გნაბრიც შეუერთდა. კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ერნანდესის თამაშია.

სავარაუდო შემადგენლობები

"ტოტენჰემი": ლორისი, ორიე, ანდერვაირელდი, ვერტონგენი, დეივისი, უინქსი, სისოკო, ნდომბელე, ერიკსენი, სონი, კეინი

"ბაიერნი": ნოიერი, ალაბა, კიმიხი, ზულე, პავარი, ტიაგო, ტოლისო, კოუტინიო, კომანი, პერიშიჩი, ლევანდოვსკი

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მოსკოვის "ლოკომოტივი" - მადრიდის "ატლეტიკო"

აღნიშნული მატჩი ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო საბა კვირკველიას გამო გახლავთ. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი 1 კვირის წინ დაუბრუნდა მოსკოვურ კლუბს თასის მატჩში, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ სასურველი ფორმიდან საბა შორსაა.

მნიშვნელოვანი შეცდომები არ დაუშვია, თუმცა პირველ ტაიმში უკვე დაღლილი იყო. გასაკვირი არაა, ამდენი ხანი არ უთამაშია და სავარაუდოდ, დღესაც სათადარიგოთა სკამზე იქნება და თუ გუნდს დასჭირდა, სიომინი, ალბათ, ბოლო წუთებზე მაინც შეუშვებს.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი კი "ლოკომოტივმა" გასვლაზე "ლევერკუზენის" დამარცხებით დაიწყო - 2:1. "ატლეტიკომ" კი სახლში "იუვენტუსთან" ფრედ ითამაშა.

გუნდები აქამდე 3-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. პირველად - 2007 წელს, უეფას თასზე და მოსკოვში გამართული ის შეხვედრა ფრედ დასრულდა - 3:3. ბოლო დაპირისპირება კი უეფას თასზე იყო, 2018 წელს "ატლეტიკომ" მოსკოვურ კლუბს 2 მატჩის ჯამში 8:1 მოუგო.

"ლოკომოტივი"

მოსკოვური კლუბი საკმაოდ სტაბილურად ასპარეზობს. უკანასკნელ 22 მატჩში "რკინიგზელები" მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდნენ. რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში "ლოკომოტივმა" "ზენიტი" დაამარცხა - 1:0. დღევანდელ შეხვედრაში ტყუპი მირანჩუკების თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ.

"ატლეტიკო"

"ატლეტიკომ" უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 შეხვედრა "რეალ სოსიედადთან" წააგო. წინა ტურში ფრედ ითამაშა მადრიდულ დერბიში "რეალის" წინააღმდეგ. მადრიდელებს დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ ვიტოლო და ვრსალკო დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლოკომოტივი": გილერმე, იგნატიევი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი, მურილიო, ჟემალედინოვი, ბარინოვი, კრიხოვიაკი, ჟოაუ მარიუ, სმოლოვი

"ატლეტიკო": ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი, კოკე, პარტეი, საული, ფელიკსი, მორატა, კოშტა

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა მატჩები

რაც შეეხება დანარჩენ თამაშებს, ტურის ადრინდელ შეხვედრებში "რეალი" "ბრიუგეს" შეხვდება, ხოლო "ატალანტა" "შახტარს" უმასპინძლებს.

მადრიდელებს, დიდი ალბათობით, ისკო, მარსელო და მენდი დააკლდებათ, ხოლო ხამესი და ბეილი ზიდანმა დაასვენა. ბერგამოში კი "ატალანტა" საკუთარ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩის მოგებას უკრაინელების წინააღმდეგ შეეცდება.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო "შახტარს" იტალიაში დავით ხოჭოლავა ვერ გაჰყვა. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.

ტურის ერთ-ერთ ყველაზე უინტერესოდ ჟღერად შეხვედრაში ერთმანეთს "ცრვენა ზვეზდა" და "ოლიმპიაკოსი" შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ კლუბები აქამდე 3-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, 3-ჯერვე ამხანაგურად და 3-ვე მატჩი ფრედ დასრულდა.

რთული შეხვედრა ელის სტამბულის "გალათასარაის", რომელიც შინ პსჟ-ს მიიღებს. ეს გუნდები მადრიდის "რეალთან" და "ბრიუგესთან" არიან ქვეჯგუფში და თურქებს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები, ალბათ, ბელგიელებთან ელით. თუმცა, საკუთარ კედლებში დიდი ძალაა. პარიზელებს ამ შეხვედრაში ნეიმარი, დრაქსლერი, დაგბა, კეჰრერი და კავანი ვერ დაეხმარებიან. სავარაუდოდ, სათადარიგოთა შორის იქნება კილიან მბაპე.

ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩის მოგებას "ლევერკუზენთან" შეეცდება. გერმანელები, რომლებმაც "ლოკომოტივთან" წააგეს და "იუვეს" შემდეგ 2 მატჩი "ატლეტიკოსთან" ელით, არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან.

ტურინელებს კი ამ შეხვედრაში დე შილიო, დანილო და დუგლას კოშტა დააკლდებათ.

ბოლო შეხვედრა კი მანჩესტერში გაიმართება, სადაც "სიტი" ზაგრების "დინამოს" მიიღებს. ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს ამ შეხვედრაში ხორვატიულ კლუბს, თუმცა, თუ პირველი შეხვედრის ანგარიშს გავითვალისწინებთ ("ატალანტას" 4:0 მოუგეს), არაა გამორიცხული, გახსნილი, შემტევი, სანახაობრივი მატჩი ვიხილოთ.

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა