ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რონალდინიო, ფალკაო და... აკინო

რონალდინიო, ფალკაო და... აკინო

ბრაზილიის ჩემპიონატი. სერია A ევროპაში საფეხბურთო სეზონი, ფაქტობრივად, დამთავრდა, სამაგიეროდ ორი დღის წინ სტარტი აიღო ერთობ საინტერესო გათამაშებამ - ბრაზილიის ჩემპიონატმა

ევროპაში საფეხბურთო სეზონი, ფაქტობრივად, დამთავრდა, სამაგიეროდ ორი დღის წინ სტარტი აიღო ერთობ საინტერესო გათამაშებამ - ბრაზილიის ჩემპიონატმა. გათამაშებაში 20 გუნდი მონაწილეობს და ორწრიანი ტურნირი დეკემბრის დასაწყისამდე გრძელდება. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები „ლიბერტადორესის თასის“ საგზურს იღებენ, ისე როგორც ბრაზილიის თასის მფლობელი, ხოლო V-XII ადგილზე გასული გუნდები კი „სუდამერიკანას თასის“ საგზურის მფლობელნი ხდებიან. უმაღლესი ლიგიდან ოთხი გუნდი ვარდება და მათ ნაცვლად სერია A-დან ასევე ოთხი გუნდი შემოდის.

ბრაზილიის ჩემპიონატი მეტად საინტერესო ტურნირია და ეს ინტერესი მნიშვნელოვნად განაპირობა ამ ქვეყნის წამყვანი კლუბების ფინანსურმა მოღონიერებამ. ანუ, ოთხი-ხუთი წლის წინ თუ ფაქტობრივად, ყველა ბრაზილიელ ფეხბურთელს ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა, რომ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ევროპაში წასულიყო, ახლა პირიქით არის.

„ფლამენგო“, „ფლუმინენსე“, „ინტერნასიონალი“, „კორინთიანსი“, „სანტოსი“, „კრუზეირო“, „გრემიო“, „სან პაელუ“, „პალმეირასი,“ „ბოტაფოგო“, - ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთის ეს გრანდები ფინანსურად ისე მომძლავრდნენ, რომ ევროპის წამყვან გუნდებში მოასპარეზე ცნობილ თანამემამულეებს მართლაც ზღაპრულ პირობებს სთავაზობენ და სამშობლოში აბრუნებენ. ეს ტენდენცია ორი-სამი წლის წინ დაიწყო, როცა ბრაზილიაში დაბრუნდნენ და აქაური ჩემპიონატის დონის ამაღლებას ხელი შეუწყვეს: რონალდომ, რობერტო კარლოსმა, ადრიანომ, ფრედიმ, ვაგნერ ლავმა, დეკუმ. ეს პროცესი ახლაც გრძელდება და ბრაზილიის წლევანდელ ჩემპიონატში ევროპამოვლილი რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი იასპარეზებს: რონალდინიო, ლუიშ ფაბიანუ, სავიო, ელანო, ლინკოლნი.

ბრაზილიის ჩემპიონატში ცალკე საუბრის თემაა სამწვრთნელო საკითხი: მსოფლიოში სხვაგან არსად არის, როცა სეზონის განმავლობაში, სულ მცირე, 40-50 სამწვრთნელო გადაადგილება ხდება-ხოლმე! ანუ, ფაქტობრივად, ყოველ სეზონში ერთი და იგივე მწვრთნელმა, შესაძლოა, სამი-ოთხი კლუბიც გამოიცვალოს; თანაც, ხშირ შემთხვევაში კლუბის პრეზიდენტებს საერთოდ აღარ „ახსენდებათ“ ამა თუ იმ მწვრთნელის მიღწევები და საკმარისია გუნდმა ორი-სამი მატჩი ვერ მოიგოს, მაშინათვე ახალი მწვრთნელის მოძებნას იწყებენ. კონკრეტული მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია: მურისი რამალიოს ხელმძღვანელობით „სან პაულუმ“ ზედიზედ სამჯერ (2006, 2007, 2008 წლებში) მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონობა, მაგრამ 2009 წელს მესამე ადგილზე გასვლა არ აპატიეს და გაათავისუფლეს.

რამალიომ შარშან „ფლუმინეზე“ ჩაიბარა, წინა სეზონში გავარდნას ძლივს რომ გადაურჩა და რიო დე ჟანეიროს ეს პოპულარული კლუბი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ ჩემპიონი გახადა. თუმცა, რამალიოს „ფლუმინენსედანაც“ წამოსვლამ მოუწია და ამჯერად ბრაზილიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, „სანტოსში“ მოღვაწეობს. სხვათა შორის, „სანტოსი“ ერთადერთი ბრაზილიური კლუბია, „ლიბერტადორესის თასის“ გათამაშებას რომ შემორჩა (ნახევარფინალშია გასული) და ამას გარდა, ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიც არის. გამოცდილი ნახევარმცველის, 29 წლის ელანოს დამატებით სანტოსის“ შანსები კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ამ გუნდის საბოლოო შედეგი დიდად იქნება დამოკიდებული სამ ახალგაზრდა ვარსკვლავზე: 21 წლის განსო, 22 წლის კეირისონი და 19 წლის ნეიმარი ხომ წამყვანი ევროპული კლუბების სამიზნე გახლავან.

„სანტოსი“ ვახსენეთ და ბარემ სხვა გუნდების შანსებზეც ვისაუბროთ. ბრაზილიაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „ფლუმინენსეს“ ტიტულის შენარჩუნება გაუჭირდება: 33 წლის დეკუ და 27 წლის ფრედი ურიგო ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ კონკურენტებს ბევრად უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. უპირველეს ყოვლისა, ბრაზილიელთა „სახალხო გუნდი“ და ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარული კლუბი „ფლამენგო“ უნდა ვახსენოთ, სადაც 31 წლის რონალდინიოს გაბრწყინებას ელოდებიან. სხვათა შორის, „ფლამენგომ“ 2009 წელს ჩემპიონობა მოიპოვა, შარშან კი მხოლოდ ბოლო ტურში გადაწყვიტა სერია A-ში დარჩენის საკითხი და ეს, ახალი მწვრთნელის, 59 წლის გამოცდილი სპეციალისტის ვანდერლეი ლუქსემბურგის დამსახურება იყო. თუმცა, ეს ცნობილი მწვრთნელი (ბრაზილიიის ნაკრებშიც უმუშავია, „რეალშიც“) , სხვადასხვა დროს ხუთჯერ რომ გამხდარა ბრაზილის ჩემპიონი, „ფლამენგოში“ მხოლოდ მოკრძალებული მიზნებისათივს არ მიუწვევიათ. ისე როგორც 62 წლის ლუიშ ფელიპე სკოლარი - ბრაზილიის და პორტუგალიის ნაკრებების, აგრეთვე „ჩელსისა“ და... უზბეკური „ბუნიოდკორის“ ყოფილი მწვრთნელი „პალმეირასში“ დაბრუნდა, სადაც 1999 წელს ყველა საკლუბო ტიტული მოიპოვა. „პალმეირასის“ მსგავსად ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება „სან პაულუც“: 63 წლის პაულო სეზარ კარპეჟიანიმ, თავის დროზე „ფლამენგოსთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო, ლიბერტადორესის თასიც და ბრაზილიის ჩემპიონობაც. მაგრამ, იმ დროს „ფლამენგოში“ ზიკო ბრწყინავდა, ახლა კი „სან პაულუს“ წარმატებული ასპარეზობა ბევრად იქნება დამოკიდებული ახალწვეულის, 30 წლის ფორვარდის ლუიშ ფაბიანუს საგოლე ალღოზე და 18 წლის უნიჭიერეს ნახევარმცველის ლუკასის თამაშზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ „სან პაულუს“ ორი ცნობილი ვეტერანიც ჰყავს: 39 წლის რივალდო და 38 წლის როჟერიო სენი. ეს უკანასკნელი ხომ, საერთოდ, მოვლენაა ფეხბურთის ისტორიაში: ამპლუით მეკარეს კარიერის განმავლობაში 101 გოლი აქვს გატანილი!

საჩემპიონო დავაში აუცილებლად ჩაერევიან „კრუზეირო“, „კორინთიანსი“, „გრემიო“, თუმცა, „სანტოსის“, „სან პაულუსა “ და „ფლამენგოს“ შანსები უფრო მეტია, ისე როგორც კიდევ ერთი ფავორიტ გუნდისა: პორტუ ალეგრეს „ინტერნასონალი“ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ბრაზილიური კლუბია (თანაც, „ინტერნასიონალი“ უფრო მეტ წარმატებას საერთაშორისო სარბიელზე აღწევს). „ინტერნასიონალის“ ლიდერებად კი... არგენტინელი ფეხბურთელები უნდა მივიჩნიოთ: 30 წლის ანდრეს დალესანდრო, 26 წლის მარიო ბოლატი (ორივე-ნახევარმცველი) და 27 წლის ფერნანდო კავენაგი. თუმცა, ამ კლუბის გულშემატკივრები ყველაზე დიდ იმედს ახალ მწვრთნელს უკავშირებენ: 16-წლიანი პაუზის (!) შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბრაზილის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ფალკაომ! 57 წლის ფალკაო ფეხბურთელობის დროს 8 სეზონი სწორედ „ინტერნასიონალში“ ასპარეზობდა. შემდეგ კი ხუთი წლის განმავლობაში „რომას“ უდავო ლიდერი გახლდათ.

... ისე, ალბათ, წერილის დასაწყისშივე უნდა გვეთქვა, რომ ბრაზილიის ჩემპიონატმა, ასე ვთქვათ, თანამედროვე ფორმატის სახე მხოლოდ 2003 წლიდან მიიღო; მანამდე კი ეს იყო მრავალსაფეხურიანი ჩემპიონატი და... ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა. ეგ კი არა, 1971 წლამდე ბრაზილიაში საერთო ჩემპიონატი არ ტარდებოდა: რიო დე ჟანეიროს გუნდები საკუთარ პირველობას („კარიოკა“) ატარებდნენ, ისე როგორც ამ ქვეყნის სხვა შტატებიც: „პაულისტა“, „მინეირო“, „გაუშუ“, „ბაიანო“. ერთი პერიოდი ისეც ხდებოდა, რომ ბრაზილიის თასი, ფაქტობრივად, ჩემპიონატად ითვლებოდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2003 წლიდან სისტემა დაიხვეწა და ერთიანი ჩემპიონატიც ტარდება.

დაბოლოს, ბრაზილიის ახლანდელი ჩემპიონატის ერთ, მართლაც, განსაკუთრებულ მონაწილეზეც: ხანმოკლე პაუზის მერე სერია A-ში აღზევებული „კურიტიბას“ შემადგენლობაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი, 25 წლის ანდერსონ აკინო იასპარეზებს! შეგახსენებთ, რომ აკინომ 2009-10 წლების სეზონი საქართველოში, კერძოდ, „ოლიმპში“ გაატარა და უდიდესი წვლილი შეიტანა რუსთაველთა ჩემპიონობაში. აკინომ „ოლიმპის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა - ამ მართლაც ჩინებული შედეგით კი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ გახდა...

ამერიკა (ბელუ-ორიზონტი)

დაარსდა: 30. IV. 1912

სტადიონი: „მელაო“ (45 000)

მწვრთნელი: მაურო ფერნანდესი

ტიტული:

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: ტოსტაო, ბრიტო, ჟილბერტო სილვა

გუნდის ცნობადი სახეები: ანდერსონ კლებერი, ეულერი

წინა სეზონი: IV ადგილი ბრაზილიის II ლიგაში

ატლეტიკო გოიანენსე (გოიანია)

დაარსდა: 2. IV. 1937

სტადიონი: „სერა დურადა“ (50 000)

მწვრთნელი: პაულო სეზარ გუსმაო (19. V. 1962)

ტიტული:

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები:

გუნდის ცნობადი სახეები:

წინა სეზონი: XVI ადგილი

ატლეტიკო მინეირო (ბელუ ორიზონტი)

დაარსდა: 25. III. 1908

სტადიონი: „არენა დო ჟაკარე“ (25 000)

მწვრთნელი: დორივალ ჟუნიორი (25. IV. 1962)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1971), „კომნებოლის თასის“ („სუმამერიკანას თასის) ორგზის მფლობელი - 1992, 1997

კლუბის ისტორიაში საუკთესო ფეხბურთელები: ტონინო ცერეზო, ედერი, ლუიზინიო, პაოლო ისიდორო, რეინალდო

გუნდის ცნობადი სახეები: დანი კარვალიო, ამანტინო მანსინი

წინა სეზონი: XIII ადგილი

ატლეტიკო პარანაენსე (კურიტიბა)

დაარსდა: 21. III. 1924

სტადიონი: „არენა და ბაიშადა“ (28 000)

მწვრთნელი: ადილსონ ბატისტა (16. III. 1968)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (2001)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები:

გუნდის ცნობადი სახეები: კლებერსონი, კლებერ სანტანა

წინა სეზონი: V ადგილი

ავაი (ფილორიანოპოლისი)

დაარსდა: 1. X. 1923

სტადიონი: „რესაკადა“ (19 000)

მწვრთნელი: პაულო სილასი

ტიტული:

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები

გუნდის ცნობადი სახეები: სავიო, კაიო

წინა სეზონი: XV ადგილი

ბაია (სალვადორი)

დაარსდა: 1. I. 1931

სტადიონი: „პიტუაკუ (32000)

მწვრთნელი: რენე სიმოეში (17. XII. 1952)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1988), ბრაზილიის თასი (1959)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: დანი ალვეში, სერჟინიო

გუნდის ცნობადი სახეები:

წინა სეზონი: III ადგილი ბრაზილიის II ლიგაში

ბოტაფოგო (რიო დე ჟანეირო)

დაარსდა: 1. VII. 1894

სტადიონი: „ენჟენიაო“ (47000)

მწვრთნელი: კაიო ჟუნიორი (8.III. 1965)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1968, 1995), საკონტინენტთაშორისო თასი (1967, 1968, 1970)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: დიდი, გარინჩა, გერსონი, ჟაირზინიო, ნილტონ სანტოსი, ზაგალო, კარლოს ალბერტო, ამარილდო, ბებეტო, ალემაო.

გუნდის ცნობადი სახეები: ჟეფერსონი, არევალო რიოსი, სებასტიან აბრეუ (ორივე-ურუგვაი)

წინა სეზონი: VI ადგილი

გრემიო (პორტუ ალეგრე)

დაარსდა: 15. IX. 1903

სტადიონი: „ოლიმპიკო“ (45000)

მწვრთნელი: რენატო გაუჩო (9. IX. 1962)

ტიტული: ლიბერტადორესის თასი (1983, 1995), სულამერიკანას თასი (1996), ბრაზილიის ჩემპიონი (1981, 1996), ბრაზილიის თასი (1989, 1994, 1997, 2001)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: რონალდინიო, რენატო გაუჩო

გუნდის ცნობადი სახეები: ვიქტორი, ფაბიო როშემბაკი, როდოლფო, კარლოს ალბერტო

წინა სეზონი: IV ადგილი

ვასკო და გამა (რიო დე ჟანეირო)

დაარსდა: 21. VIII. 1898

სტადიონი: „სან იანუარიო“ (20000)

მწვრთნელი: რიკარდო გომეში (13. XII. 1964)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1974, 1989, 1997, 2000), ლიბერტადორესის თასი (1998)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: რომარიო, ედმუნდო, რობერტო („დინამიტი“), ვავა

გუნდის ცნობადი სახეები:

წინა სეზონი: XI ადგილი

ინტერნასიონალი (პორტო ალეგრე)

დაარსდა: 4. IV. 1909

სტადიონი: „ბეირა-რიო“ (56000)

მწვრთნელი: ფალკაო ( (16. X. 1953)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1975, 1976, 1979), ლიბერტადორესის თასი (2006, 2010), სუდამერიკანას თასი (2008), კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპონი (2006).

კლუბის ისტორიაში საუკთესო ფეხბურთელები: ფალკაო, მაურო გალვაო, ვალდომირო, სერხიო გოიკოეჩეა, კარლოს გამარა, რობერტო აბონდანასიერი, ელის ფიგეროა, რუბენ პასი

გუნდის ცნობადი სახეები: მარიო ბოლატი, ანდრეს დ???????????ალესანდრო, ფერნანდო კავენაგი (სამივე-არგენტინა), ტინგა, ლეადრო დამიაო, რაფაელ სობისი, ანდრეზინიო.

წინა სეზონი: VII ადგილი

კორინთიანსი (სან პაულუ)

დაარსდა: 1. IX. 1910

სტადიონი: „პაკაემბუ“ (38 000)

მწვრთნელი: ტიტე (25. V. 1961)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1990, 1998, 1999, 2005), ბრაზილიის თასი (სამჯერ), კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი (2000)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: რიველინო, სოკრატესი, დეკუ, რივალდო, რონალდო, რობერტო კარლოსი, მასკერანო, ტევესი, რინკონი, კასაგრანდე, ზე მარია, მარკუს სენა.

გუნდის ცნობადი სახეები: ლიედსონი, დანილო, მოასირი, დენტინიო, ადრიანო.

წინა სეზონი: III ადგილი

კრუზეირო (ბელუ ორიზონტე)

დაარსდა: 2. I. 1921

სტადიონი: „არენა დო ჟაკარე“ (25000)

მწვრთნელი: კუკა (7. VI. 1963)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1966, 2003), ლიბერტადორესის თასი (1976, 1997), სუდამერიკანას თასი (1991, 1992), რეკოპას თასი (1998), ბრაზილიის თასი (ოთხჯერ).

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები:

გუნდის ცნობადი სახეები: ფაბიო, ჟილბერტო, ენრიკე

წინა სეზონი: II ადგილი

კურიტიბა (კურიტიბა)

დაარსდა: 12. X. 1909

სტადიონი: „კოუტუ პერეირა“ (37 000)

მწვრთნელი: მარსელო ოლივეირა

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1985)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები:

გუნდის ცნობადი სახეები: ანდერსონ აკინო

წინა სეზონი: I ადგილი ბრაზილიის II Kლიგაში

პალმეირასი (სან პაულუ)

დაარსდა: 26. VIII. 1914

სტადიონი: „პაკაემბუ“ (38 000)

მწვრთნელი: ლიუშ ფელიპე სკოლარი (9. XI. 1948)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1960, 1967, 1969, 1972, 1973, 1993, 1994), ლიბერტადორესის თასი (1999)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: რივალდო. ზინიო, ედმილსონი, სეზარ სამპაიო, როკე ჟუნიორი, რობერტო კარლოსი

გუნდის ცნობადი სახეები: მარკოსი, სისინიო, ლინკოლნი, მარკოს ასუნსიო, ვალდივია, დინეი

წინა სეზონი: X ადგილი

სან პაულუ (სან პაულუ)

დაარსდა: 25. X. 1930

სტადიონი: „მორუმბი“ (67 428)

მწვრთნელი: პაულუ სეზარ კარპეჟიანი (7. II. 1949)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1977, 1986, 1991, 2006, 2007, 2008), კომნებოლის თასი (1994), ლიბერტადორესის თასი (1992, 1993, 2005), საკონტინენტთაშორისო თასი (1992, 1993), კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი (2003)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: რაი, როჟერიო სენი, ჟულიო ბაპტიშტა, სილასი, მიულერი, კარეკა, კაკა.

გუნდის ცნობადი სახეები: როჟერიო სენი, მირანდა, რივალდო, ლუკასი, კლებერ სანტანა, ლუიშ ფაბიანუ, ფერნანდინიო, ფერნანდაო.

წინა სეზონი: IX ადგილი

სანტოსი (სანტოსი)

დაარსდა: 14. IV. 1912

სტადიონი: „ვილა ბელმირო“ (20 120)

მწვრთნელი: მურისი რამალიო (30. XI. 1955)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1968, 2002, 2004), ლიბერტადორესის თასი (1962, 1963), კომნებოლის თასი (1968, 1998), საკონტინენტთაშორისო თასი (1962, 1963), რეკოპას თასი (1964)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: პელე, კლოდოალდო, ლეონარდო, რობინიო, დიეგო

გუნდის ცნობადი სახეები: ელანო, განსო, ნეიმარი,კეირისონი, ედუ დრასენა, ლეო.

წინა სეზონი: VIII ადგილი

სეარა (ფორტალეზა)

დაარსდა: 2. VI. 1914

სტადიონი: „დომინგაო“ (10 500)

მწვრთნელი: ვაგნერ მანსინი (24. X. 1961)

ტიტული

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: ჟოსიმარი

გუნდის ცნობადი სახეები:

წანი სეზონი: XII ადგილი

ფიუგერენსე (ფლორიანოპოლისი)

დაარსდა: 12. VI. 1921

სტადიონი: „ორლანდო სკარპელი“ (19 808)

მწვრთნელი: ჟორჟინიო

ტიტული:

კლუბის ისტორიაში საუკთესო ფეხბურთელები:

გუნდის ცნობადი სახეები:

წინა სეზონი: II ადგილი ბრაზილიის II Kლიგაში

ფლამენგო (რიო დე ჟანეირო)

დაარსდა: 15. XI. 1895

სტადიონი: „ენჟენაო“ (47000)

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1980, 1982, 1983, 1987, 1992, 2009), ლიბერტადორესის თასი (1981), საკონტინენტთაშორისო თასი (1981), კომნებოლის თასი (1996), მერკოსურის თასი (1999)

მწვრთნელი: ვანდერლეი ლუქსემბურგი (10. V. 1952)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: ზიკო, ჟუნიორი, ვაგნერ ლავი, ადრიანო.

გუნდის ცნობადი სახეები: რონალდინიო, ტიაგო ნევესი, პეტკოვიჩი, დეივიდი.

წინა სეზონი: XIV ადგილი

ფლუმინენსე (რიო დე ჟანეირო)

დაარსდა: 21. VII. 1904

სტადიონი: „ენჟენაო“ (47000)

მწვრთნელი: ენდერსონ მორეირა

ტიტული: ბრაზილიის ჩემპიონი (1970, 1984, 2010)

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები: დენილსონი, ბრანკო, ტიაგო სილვა.

გუნდის ცნობადი სახეები: დიეგო კავალიერი, ანდერე ლუიში, კონკა (არგენტინა) დეკუ, დიგინიო, ფრედი.

წინა სეზონი: I ადგილი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!