გერმანიის თასი. ფინალი: გერმანიის თასის 76-წლიან ისტორიაში ფინალში ხუთბურთიანი სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა
დუისბურგი-შალკე 0:5

დუისბურგი (4-2-3-1): იელდელი - ბ. კერნი (77. ექსლაგერი), რაიხე (60. ტროიანი), ბაჟიჩი, ვეინაუ - ბანოვიჩი, სუკალო - ილმაზი, გრლიჩი, შაჰანი - შეფლერი.

შალკე (4-2-2-2): ნოიერი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მეტცელდერი, სარპეი (43. ესკუდერო) - კლუგე (81. უჩიდა), ხურადო - ფარფანი, დრაქსლერი (72. მატიპი) - რაული, ჰუნტელაარი.

გოლები: 0:1 დრაქსლერი (18), 0:2 ჰუნტელაარი (22), 0:3 ჰიოვედესი (42), 0:4 ხურადო (55), 0:5 ჰუნტელაარი (70)

გაფრთხილება: სუკალო

მაყურებელი: 75 708

გერმანიის თასის გათამაშებას 76-წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის მანძილზე, ფინალში ხუთბურთიანი სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა. როგორც მოსალოდნელი იყო, „შალკემ“ მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი „დუისბურგი“ დიდი ანგარიშით, 5:0 გაანადგურა - თასის ფინალისთვის ტრადიციულ ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ საყვარელი გუნდის გამარჯვება „შალკეს“ 40 000-მა ქომაგმა იზეიმა.

ყველამ იცოდა, რომ ფინალს „შალკეს“ კაპიტნის, მანუელ ნოიერის გამოსათხოვარი მატჩის სტატუსიც უნდა ჰქონოდა, რადგან ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გერმანიის ნაკრების მეკარე მიუნხენის „ბაიერნში“ გადავა, მაგრამ ოფიციალური დამშვიდობება არ შედგა. ნოიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, მან და მისმა თანაგუნდელებმა გერმანიის თასი რომ მოიგეს, ტრანსფერი კი, ოფიციალურად არა მარტო მას, არამედ საერთოდ არავის დაუდასტურებია.

გულშემატკივრები მატჩის მიწურულს ნოიერის შეცვლას ითხოვდნენ, რათა ოვაციების ფონზე გაეცილებათ, მაგრამ გელზენკირხენეთა მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ნოიერი არ შეცვალა. „გადაწყვეტილი არაფერია და რატომ უნდა მიეღო დღევანდელ მატჩს ნოიერის გამოსამშვიდობებელი საღამოს სტატუსი?“ - აღნიშნა რანგნიკმა.

მოგვიანებით, მანუელს არაერთმა ტელერეპორტიორმა ჰკითხა, ბოლოს და ბოლოს, გადადიხარ თუ არა რეკორდმაისტერშიო. აი, მანუელის პასუხიც: „არაფერი არ ვიცი და ვერც იმას გეტყვით, როდის რა გაირკვევა. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სხვას ვერაფერს გეტყვით!“

მოკლედ, ნოიერის გამო საკმაოდ კომიკური სიტუაციაა შექმნილი: ყველამ იცის, რომ ის „ბაიერნში“ გადადის, მაგრამ ტრანსფერს არავინ ადასტურებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, საქმე იმაშია, რომ „შალკესა“ და „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს სატრანსფერო თანხაზე ვაჭრობა გაუგრძელდათ. აი, მაგალითად გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოახიმ ლიოვისთვის ყველაფერი დღესავით ნათელია: „მანუელი „შალკეს“ გერმანიის თასით ემშვიდოდება - ეს იდეალური გამოთხოვებაა.“ გელზენკირხენული კლუბის შეფი კლემენს ტიონიესი კი ყველასათვის მოუდლოდნელად ამბობს, გამორიცხული არაა, რომ ნოიერი ჩვენთან კიდევ ერთი წლით დარჩესო. „მანუელი ჩვენი ლიდერია და მისი გასხვისება არ არის იოლი. გამორიცხული არც ისაა, რომ ჩვენთან 2012 წლამდე დარჩეს. მოკლედ, იმ კვირაში ყველაფერი გაირკვევა. სავარაუდოდ სამშაბათს ყველას ყველაფერი ეცოდინება“, - თქვა ტიონიესმა.

ამით კი უკვე ბევრი რამ არის ნათქვამი და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ სამშაბათს დაველოდოთ, ახლა კი ფინალს დავუბრუნდეთ: არა მარტო ნოიერისთვის, გერმანიის თასი რანგნიკისთვისაც პირველი ტიტულია. მოგეხსენებათ, „პროფესორი რალფი“ გელზენკირხენულ კლუბში მარტში დაბრუნდა და მაშინ „შალკეს“ ფინალის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა. ამრიგად, რანგნიკმა პირდაპირ ფინალი მოიგო. ეს ყველაფერი რალფს კარგად ახსოვდა და ისიც გაითვალისწინა, რომ გუნდი ფინალამდე მისმა წინამორბედმა, ფელიქს მაგათმა გაიყვანა. შესაბამისად, პირველი ზეიმის დროს გერმანიის თასს ხელით არ შეხებია...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „შალკემ“ ეს სეზონი საბოლოო ჯამში ნორმალური შედეგით დაამთავრა. მართალია, ლევან ყენიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, მეოთხედფინალში კი მილანის „ინტერთან“ ისტორიული გამარჯვება (5:2) იზეიმა, მაგრამ ეს წარმატება ბუნდესლიგაში მე-14 ადგილის დაკავებამ გააბათილა - შეგახსენებთ, რომ „შალკეს“ გერმანიის ჩემპიონატში ასეთი ცუდი შედეგი 17 წელია არ ჰქონია. თუმცა შაბათს ეს გელზენკირხენში კაციშვილს არ გახსენებია, რადგან „შალკემ“ თასის მოგებით ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა და ქომაგები მომავალ სეზონს იმედით ელოდებიან. გელზენკირხენელებს აღარც ის ახსოვდათ, რომ „შალკეს“ მოსისხლე მტერი დორტმუნდის „ბორუსია“ გერმანიის ჩემპიონი გახდა და გერმანიის თასზე გაცილებით მნიშვნელოვანი „ვერცხლის სინი“ მოიგო, თუმცა უკვე გაისმა პირველი მუქარაც: „შალკეს“ ფანები სკანდირებდნენ, სუპერთასი ჩვენ დაგვრჩება, „დორტმუნდს“ გავამწარებთო. გერმანიის სუპერთასის ფინალური მატჩი 23 ივლისაა დაგეგმილი: ჩემპიონ „დორტმუნდსა“ და თასის მფლობელ „შალკეს“ შორის.

„დუისბურგზე“ არაფერი გვითქვამს, თუმცა სალაპარაკო ბევრი არცაა. „ზებრები“ არსებობის ისტორიაში მეოთხედ გავიდნენ გერმანიის თასის ფინალში და მეოთხედაც დამარცხდნენ. მართალია, ივიცა გრლიჩმა ითამაშა, სამაგიეროდ, მოედანზე ტრავმების გამო გუნდის სხვა ლიდერები, ბალიაკი, კოხი და მაიერჰოფერი ვერ გავიდნენ. როცა მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი ხარ და თან სამი წამყვანი ფეხბურთელი გაკლია, რა გასაკვირია, რომ ფინალში „შალკესთან“ უშანსოდ იქნები. ამიტომაც თქვა დუისბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა სასიჩმა, ჩემს გუნდს დამარცხებულს და განადგურებულს ვერ ვუწოდებ, რადგან არაერთი წამყვანი მოთამაშე გვაკლდაო.

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს