ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზესტაფონის ოქროს დღე

ზესტაფონის ოქროს დღე

სეზონის ბოლო მატჩი საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" საზეიმო ვითარებაში ჩაატარა და არცთუ ხელწამოსაკრავ "ვიტ ჯორჯიას" 4:0 სძლია
სეზონის ბოლო მატჩი "ზესტაფონმა" საზეიმო ვითარებაში ჩაატარა - პატარა ქალაქს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა (პრეზიდენტის ჩათვლით) თითქმის სრული შემადგენლობით ესტუმრა და ქვეყნის ჩემპიონს თასი და მედლები გადასცა. თამაში გია გეგუჩაძის გუნდმა სწორედაც რომ საჩემპიონო აჩვენა - ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე "ზესტაფონმა" ერთგულ ქომაგებს კიდევ ერთხელ სცა პატივი, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა და არცთუ ხელწამოსაკრავ მეტოქეს შთამბეჭდავად სძლია.

შეხვედრისა და თავსხმა წვიმის დაწყება ერთი იყო, მაგრამ ავდარს საზეიმო განწყობა არ გაუფუჭებია - "დავით აბაშიძის" გაზონი იდეალურთან მიახლოებულ მდგომარეობაშია და უხვ ნალექს კვალი არ დაუტყვია. მასპინძლებმა ტრადიციული შემტევი სტილით ითამაშეს და გამარჯვებულის ვინაობა 45 წუთში გაარკვიეს.

"ზესტაფონის" პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ვიტელებმა უხეიროდ მოიგერიეს, დასარტყმელ პოზიციაზე თორნიკე გორგიაშვილი აღმოჩნდა და სტუმართა კარი საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური "ცხრიანით" დალაშქრა.

მე-17 წუთზე "ვიტ ჯორჯია" კაცნაკლული დარჩა: მიხეილ როსტიაშვილი კახა ალადაშვილს ეუხეშა, რასაც ტრიბუნების რეაქცია მოჰყვა. როსტიაშვილმა ნერვები ვერ მოთოკა და მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც არბიტრ ხორავას ლოგიკური გადაწყვეტილება მიაღებინა.

"ზესტაფონს" გამარჯვება უფრო სოლიდური ანგარიშითაც შეეძლო და რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტიც გაანიავა, თუმცა მათი აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ დანარჩენი გოლების აღწერაზე გადავალთ.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკა გელაშვილმა თავი გუშინაც გამოიჩინა და საკუთარ აქტივს კიდევ ერთი ბურთი შეჰმატა. იგი ალადაშვილის ჩაწოდებას გამოეხმაურა და თბილისელთა კარი თავურით აიღო. გელაშვილს ამ ჩემპიონატში ყველა გოლი უპენალტოდ, "თამაშიდან" აქვს გატანილი. ანგარიში გამანადგურებელი მამუკა კობახიძემ გახადა. ფეროელთა ახალგაზრდა მცველმა თორნიკე გორგიაშვილის გადაცემა დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში ათკაციან "ვიტ ჯორჯიას" ბევრი ვერაფერი გამოუვიდა, ვეტერინარებისთვის ისიც ნორმალური შედეგი იყო, რომ შესვენების შემდეგ ერთ გოლზე მეტი არ გაუშვიათ. ავტოგოლის ავტორ ღანიაშვილს შეცდომა ალადაშვილის ჩაწოდებამ დააშვებინა.

მოკლედ, ზესტაფონში მოულოდნელი და რეალობასთან შეუსაბამო არაფერი მომხდარა: ჩემპიონმა სეზონი ახალი სტატუსის შესაფერისად დაასრულა, ევროზონის მიღმა დარჩენილი "ვიტ ჯორჯია" კი საზაფხულო არდადეგებზე უკეთესი მომავლის იმედით წავიდა.

22.05. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 500 მაყურებელი

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 4:0

გოლები: 1:0 გორგიაშვილი (3), 2:0 გელაშვილი (28, ალადაშვილის პასით), 3:0 მ. კობახიძე (32, გორგიაშვილის პასით), 4:0 ღანიაშვილი (55. ს.კ.)

ზესტაფონი ვიტ ჯორჯია

4-4-2 4-2-3-1

რ. კვასხვაძე ა. მიქაბერიძე

ალადაშვილი ხურცილავა

გ. ონიანი ადამაძე

მ. კობახიძე კასრაძე

გ. ფოფხაძე ღანიაშვილი

დაუშვილი კორიფაძე

ძარია ვასაძე

გორგიაშვილი გურამ გურეშიძე

აფციაური ჯანელიძე

დვალი ჩიმაკაძე

გელაშვილი როსტიაშვილი

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

გ. გეგუჩაძე ზ. ბერიძე

ზესტაფონი

73. დაუშვილი - ბენაშვილი

73. ძარია - როსტომ გეწაძე

73. დვალი - ს. ლომია

სათადარიგოები: მამალაძე, ხიდეშელი, ბაბუნაშვილი, წინამძღვრიშვილი

ვიტ ჯორჯია

58. ჯანელიძე - ზაქრაძე

58. კორიფაძე - გიორგი გურეშიძე

70. ჩიმაკაძე - გაბრიჭიძე

სათადარიგოები: ძაძამია, ჭანკვეტაძე, გოგიაშვილი, ჯუღელი

გაფრთხილება: დვალი (38)

არბიტრი: ჯ. ხორავა

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

ზესტაფონი 36 24 6 6 72:19 78

დინამო 36 21 9 6 55:22 72

ოლიმპი 36 20 6 10 52:31 66

ტორპედო 36 14 13 9 31:22 55

ვიტ ჯორჯია 36 14 6 16 35:41 48

ბაია 36 13 5 18 36:51 44

კოლხეთი 36 10 10 16 25:47 40

სიონი 36 10 9 17 27:45 39

სპარტაკი 36 7 11 18 32:42 32

სამტრედია 36 6 7 23 27:72 25

ნიკა გვათუა

სკ ზესტაფონის პრესსამსახურის ფოტო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...