საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა გასახარად, მოედანს ამისულაშვილი დაუბრუნდა
ქართველ ლეგიონერთა უმეტესობისთვის სეზონი ამ უქმეებზე დასრულდა. მორჩა სერია ა, უკრაინული პრემიერლიგა, რუმინული, ებრაული და უნგრული ლიგებიც.

რატი ისევ ბომბარდირია

უნგრული შოპრონილიგა გამარჯვებითა და გოლით დაასრულა რატი ალექსიძემ, რომლის "დიორი ეტომ" "კაპოშვარს" 2:0 მოუგო და სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა. ამ თამაშში მასპინძელთა რიგებში სამმა ქართველმა ითამაშა, სასტარტოში იყვნენ გიორგი განუგრავაც და ლაშა თოთაძეც. 33-ე წუთზე ალექსიძემ დაახლოებით 20 მეტრიდან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა სტუმართა გოლკიპერს. ეს 32 წლის ფორვარდის მე-9 გოლი იყო ჩემპიონატში, რატი ამ მაჩვენებლით გუნდის ბომბარდირი გახდა. უნგრული შოპრონილიგის ოფიციალურ საიტზე რატის თამაში 6 ბალით შეაფასეს, განუგრავასა და თოთაძეს 5-5 ბალი დაუწერეს.

ჩემპიონატი ოქროს შუალედში დაასრულა რუმინულ ლიგა 1-ში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმაც". ქართველი მცველის გუნდმა სტუმრად 2:1 მოუგო "უნივერსიტატიას" და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. ხუბუტია რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი სტაბილური და გამორჩეული მცველია - 31 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

ალიანს არენადან პერშა ლიგაში

უკრაინულ პრემიერლიგაში ბოლო ტურის წინ ისეთი სატურნირო მდგომარეობა შეიქმნა, რომ ერთ-ერთი ქართველი ლეგიონერის გუნდი აუცილებლად გავარდებოდა. ეს უიღბლოები მათე ღვინიანიძე და მისი "სევასტოპოლი" გამოდგნენ, რომელიც შინ ყირიმულ დერბიში 0:1 დამარცხდა ვასილ გიგიაძის "ტავრიასთან". ამ შეხვედრაში ქართული დუელი 53-ე წუთამდე ვიხილეთ. "სევასტოპოლმა" 27 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, დიდი შანსია, პირველი ლიგიდან დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" აღზევდეს.

უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში ყველა ჩვენებურმა ითამაშა დნიპროელი უჩა ლობჟანიძის გარდა. ეს კი ნამდვილად იშვიათობაა. ის კი არა, სანდრო კობახიძემ თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა. ბოლოს კი, ძალიან მწარე რეალობა - ათამდე ქართველმა ლეგიონერმა ჯამში... ერთი გოლი გაიტანა და ისიც დიმიტრი ტატანაშვილმა მოახერხა, რომელიც კარგა ხანია თბილისის "დინამოშია".

ნიღბით დაბრუნდა

დროულად დაუბრუნდა მოედანს ალექსანდრე ამისულაშვილი, რომლის გარეშეც ჩვენს ნაკრებს უთუოდ გაუჭირდება ხორვატიაში. მოსკოვში "სპარტაკისა" და "კრასნოდარის" დაპირისპირებაში ორი ქართველის დაბრუნებას ველოდით, მაგრამ ჯერ ერთი შედგა - სტუმარმა ამისულაშვილმა დამცავი ნიღბით ითამაშა, მასპინძელი ჯანო ანანიძე კი ჯერ სათადარიგოთა სკამზე გამოჩენით დაკმაყოფილდა. "სპარტაკმა" მეტოქე 4:0 გაანადგურა, "ჩემპიონატმა" ამისულაშვილს 5 ბალი დაუწერა.

სერბეთში ქართველის ეიმედებათ

"ვოივოდინას" ერთ-ერთი საიტი გიორგი მერებაშვილის სიტყვებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქართველი ფეხბურთელი გუნდში საგაისოდაც აპირებს დარჩენას. "ვოივოდინას" საიტი აღნიშნავს, რომ ქართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მასზე ევროპულ ქვეყნებში დიდი მოთხოვნილებაა.

პირველის დასასრული

დასრულდა კახა კალაძის პირველი სეზონი "ჯენოაში". ქართველის გუნდმა 51 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა სერია ა. კახამ ბოლო ტურში "ჩეზენას" წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა, თუმცა მოედანზე ძალიან მალე, მე-20 წუთზე მოუხდა გასვლა.

David
ღმერთმა ქნას ყველა ლეგიონერს დაემსახურებინოს მსგავსი დამოკიდებულება გულშემატკივრის მხრიდან. ძალიან სასიამოვნოა როცა ასეთ მოკლე დროში მსგავს ოვაციები დაიმსახურა გოგამ
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...