ძველი ახლები "დინამოში": ახალაია და იაშვილი, მოლაპარაკება ესპანელ ფეხბურთელებთან
თბილისის "დინამომ" სეზონი დაასრულა და, როგორც ჩანს, ახალს სრულიად განახლებული შემადგენლობით დაიწყებს, რადგან გუნდის ხელმძღვანელობას დასრულებულ სეზონში არც შედეგი აკმაყოფილებდა და არც ფეხბურთელთა კლასი.

"დინამოდან" ყველა ლეგიონერის გაშვება სურდათ - ახალი ხელმძღვანელობის მოთხოვნებს ვერც ერთი აკმაყოფილებს. თუმცა ბევრს ხანგრძლივი კონტრაქტები აქვს და ვერ უშვებენ. მაგალითად, ჩეხ მცველ ირჟი ჰომოლას და სერბ ნახევარმცველ სემირ ჰაჯიბულიჩს. კონტრაქტის ვადამდე დარღვევისთვის "დინამოს" ფიფა ფინანსურად დასჯის და, ცხადია, კომპენსაციის გადახდა ხელს არ აძლევდა.

ასე რომ, ჰომოლა და ჰაჯიბულიჩი გუნდში რჩებიან და შეკრებაზეც წაიყვანენ. თუ გაამართლეს და ითამაშეს, ხომ კარგი, თუ არა, ნაკლებად ამბიციურ კლუბში გაშვებას უპირებენ.

თუმცა ანალოგიური პრობლემები არ შექმნილა ბოსნიელ თავდამსხმელ პეტარ იელიჩისა და სერბ მცველ მარკო მაროვიჩის შემთხვევაში. კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, სეზონის ბოლოს მხარეებს ხელახლა უნდა დაელაპარაკათ, თბილისელებმა კი ხელშეკრულების გაგრძელება არ ისურვეს - ამ ლეგიონერებმა გუნდი უკვე დატოვეს.

სავარაუდოდ, მათ კვალს გაჰყვება გვინეელ-პორტუგალიელი პედრო ედნილსონი, გადასაწყვეტია ბრაზილიელი რობერტინიოს საკითხი. უცხოელთაგან მეტ-ნაკლებად დონალდ ჯუსის დარჩენას მიიჩნევენ მისაღებად, რომელიც, თუ ხასიათზეა, თამაშობს ხოლმე.

"დინამოდან" არა მხოლოდ უცხოელების, ბევრი ადგილობრივის გაშვებასაც აპირებენ. გუნდს საკუთარი სურვილით ტოვებს მცველი გიორგი ციმაკურიძე, რომელიც დღემდე სლოვაკურ "ჟილინას" ეკუთვნის და, როგორც გვითხრა, კარიერას ისევ ამ ქვეყანაში გააგრძელებს.

გაშვებულთა ნაცვლად, 5-6 ახლის მიწვევა სურთ. ერთი მათგანი ესპანეთის პრიმერადივიზიონში თამაშობს და მოლაპარაკებას ფინანსურ საკითხებზე აწარმოებენ. "დინამო" ორი ცენტრალურ მცველზე ფიქრობს - ლისაბონის "ბენფიკას" დუბლების წევრ ბაქარ მირცხულავასა და რუსთავის "ოლიმპის" ერთ-ერთ ლიდერ გიორგი რეხვიაშვილზე - ორივეს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, მაგრამ ჯერ არც ერთის საკითხი არ გადაწყვეტილა. რეხვიაშვილს "ზესტაფონიც" იწვევს და დარჩენას "ოლიმპიც" სთავაზობს, მირცხულავასაც აქვს არჩევანი ევროპაში.

საერთოდ, თბილისელები დილემის წინაშე დგანან - საქართველოში გამორჩეული ყველა ფეხბურთელი კონტრაქტით არის დაკავებული, "დინამოს" კი მხოლოდ გამორჩეულთა მიწვევა სურს.

ორი ფეხბურთელი გუნდში უკვე ისინჯება - "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელები, სანდრო იაშვილი და ლადო ახალაია. ეს უკანასკნელი მონდომებით ვარჯიშობს და სერიოზულ დონეზე თამაში უნდა.

იაშვილს კი "დინამო" შანსს აძლევს, ფორმა აღიდგინოს და პოტენციალი ახლა მაინც გამოავლინოს. მასთან ექვსთვიანი კონტრაქტი გაფორმდება და ხელშეკრულებას ყოველ ნახევარ წელიწადში გადახედავენ - ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებში არასტაბილურად თამაშობდა.

ამას გარდა, გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თანაშემწედ უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია დაინიშნა. კურიოზული ფაქტია: უეფაში მიღებული კაცი საქართველოში არავის სჭირდებოდა, სანამ "დინამოში" ახალი ხელმძღვანელობა არ მივიდა.

ნანა შამუგია
როდის იქნება ცნობილი ,,დინამოს'' ახალი შემადგენლობის სია?
ალექსანდრე გედევანიშვილი
Burton - იაშვილის ნიჭიერებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ რამდენიმე წელია ვერცერთ გუნდში ვერ მოიკიდა ფეხი არ ვარ აღფრთოვანებული ამ ტრანსფერით... moida giji zuraba - ბავშვობიდან არ მიყვარდა გვარით რომ მომმართავდნენ:) მე კარგად წავიკითხე, არამარტო ეს არამედ ბატონი მერაბის სხვა სტატიებიც და აქედან გამომდინარე გავაკეთე კომენტარი ავტორის დამოკიდებულებაზე - უცხოელ ფეხბურთელებზე ისე საუბრობს თითქოს პროფესიონალი ფეხბურთელები კი არა ცხვბრები იყვნენ... სხვებს თუ არაფერი და ადამიანურ ფაქტორს არ მივაქცევთ ყურადღებას, რობერტინიოს, ჯუსისა და ედნილსონს ნამდვილად აქვთ იმდენი გაკეთებული დინამოსთვის, რომ მათზე ოდნავი პატივისცემით ვისაუბროთ...
moida giji zuraba
გედევანიშვილს სტატია კარგად წაიკითხე, აქ წერია ფაქტები და არა ავტორის დამოკიდებულება.
Burton
ალექსანდრე, გეთანხმები, მითუმეტეს იაშვილს ძალიან ბევრი გაუცდა და არაა ფორმაში. მიუხედავად იმისა, რომ ფანცხავა, ტატანაშვილი და ახლა იაშვილს იმატებენ, დინამოს თავდამსხმელის პრობლემა მაინც იქნება. ვინმე ძლიერია საჭირო, მაგალითად ველიტონის (მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელი) სტილის ფორვარდი.
ალექსანდრე გედევანიშვილი
რობერტინიო და დონალდო, ჩემი აზრით ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და მათი გაშვება და ახალაია-იაშვილის მოყვანა, დინამოს გულშემატკივარი რომ არ ვიყო სასაცილოდ მომეჩვენებოდა და სინამდვილეში სატირალია. თუმცა ვითვალისწინებ რა ბატონი მერაბის ზესუბიექტურ დამიკიდებულებას ქართველი ან ქართული წარმოშობის ფეხბურთელების მიმართ ამ სტატიის ობიექტურობაში ეჭვი მეპარება...
Cliff Burton
რობერტინიოს გარდა, ყველა უცხოელი ლეგიონერი გასაშვებია გუნდიდან. რობერტინიო არ გაუშვათ რაა!!!
dursun
კლუბის პოლიტიკა გაგვაცნეს და მისაღებია, მაგრამ არ გადაამლაშონ, კარგი იქნება. ზომიერებაა საჭირო. ყველა ლეგიონერის გაშვება თვითმიზანი ხო არ გახდა? კვარაცხელიას დანიშვნა მისასალმებელი ამბავია.
otar
ჯუისი და რობერტინიო თუ გაუშვეს ვინღამ უნდა ითAმაშოს შეტევაში ? ვინც გასაშვებია იმას ვერ უშვებენ და ვინც არაა გასაშვები ისინი უნდა გაუშვან ? :)
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს