თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორი გიორგი ზაბახიძე დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6-8 სექტემბერს თბილისის რიყის პარკში ევროპის 18-წლამდელთა თასი გაიმართა 3×3 კალათბურთში, რომელშიც 16 ქვეყნის 24 ნაკრები მონაწილეობდა.

საკონტინენტო მნიშვნელობის ღონისძიება ჩატარდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - FIBA-ს ეგიდით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით. ღონისძიებას ესწრებოდა ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (FIBA) დელეგაცია.

აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო კუთხით, საქართველომ ფიბასგან კიდევ ერთხელ მიიღო უმაღლესი შეფასება. ტურნირის ჩატარების ადგილმა და სანახაობრივმა ნაწილმა უცხოური დელეგაციის დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიების ღირსეულად მასპინძლობა შეუძლია.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად შეაჯამა თბილისში გამართული 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის თასი. ჩემპიონატის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელმაც ფიბას დიდი მოწონება დაიმსახურა და რომელმაც აღნიშნული ღონისძიება ოფიციალურად შეიყვანა მსოფლიოს 5 საუკეთესოდ ორგანიზებულ საკალათბურთო ტურნირს შორის.

პრესკონფერენციის მეორე ნაწილი ახალ საკალათბურთო სეზონს დაეთმო, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა დუდუ დადიანის მემორიალით.

მემორიალში სუპერლიგის 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დუდუ დადიანის ფინალში გასასვლელად დღეს, 8 ოქტომბერს, ნახევარფინალურ მატჩებში თსუ-"კაკტუსი" და "ბათუმი"-"დინამო" იბრძოლებენ. ფინალური მატჩი კი 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
ლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები