11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, ასევე, მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

პირველი კითხვა ახალზელანდიელ სპეციალისტს ეხებოდა, რომელმაც აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა:

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო, დიდ მატჩებში კი გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში არიან ახალგაზრდებიც - კვესელაძე, აფრასიძე, საღინაძე და ისინი საჭირო ენერგიას მოიტანენ, თუმცა მთლიანობაში, სათადარიგო სკამის ჩათვლით, აქცენტი გამოცდილებაზე გავაკეთეთ".

ჰეიგმა განსაკუთრებული ყურადღება 9-10 ნომრებზე, გელა აფრასიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილზე გააკეთა:

"ლაშა ხმალაძემ წინა კვირას ფიჯის წინააღმდეგ დაიწყო თამაში და დაცვაში ძალიან კარგი იყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება. გელას რაც შეეხება, ველით თამაშში იმის შემოტანას, რაც შესაძლოა მანამდე გვაკლდა. მას ბურთით სირბილი უყვარს, სწრაფია და მუდამ ყურადღების ქვეშ ექცევა, რამაც შესაძლოა სივრცეები გააჩინოს".

მილტონი ამბობს, რომ ავსტრალიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ჩვენი გუნდი ეცდება, რომ მის წინააღმდეგ საუკეთესო თამაში აჩვენოს:

"ის უმაღლესი დონის გუნდია, რომელმაც ოთხი წლის წინ "ოლ ბლექსთან" ფინალში ითამაშა. ავსტრალია ათეული წლებია მუდამ ფიგურირებს მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში. მათ აქვთ საჭირო უნარები, სისწრაფე, ჰყავთ ძალიან ძლიერი ნახევარმცველები და უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, შერკინებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. მოკლედ, ძალიან კარგი გუნდია, თუმცა, როგორც ბიჭებმა აღნიშნეს, ჩვენთვის მათთან თამაში უკანასკნელი შესაძლებლობაა, შინ თავაწეულები რომ დავბრუნდეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ავსტრალიას ეთამაშება. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენზეა, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას".

ავსტრალიასთან ისტორიაში პირველი მატჩი უკანასკნელი იქნება მილტონ ჰეიგისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, რაზეც ის ამბობს:

"ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება. ეს იყო წარმოუდგენლად კარგი 8 წელი, ახლა კი სრულად მომავალ თამაშზე ვართ მობილიზებულნი".

ფულბეკ სოსო მათიაშვილს სანაკრებო დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. აქამდე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 23 სექტემბერს, უელსთან გამართული მატჩია, თუმცა იქვე დასძენს, რომ ავსტრალიასთან თამაში არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება:

"მსოფლიო თასზე უკვე სამი შეხვედრა ჩავატარე და ალბათ, დიდი თამაში უელსის წინააღმდეგ პირველი მატჩი იყო. მნიშვნელობით, განსაკუთრებული იყო ფიჯისთან თამაში, რადგან მათთან მოგებას ვგეგმავდით. მეოთხე მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვეძლევა იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ კარგი გუნდი ვართ, ბურთით თამაში შეგვიძლია და უკეთესი ნაკრები ვართ, ვიდრე წინა კვირას ვიყავით. ეს ჩვენი ბოლო თამაშია იაპონიაში და როგორც გულშემატკივრები, ასევე ჩვენც, საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებით დავასრულოთ მსოფლიო თასი".

ჯაბა ბრეგვაძეს ჰკითხეს, იზიარებს თუ არა გუნდის კაპიტნის, მერაბ შარიქაძის მოსაზრებას, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა ავსტრალიას "შეაკვდეს":

"დიახ, ყველას ასეთი გრძნობა გვაქვს და ეს გრძნობა ფიჯის მატჩის შემდეგ, გასახდელში დაგვეუფლა. ამ წაგების შემდეგ ბევრს ვფიქრობდით, თუ როგორ იმედგაცრუებულად გრძნობდნენ თავს ჩვენი ქომაგები, ოჯახის წევრები და მეგობრები. წინ ერთი შანსი დაგვრჩა, 80 წუთი იმისათვის, რომ მათ თავი ამაყად და ბედნიერად იგრძნონ. ეს ჩვენთვის ბოლო შანსია. უკანასკნელი 3,5 თვის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ მოგვეგო ფიჯისთან და უკეთესად გვეთამაშა უელსთან. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. ახლა ჩვენს თავებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ უკეთესი მოთამაშეები ვართ და ტყუილად არ გავაცდინეთ ეს დრო".

ლაშა მალაღურაძისთვის ავსტრალიასთან მატჩი ბოლო იქნება მსოფლიო თასზე და მისი სურვილია, რომ ის გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატაროს:

"ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო თასია და მინდა, რომ ის კარგი შედეგით დავასრულო. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება იყო. დარჩენილი გვაქვს ერთი შეხვედრა ავსტრალიასთან, რომელიც დიდი გუნდია და ჩვენთვის სიამოვნებაა ასეთი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია რაგბის მაღალ დონეზე თამაში და ვნახოთ, რა გამოვა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გუჯა კახაძე
სასწაული მაშინ ხდება, როდესაც ძალიან გჯერა... წარმატებას გისურვებთ!
დიმა
გიგა, იაპონიამ და ურუგვაიმ თუ შეძლეს რუსების ანდაზა აეყირავებინათ, ჩვენთვისაც არ უნდა იყოს ეგ შეუძლებელი! ჩვენი ნაკრებიც "ჯარისკაციდან გენერლობამდე" სხვანაირად ვერ მიაღწევს! ავსტრალიასთან ღირსეული მარცხიც (ამ შემთხვევაში) გამარჯვების ტოლფასი იქნება!
პაატა
რასაც მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებ, ჩემი როგორც დილეტანტის შეფასებით რაგბში ძლიერი გუნდების თამაშებში უპირატესობას ქმნის სისწრაფე, კომბინაციების დამუშავება, გარღვევების ადგილზე ბურთის დროული ჩაწოდება, ცრუ მანევრები, ბურთის ფეხით თამაში, არასტანდარტული დარტყმები კარებში, მარტო ძალის და შერკინების იმედათ ვერ ვიქნებით, თუ ამ მიმართულებითაც არ ვიმუშავებთ, თუ გვინდა რომ ჩვენი თამაშებით წარმატებას და წინსვლას მივაღწიოთ.
ლევანი
ისე რა მართალი ხარ!
halagaji
აფრასიძე დააყენეთ თავიდანვე ვერ ხედავთ ეს ლობჯანიძე ტორმუზია და მეტი არაფერი?!
Geo_Dinamo
მართლა ძნელია ამდენი შრომა ჩადო და ასეთი შედეგი მიიღო! სახუმარო არ არის 3.5 თვე და წარმოდგენა იმისა რომ არავინ დააფასებს შენს შრომას.
giga
Rusebs aaqvt gamotqma ,,wishe .... He prignesh.
Best
წარმატებები ბიჭებო
gio
გელა ამ ნაკრების ყველაზე ნათელი წერტილია, ლობჟანიძე ახლსოაც ვერ მივა და გულშემატკივრების ობიექტური ნაწილი ამას აღიარებს, ამიტომ ნუ იზამთ ისე რომ რაგბზეც გვაფიქრებინოთ ნეპოტიზმი და მამაძაღლიზმი!
მე
ჩემმა კომენტარმა რა დაგიშავათ?
მე
წარმაწებები ბიჭებო. ისე ამ ორი თამაშის მოგებაზე რატო ჩავიციკლეთ ვერ გავიგე. ნუ რაც უფრო მეტს მოვიგებთ უკეთესი როა ყველამ ვიცით მაგრამ კვალიფიკაციიდან ვითამაშებთ მსოფლიოზე თუ პირდაპირ რა აზრი აქვს? ესე უკეთესიცაა მგონი რაღაც მოტივაცია ექნებათ რაგბიევროპაზე
არტაგი
მთავარია თქვენ გჯეროდეთ, რომ შეგიძლიათ!!.... სპორტში კი, ისევე როგორც ცხოვრებაში ყველაფერი ხდება...
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
დასაფასებელი საქციელი მატჩამდე - პსჟ-ის დელეგაციამ ჟოტას მემორიალსა და ჰილსბროს ტრაგედიისას გარდაცვლილებს, პატივი მიაგო
ქართული ლეგიონის ამბები | დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა
[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
[VIDEO] "მილანის" ფანებმა რაფაელ ლეაოს დაუსტვინეს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის