ქუთაისმა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელსაც მაია ჩიბურდანიძის პატივსაცემად "მაიას თასი" ეწოდა
თბილისიდან საჭადრაკო დღესასწაულმა ქუთაისში გადაინაცვლა. ორი დღის განმავლობაში სასტუმრო "ბაგრატი-1003"-ში მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში, რომელსაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის საპატივცემულოდ "მაიას თასი" ეწოდა და ტიტულოვანი მოჭადრაკის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 10.400 ევრო იყო, 12 ქვეყნის 74 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 11 ტურში დაგროვებული 9 ქულით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა უნგრეთის სახელით მოასპარეზე ტრან ტრანგ ჰოანგმა, რომელიც მთავარი პრიზის - 2.000 ევროს მფობელი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა ქართველი სალომე მელია - 1.500 ევრო (8ქ), მესამე ადგილს და 1.000 ევროს სომხეთის წარმომადგენელი ლილი მკრტჩიანი (8ქ) დაეუფლა.

ტურნირის ყველაზე რეიტინგული მოჭადრაკე რუსი ნადეჟდა კოსინცევა კი მეექვსე ადგილს დასჯერდა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებულებიც. 8 წლამდელთა შორის - თამარ ესაძე (3ქ), 10 წლამდე - ელენე კოსტავა (4), 12, 14, 16 და 18 წლამდელთა შორის შესაბამისად თეა ჭოლაძემ (5), ალექსანდრა გარიაჩკინამ (რუსეთი, 5) საბრინა იბრაჰიმოვამ (აზერბაიჯანი, 6) და მერი არაბიძემ (6,5) იპირველეს.

გამარჯვებულები და პრიზიორები ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თაეტრში მაია ჩიბურდანიძის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვეს.

ტიტულოვან მოჭადრაკეს იუბილე მიულოცეს მხარისა და ქალაქის მაღალჩინოსნებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და იმერეთის რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელებმა. ქალბატონმა მაიამ არაერთი მილოცვა და საჩუქარი მიიღო ბიზნეს სექტორისგანაც.

"საქართველომ ზედიზედ ორჯერ უმასპინძლა ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პატივია. ასეთი ფაქტი ჭადრაკის ისტორიაში არ ყოფილა... ვულოცავ ქალბატონ მაიას 50 წლის იუბილეს, ის არის პირველი ქალბატონი, რომელსაც დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უმაღლესი ჯილდო სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა."- განაცხადა საიუბილეო საღამოზე მინისტრის მოადგილემ გიორგი გალდავამ.

ევროპის ჩემპიონმა ტრან ჰოანგმა, რომელიც თავად მაია ჩიბურდანიძემ დააჯილდოვა ტურნირის ორგანიზატორებისა და იუბილარის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა- "საქართველოში მეორედ ვარ და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. საოცრად კარგი პირობები გვქონდა შექმნილი როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ლეგენდარული მოჭადრაკის სახელობის თასის მფლობელი გავხდი, როგორიც მაია ჩიბურდანიძეა."

ცნობილმა შვედმა მოჭადრაკემ პია კრამლინგმა აღნიშნა - "ყოველთვის გაოცებული ვიყავი მაიას გენიალური საჭადრაკო ნიჭით, მისი საიდუმლოების ამოხსნას ვცდილობდი და ეს ახლა მოვახერხე. მაიას წარმატებების საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ უმდიდრესი საჭადრაკო ტრადიციების ქალაქშია (ქუთაისში) დაბადებული. ვიმედოვნებ, მაია კიდევ დარჩება აქტიურ სპორტში და გულშემატკივრებს კვლავ გაახარებს წარმატებებით."

ტურნირის საპრიზო ოცეული:

1. თრანგ ჰოანგი-9ქ. (უნგრეთი)

2. სალომე მელია-8 (საქართველო)

3. ლილი მკრტჩიანი-8 (სომხეთი)

4. ევგენია ოვოდი-8 (რუსეთი)

5. ანა მუზიჩუკი -8 (სლოვენია)

6. ნადეჟდა კოსინცევა-7.5 (რუსეთი)

7. ნანა ძაგნიძე-7.5 (საქართველო)

8. ბელა ხოტენაშვილი -7.5 (საქარათველო)

9. ინა გაპონენკო -7.5 (უკრაინა)

10. მარინა რომანკო-7.5(რუსეთი)

11. ქეთი წაწალაშვილი-7.5 (საქართველო)

12. ინგა ჭარხალაშვილი -7 (საქართველო)

13. ნატალია ჟუკოვა-7 (უკრაინა)

14. მარია მუზიჩუკი-7 (უკრაინა)

15. ნინო ბაციაშვილი-7 (საქართველო)

16. ლილი გალოიანი -7 ((სომხეთი)

17. ტატიანა კოსინცევა-6.5 (რუსეთი)

18. ლელა ჯავახიშვილი-6.5 (საქართველო)

19. მერი არაბიძე -6.5 (საქართველო)

20. მაკა ფურცელაძე-6.5 (საქართველო)

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა