ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსის" FanJam საღამოში მიიღო მონაწილეობა და როგორც გუნდის ახალწვეული და დებიუტანტი, გულშემატკივრების წინაშე სასაცილო ფორმაში გამოწყობილი სიმღერითა და ცეკვით წარდგა.

მსგავსი ტიპის წვეულებას "ინდიანა", სხვა კლუბების მსგავსად, დიდი ხანია აწყობს. ეს გულშემატკივრებისთვის კარგი შესაძლებლობაა, შეხვდნენ თავიანთი საყვარელი გუნდის მოთამაშეებს, გაატარონ მათთან ერთად დრო, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და კალათბურთელებისთვისაც არის შესაძლებლობა, განსხვავებული ამპლუით მოაწონონ თავი ფანებს. გოგას კი ეს კარგად გამოუვიდა და შოუს გამარჯვებულიც კი გახდა.

ბითაძე იაპონური კომპანია Nintendo-ს ცნობილი თამაშის, სუპერმარიოს გმირ მარიოს ფორმაში იყო ჩაცმული და კრისტინა აგილერას სიმღერა "Genie In A Bottle" შეასრულა. მართალია, 211 სმ სიმაღლის ახალგაზრდა ცენტრს ცუდად არ უმღერია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ავტორის ვერსია ოდნავ უკეთესია, ალბათ, ცეკვაც მცირედით უფრო მიმზიდველიც.

თუმცა, რაც მთავარია, როგორც გოგა, ისე გულშემატკივრები, თანაგუნდელები და მწვრთნელი კმაყოფილნი დარჩნენ.

"ყოველთვის გამარჯვებისკენ ვარ მიმართული, დებიუტანტის შოუში გამარჯვებაც შესანიშნავი გრძნობაა და სხვათა შორის, ჩემს ჯილდოს ველოდები, ჯერ არაფერი მიმიღია და იმედია, რამეს მომცემენ.

სიმართლე რომ გითხრათ, არ მივარჯიშია, უბრალოდ ჩავიცვი ფორმა, გავედი ფანებთან და გავერთე. მთავარი იყო ამ წუთებით სიამოვნების მიღება და სიმღერასა და ცეკვაში ვარჯიში ამისთვის არ მჭირდებოდა.

კოსტიუმი კი მაილსს (ტერნერი) ეკუთვნის, მან მათხოვა. მართალია, ცოტა ვიწროდ მქონდა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი მაინც კარგად გამომივიდა. ისე, სიმღერაც მაილსმა შემირჩია და არც კი წარმოედგინა, რომ ტექსტი ვიცოდი.

ძალიან სასიამოვნო იყო ფანებთან შეხვედრა ამ ფორმით. ძალიან თბილი ხალხია. მე გავერთე, ვისიამოვნე. იმედია, მათაც მსგავსი ემოციები დარჩათ".

გოგას არც "ინდიანას" მწვრთნელი ჩამორჩა და საკუთარ წვლილზე ისაუბრა.

"როცა ბიჭები გამოდიან და ხალხის წინ წარდგებიან, ამას მომზადება სჭირდება და მწვრთნელები ამისთვის ვართ. ცუდად არ გამოსვლიათ, გამოვიდნენ და ნომერი შეასრულეს, თუმცა მათ კიდევ ცოტა მუშაობა სჭირდებათ. თუმცა, ვთვლი, რომ ახალწვეულები კარგები იყვნენ, როგორც გასართობ შოუში, ისე პარკეტზე, ნამდვილი თამაშის დროს", - თქვა ნეით მაკმილანმა.

"კარგია, რომ საკმარისი დრო გვქონდა ერთად გასატარებლად სეზონის დაწყებამდე. კარგი იყო ინდოეთში წასვლაც, აქ ფანებთან ერთად ყოფნა. ეს ყველაფერი ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში გვეხმარება", - განაცხადა მაილს ტერნერმა.

"ინდიანა პეისერსს" ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის 2019/20 წლების სეზონის დაწყებამდე 1 შეხვედრა დარჩა. ეს მატჩი 16 ოქტომბერს გაიმართება და ინდიანაპოლისელები "მინესოტას" შეხვდებიან. ეს გოგას ბოლო შანსია, რომ ოფიციალურ შეხვედრებამდე პირველი მატჩი ჩაატაროს თავის ახალ გუნდში.

დათო
ზუსტად ეს არის პოზიტივი, რომლის გარეშე დიდი გამარჯვებები შეუძლებელის!!! ყოჩაღ გოგა!!!
ლუკა
ინდიანას სამწვრთნელო შტაბმა გოგას ცეკვის წუთები შეუმცირა, რათა ახალი ტრამვა აეცილებინათ თავიდან. სამაგიეროდ მისი თანაგუნდელები დატვირთეს, რომლებიც მოედანზე ციბრუტივით ბზრიალებდნენ. :)
Duskatto
სულ შენ უნდა გიმადლოდეს რომ იქ გაუშვი:)))))))
მიშა
ეს ბიჭი ამისთვის გავუშვით NBA-ში?
ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
"ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" სენსაციური გამარჯვება პლეიოფის პირველ მატჩში
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა