გიორგი შერმადინი "ტენერიფეში" თავის ფანტასტიკურ თამაშს აგრძელებს. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში მიღებული MVP-ის ტიტულების შემდეგ ქართველმა ცენტრმა ამჯერად საერთაშორისო ასპარეზზე გამოიჩინა თავი. ფიბას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში შერმადინის "იბეროსტარმა" ტენერიფეში რუსულ "ნიჟნი ნოვგოროდს" უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დიდებული თამაშის ხარჯზე 81:67 დაამარცხა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 24 წუთში 24 ქულა მოაგროვა. გიორგიმ 14-დან 9 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბომბარდირობასთან ერთად, შერმადინი უბადლო იყო სამწამიანში და მატჩში უმეტესი – 9 მოხსნა მიითვალა. ამასთან, ქართველმა ცენტრმა 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 29-ს უწია და ცხადია, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველ ცენტრს რუსთა ძლევაში ხელი მარსელინიო უერტასმა შეაშველა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო. 9-9 ქულა მიითვალეს საშუ სალინმა და დანი დიესმა.

წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში 32 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. შერმადინის "ტენერიფე იბეროსტარი" C ჯგუფშია ლატვიურ "ვეფთან", ბერძნულ "პერისტერისთან", ჩერნოგორიულ "მორნართან", თურქულ "გაზიანთეფთან", გერმანულ "ბამბერგთან", ჩეხურ "ნიმბურკთან" და პირველ ტურში ძლეულ "ნიჟნი ნოვგოროდთან". შემდეგ ტურში, 22 ოქტომბერს, შერმადინის გუნდი მონტენეგროს ქალაქ ბარში "მორნართან" ითამაშებს.

რაც შეეხება ბერძნულ "პერისტერის", რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსი წვრთნის, ამ კლუბმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა პირველ ტურში. პერისტერელებმა თურქეთში "გაზიანთეფი" 70:64 დაამარცხეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე