რომის "ლაციო" ევროპა ლიგის მატჩს გლაზგოს "სელტიკის" წინააღმდეგ ნაწილობრივ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს, რისი მიზეზიც ფრანგული "რენის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დროს რომაული კლუბის გულშემატკივართა რასისტული ქმედებები გახდა.

აღნიშნული შეხვედრა 3 ოქტომბერს გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 2:1. თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ საჩივარი უეფაში შევიდა და უეფას სადისციპლინო კომიტეტმა "ლაციოს" ფანების ქცევა რასისტულად მიიჩნია.

"სელტიკთან" შეხვედრაში სტადიო "ოლიმპიკოს" 4 სექტორი იქნება ცარიელი და იქ გამოკრული იქნება ბანერი, წარწერით- #EqualGame. ასევე, "ლაციოს" 20 000 ევროს გადახდა მოუწევს და თუ 1 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა განმეორდება, რომაულ კლუბს 1 თამაშის მაყურებლის გარეშე ჩატარება მოუწევს.

წელს უეფამ თბილისის "დინამოც" დასაჯა ფანების მხრიდან ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებისა და "გაბალას" ფეხბურთელების მისამართით რასისტული შეძახილების გამო. თუმცა "დინამოს" შემთხვევაში სასჯელი უფრო მკაცრი იყო - 50 000 ევრო ჯარიმა და გულშემატკივრების გარეშე თამაში "ფეიენოორდის" წინააღმდეგ.

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა