"თარაზის" ქართველმა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ საქართველოს ნაკრებში უკვე 4 მატჩი გამართა.

193 სანტიმეტრის ცენტრალური თავდამსხმელი გიბრალტართან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო.

მანამდე კი ლობჯანიძემ ირლანდიასთან და დანიასთან შეცვლაზე ითამაშა.

ლობჯანიძეს ყაზახეთში დავუკავშირდით და სხვადასხვა თემაზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, დავიწყოთ ნაკრებით. ოქტომბრის სანაკრებო შეკრებაზე საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მოგეცათ. როგორ შეაფასებდით საკუთარ თამაშს?

- გეთანხმებით, საკმაო დრო მომეცა. ირლანდიასთან უფრო დადებითად შევაფასებდი ჩემ შემოსვლას. ალბათ, ერთ მომენტში თამაში კიდევ უფრო უკეთესადაც შეიძლებოდა. ხოლო გიბრალტართან, ვფიქრობ, არ იყო ის თამაში, რასაც ჩემი თავისგან ველოდი და ვფიქრობ, გულშემატკივარიც.

მალევე ვიგებდით 2-ბურთიანი სხვაობით, რამაც ვფიქრობ, ცოტა მოგვადუნა. ისინი კი ისე იბრძოდნენ, როგორც არასდროს, თუმცა მოგება მოგებაა - 3 ქულა ჩაიწერა.

- ირლანდიასთან 84-ე წუთზე ძალიან კარგი მომენტი შექმენით, თუმცა გოლით ვერ დაასრულეთ. როგორი განცდა იყო და რამ შეგიშალათ ხელი?

- უკეთ შეიძლებოდა ამ მომენტში თამაში და დარტყმა, რაზეც ვიყავი მომართული, როგორც კი ეს მომენტი შეიქმნა. თუმცა ბოლო წამზე მოტყუება ვცადე და ვინანე.

- რა მოხდა გიბრალტართან, რატომ დაკარგა ნაკრებმა კონცენტრაცია?

-  დიდი როლი ითამაშა თავიდანვე გატანილმა ბურთებმა და იმან, რომ გიბრალტარს ვეთამაშებოდით. ყველა მინიმუმ 3 ბურთით მოგებას, კარგ და მშრალზე თამაშს ელოდა. დამეთანხმებით, უფრო რთულია ასეთ დროს თამაში. ამას დამატებული, ისინი ფეხბურთს არ თამაშობდნენ, არამედ ჩხუბობდნენ მოედანზე.

- რას ფიქრობთ, ამ ფორმაციის ნაკრებს შეუძლია ერთა ლიგის მოგება?

- ძალიან კარგი შემადგენლობაა ნაკრებში და რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ნაკრებთან ღირსეულად თამაში. თუმცა ვისურვებდი, რომ ყველა ფეხბურთელს მაქსიმუმი სათამაშო დრო ჰქონდეს - ტრავმების გარეშე, რაც ჩვენი დიდი პრობლემაა.

- საქართველოშიც გითამაშია - რუსეთშიც, მაგრამ ყაზახეთში შედეგის მხრივ საუკეთესო პერიოდი გაქვს. რამ განაპირობა ეს - ლიგის დონემ თუ პირადმა პროგრესმა?

- გეთანხმებით, კარგი სეზონი მაქვს. ყაზახეთში თამაში ადვილი არ არის. დონეს განსაზღვრავს ფეხბურთელი და თუ გადახედავთ კლუბების ლეგიონერებს, საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ასევე ბევრი კლუბი არის, რომლებსაც მაღალი დონის პირობები აქვთ.

ბევრი, ალბათ, იტყვის, ვინც უცოდინარია ფეხბურთში - "თარაზში" გაიტანს, რა დონე მანდ არისო, თუმცა "თარაზი" თავისზე მაღალი დონის გუნდებს ეთამაშება და ასეთ გუნდში უფრო რთულია თამაში და გატანა.

- როგორი კლუბია "თარაზი", უკეთესი სიტუაციაა ქართულ კლუბებთან შედარებით?

- რა თქმა უნდა, უკეთესი კლუბია. პირობები შეიძლება არ არის ისეთი, როგორიც სხვა ყაზახურ გუნდებში, თუმცა თავის დონეზე ყველაფერი არის, რაც ფეხბურთელს სჭირდება. ამიტომაც ვარ აქ და არა საქართველოში.

თუმცა იმდენი კეთდება და ისე სწრაფად იწევს დონე საქართველოშიც, რომ ბევრი დაიწყებს ფიქრს დაბრუნებაზე, რაც ძალიან სასიამოვნოა. ყველამ უნდა მიბაძოს "დინამო ბათუმს" და "დინამო თბილისს". აუცილებელია, ყველა კლუბს თავისი ბაზა ჰქონდეს.

- "თარაზი" გასავარდნ ზონაშია. როგორი იქნება თქვენი მომავალი? არის თუ არა დაინტერესება უფრო ძლიერი კლუბებისგან?

- პირველ რიგში, ვიბრძვით, რომ დავრჩეთ უმაღლეს ლიგაში. რაც შეეხება შემოთავაზებას, არის საკმაოდ კარგი ვარიანტები, თუმცა ჩემი მხრიდან არავისთან ჯერ არ ყოფილა სერიოზული მოლაპარაკება. დროც არის ჯერ და ვნახოთ. უფლის წყალობით, იმედიანად ვარ, რომ უკეთეს დონეზე ვითამაშებ.

aburjga-ს
შენს წინა პოსტში კი აქებ ძლიერ და...ისე კი მოეშვით სპორტსმენებზე ირონიულ და ცინიკურ საუბარს!!!
aburjga
გუგლში ვეძებო ლობჯანიძე რამდენი წლისაა?? გავიგე, ახლა სეზონი რომ დამთავრდება თურმე გლაზგოს სელტიკი ეპატიჟება! )))
Alex.F
ეგ კომუნიზმშია ჩარჩენილი და "საძულველი დასავლეთის" მიერ შექმნილ ტექნოლოგიურ სუკეთეებზე უარს ამბობს!!!
aburjga-ს
აბა სად გინდა რომ ითამაშოს,შენს საყვარელ რუსეთში?
Wimbledon
2019 წელია. ფეხბურთელის ასაკის გაგება გინდა და ნეტავი რამდენი წლისააო... გუგლის შესახებ მაინც არ გსმენიათ? 27 წლისაა ეგ ფეხბურთელი და ყაზახურ თარაზში თამაშობს. რა საქართველოს მომავალი თავდამსხმელი?
aburjga
მე მისი თამაში ვნახე ირლანდიასთან! ძალიან მომეწონა. ეს არის საქართველოს მომავალი ცენტრალური თავდამსხმელი, ისეთი როგორსაც სანთლით ძებნა უნდა. როცა გუნდში ეყოლება ძლიერი მეპასე-დისპეჩერი ცენტრში (ნახევარმცველი), ფლანგებზე სხარტი და ზუსტი პასის მქონე გარემარბები, გაანგრევს ნებისმიერ დაცვას! ოღონ დიდი მუშაობა დასჭირდება და უკეთესი კლუბი, ოღონ არა ბელგიაში! ნეტავი რამდენი წლისაა?
თამაზი
წარმატებები ელგუჯას!
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ნაკრებში ჩამოსვლამდე ელგუჯა ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს