ნური შაჰინისა და ჰამით ალთინტოპის შეძენის შემდეგ, "რეალმა" "ესპანიოლის" შემტევ ნახევარმცველ ხოსე მარია კალეხონს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა
გუშინ "სამეფო კლუბმა" გამოაცხადა კიდევ ერთი ტრანსფერის შესახებ: ნური შაჰინისა და ჰამით ალთინტოპის შეძენის შემდეგ, "რეალმა" "ესპანიოლის" შემტევ ნახევარმცველ ხოსე მარია კალეხონს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. შეიძლება ითქვას, რომ 24 წლის გარემარბი შინ ბრუნდება, ის ხომ "რეალის" აღზრდილია.

კალეხონს საოცარი სეზონი ჰქონდა "ესპანიოლში". ბრწყინვალე თამაშით მან სპეციალისტთა და ევროგრანდთა ყურადღება მიიპყრო, თუმცა ისევ "რეალმა" იპირველა. საერთო ჯამში, კალეხონმა "ესპანიოლის" მაისურით ლა ლიგაში 97 თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში მეტოქეები ყველაზე ხშირად კალეხონის წინააღმდეგ ჯარიმდებოდნენ.

ხოსე მარია კალეხონი "რეალში" პირველად 2002 წელს მივიდა. 2007 წელს მას "რეალ კასტილიაში" ჰქონდა დებიუტი. ამ სეზონის შემდეგ ნიჭიერი ახალგაზრდა ბარსელონაში გადაბარგდა. საერთო ჯამში, მან "ესპანიოლის" მაისურით 10 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ხოსე მარიას ჰყავს ტყუპისცალი ხუან მიგელი (ხუანმი), რომელიც ახლა "გრანადაში" თამაშობს.

"ესპანიოლში" ის ფორვარდად გადავიდა, თუმცა ბარსელონაში მას პოზიცია შეუცვალეს, რადგან ფლანგიდან გაცილებით ეფექტურად უტევდა. კალეხონს ორივე ფლანგზე ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში, თუმცა უფრო ხშირად მას მარცხენა ფრთაზე ვხედავდით. 2010/11 წლების სეზონში მან 37 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. სეზონის განმავლობაში მის წინააღმდეგ 124-ჯერ დაჯარიმდნენ. მაშ ასე, 3-წლიანი განშორების შემდეგ, ჟოზე მოურინიოს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ხოსე მარია კალეხონი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

ახალი კონტრაქტი ძალაში (როგორც წესია) 1 ივლისიდან შევა. ესპანური მედია ტრანსფერის ფასად 5,5 მილიონ ევროს ასახელებს, თუმცა ეს არაოფიციალური რიცხვია. კალეხონი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, რომლის შემადგენლობაში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა