საქართველოს თასის მფლობელი მეორედ გახდა ბათუმის "შავი ზღვის ბიჭები", რომელმაც ფინალში 27:20 დაამარცხა ხელბურთის კლუბი "ქუთაისი".

საქართველოს თასის გათამაშება მეოთხედ გაიმართა. პირველი ტურნირი 2014 წელს "სამტრედიამ" მოიგო, შემდეგ სამი ფინალი კი ბათუმელთა მონაწილეობით გაიმართა. 2015 წელს მათ 20:19 დაამარცხეს სტუ, ხოლო შარშან 29:30 წააგეს "პეგასთან". ამ ორი ჯილდოს გარდა, კლუბი საქართველოს სამგზის ჩემპიონია (2016, 2018, 2019).

2019 წლის გათამაშების ფინალში ნამდვილად ორი უძლიერესი გუნდი გავიდა. "შავი ზღვის ბიჭების" (მწვრთნელები მერაბ ჭანტურია, მამუკა მჟავანაძე) უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა. დაცვაში მეტოქის 2 დაბლოკილი დარტყმის შემდეგ რატი მსხვილიძემ შეტევაშიც გამოიჩინა თავი და ანგარიში გახსნა. ფერაძემ გაათანაბრა, თუმცა გოგოლაძემ, სიმონიამ და მსხვილიძემ ანგარიში 4:1 გახადეს და ქუთაისელთა მწვრთნელმა ალექსანდრე ბოყოჩაძემ უკვე მე-10 წუთზე ტაიმ-აუტი მოითხოვა.

გუნდს პოზიციურ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა - ბათუმის დაცვის შუა ოთხეული (ლაპიაშვილი, ბერძენიშვილი, მსხვილიძე, სიმონია) საიმედოდ იდგა და ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ უკანა ხაზში უფრო ტანმაღალ ბათუმელთა გუნდს უპირატესობა ექნებოდა. "ქუთაისს" არ გამოუვიდა არც სწრაფი გარღვევა, რადგანაც გარემარბები აბრამიშვილი და გოგოლაძე დროულად ბრუნდებოდნენ უკან და თავიანთ ფლანგებს აკონტროლებდნენ, ხოლო შეტევაში სწრაფი გადასვლისას "ქუთაისს" უამრავი ტექნიკური წუნი ჰქონდა. დაბოლოს, მეკარე ტორონჯაძე, რომელმაც დასაწყისშივე აუღო ორი დარტყმა მარცხენა კუთხიდან რუსტამოვს, შემდეგ კი მის კარში დანიშნული პირველი ოთხი შვიდმეტრიანიდან ერთიც არ გაუშვა! "ქუთაისმა" ვერც ორკაციანი მეტობა გამოიყენა მატჩის დასაწყისში.

ბოყოჩაძემ წუთშესვენების შემდეგ გამოცვალა ძირითადი გამთამაშებელი გამზარდია და მოედანზე სურმავა შეუშვა. მალე მერკვილაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 4:5 (მე-18 წუთი), მაგრამ რატი მსხვილიძემ უმალ გაიტანა წყვილი გოლი (7:4). ტაიმი "ქუთაისმა" 11:6 მოიგო. მსხვილიძისა და გოგოლაძის ანგარიშზე კი 4-4 გოლი იყო.

შესვენების შემდეგ სხვაობა მალე გაიზარდა და 42-ე წუთზე გამარჯვებულის გამოცნობა უკვე ადვილი იყო: ბათუმი 11 ბურთით იგებდა (20:9). ქუთაისელთა დაცვამაც ვეღარ გაძლო და ბათუმელთა ხაზის მოთამაშე გიორგი ლაპიაშვილი ზედიზედ იღებდა პასებს კარიდან 6 მეტრში, მეტოქის მხრიდან კი მხოლოდ მარცხენა გარემარბ მერკვილაძეს, პივოტ ხაჟომიას და სურმავას გაჰქონდათ რეგულარულად.

საბოლოოდ, "შავი ზღვის ბიჭებმა" 27:20 მოიგო და სეზონის პირველი ტიტული მოიპოვა. ამ ორი გუნდის მეტოქეობა გაგრძელდება საქართველოს ჩემპიონატში, რომლის სტარტიც 5 ნოემბერსაა დანიშნული, იქამდე კი საქმეში ერთვება საქართველოს ეროვნული ნაკრები.

ორშაბათიდან გუნდი შეიკრიბება მაკედონიაში, სადაც 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან.

ხელბურთი. საქართველოს თასი 2019. კაცები

გლდანი. ფინალი, 17 ოქტომბერი

BSB ბათუმი - ქუთაისი 27:20

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - ლაპიაშვილი 8, გოგოლაძე 7, მსხვილიძე 5, სიმონია 4, აბრამიშვილი 1, გიორგაძე 1, ტიელიძე 1, ტალახაძე, ბერძენიშვილი, წივწივაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, კაკულია, სტოლბოვი - მწვ. მ. ჭანტურია, მ. მჟავანაძე

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი - მერკვილაძე 4, ხაჟომია 4, სურმავა 4, ზარნაძე 2, გამზარდია 2, ფერაძე 1, სტურუა 1, რუსტამოვი 1, თევზაძე 1, კობახიძე, ჯუღელი, ლომიძე, ლ. იმნაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"