საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ფიფა/კოკა-კოლას" რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 90-ე პოზიციას იკავებს. ოქტომბრის დასაწყისში 91-ე ადგილზე ვიყავით.

აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ ფიფას რეიტინგის შექმნიდან დღემდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების საშუალო რეიტინგი 91-ე ადგილი გახლავთ.

საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფიდან წინსვლა მხოლოდ ჩვენ და გიბრალტარს გვქონდა - ისინიც 1 პოზიციით დაწინაურდნენ და ახლა 196-ე-197-ე ადგილებს გუამთან იყოფენ.

2 პოზიციით დაქვეითდა შვეიცარიის ნაკრები და ახლა მე-13 გახლავთ რეიტინგში. შვეიცარიელების მეზობლად ძველ პოზიციაზე დარჩა დანიის გუნდი - მე-14. ირლანდიის ნაკრებმა 8 პოზიცია დაკარგა და ახლა 36-ე ადგილს იკავებს.

დაქვეითდა ერთა ლიგაზე ჩვენი სავარაუდო მეტოქეც - ბელორუსმა 4 პოზიცია დათმო და 86-ე ადგილზეა. აქვე, ამ რეიტინგის სამართლიანობის უკეთ შესაფასებლად, ბულგარეთი, რომელმაც კოსოვოსთან 2 თამაშში 1 წააგო და 1 ფრედ ითამაშა, 61-ე ადგილზეა, თავად კოსოვო კი - 114-ეზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ნოემბერს, გასვლაზე, შვეიცარიასთან ჩაატარებს. ეს იქნება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი. ამის შემდეგ, 19 ნოემბერს, ქართველი ფეხბურთელები ხორვატიაში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ.

პირველი ოცეული კი ასე გამოიყურება:

ბელგია

საფრანგეთი

ბრაზილია

ინგლისი

ურუგვაი (+1)

პორტუგალია (-1)

ხორვატია (+1)

ესპანეთი (-1)

არგენტინა (+1)

კოლუმბია (-1)

მექსიკა (+1)

ჰოლანდია (+1)

შვეიცარია (-2)

დანია

იტალია

გერმანია

ჩილე

შვედეთი

პერუ

სენეგალი

Giorgi
ირლანდია რომ მე-14 გასაკვირია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს