NBA. პლეი ოფი. 1/2 ფინალი: აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში სტატისტიკა "მაიამი ჰიტის" სასარგებლოდ მეტყველებს
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მესამე მატჩი უმნიშვნელოვანესი უნდა ყოფილიყო ამ დაპირისპირებაში - ამაზე თუნდაც ერთი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებდა: 2006 წლიდან მოყოლებული (როცა "ჰიტმა" ბოლოჯერ მოიგო საჩემპიონო ტიტული) ყველა გუნდი, რომელიც ნახევარფინალურ სერიაში მესამე მატჩს იგებდა, შემდეგ აუცილებლად ხვდებოდა ფინალში.

რთული სათქმელია, იცოდნენ თუ არა გუშინდელი მატჩის მონაწილეებმა ამ სტატისტკური მონაცემის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ მეოთხედში ისინი მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯნენ, თუმცა პროდუქტიულობის მხრივ მოიკოჭლებდნენ.

პირველივე წუთებიდან თამაში ძალიან სწრაფ ტემპში ვითარდებოდა. დაცვაში ორივე გუნდის მაღალ დონეზე მოქმედების გათვალისწინებით, ამ "სირბილს" ბევრი შეცდომა ახლდა თან. თავდაპირველად თამაშზე კონტროლის დაწესება უეიდმა სცადა, მაგრამ მას ყურადღებით მეურვებოდნენ და ამან "ჰიტის" ვარსკვლავის რამდენიმე შეცდომა გამოიწვია.

სამაგიეროდ, ასეთი ტემპის პირობებში კომფორტულად გრძნობდა თავს ლებრონ ჯეიმსი, რომელიც კარგად უძღვებოდა თავისიანების თამაშს, მაგრამ მისი პარტნიორები არ ჩქარობდნენ შეტევების პროდუქტიულად დასრულებას. "ჩიკაგოს" კი საერთოდ არაფერი გამოსდიოდა. ნოამ ორი პერსონალური მიიღო და დასასვენებლად გაემართა - ამაში, რა თქმა უნდა, "ჰიტის" დაცვაა "დამნაშავე". ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჯოელ ენტონი, რომელმაც გასაქანი არ მისცა ბუზერს და როუზის მეურვეობაშიც დაიდო წვლილი. სერიოზული პრობლემები ჰქონდა კრის ბოშსაც, რომელიც თავისი საყვარელი წერტილებიდან ვერ აგდებდა. პირველი 12 წუთის შემდეგ "ჰიტი" სამი ქულით (18:15) იყო წინ, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ჰქონდა ძალიან დიდი. "ბულზმა" ტყორცნების მხოლოდ 27 პროცენტი გამოიყენა, რაც საკმარისი არ არის ასეთი ამბიციური გუნდისთვის.

მეორე მეოთხედმა ბოშისა და ბუზერის შეტევების აკომპანიმენტით ჩაიარა. ჩიკაგოელებმა საშუალო ტყორცნებზე გააკეთეს აქცენტი და უნდა აღინიშნოს, რომ როუზის არყოფნაში "ხარების" მოქმედებაში ქაოსი ნაკლებად შეინიშნებოდა. კარგად ერთვებოდა შეტევებში ჩელმერსი, რამაც "ჰიტს" მეტოქის დისტანციაზე შენარჩუნების საშუალება მისცა. ასევე აღვნიშნავთ ბრიუერის ნაყოფიერ მოქმედებას, რომელმაც სერიოზულად გაურთულა საქმე უეიდს და შეტევაშიც არ იკარგებოდა. დიდი შესვენებისთვის სამქულიანი სხვაობა შენარჩუნებული იყო, თუმცა სპოელსტრას ბუზერის შეჩერებაზე უნდა ეზრუნა.

მატჩის მესამე ნაწილი მეორის ლოგიკური გაგრძელება იყო. "ხარების" შეტევები ისევ საშუალო ტყორცნებით სრულდებოდა, ხანდახან როუზი თუ შეასრულებდა თავის საფირმო შესვლებს. "ჩიკაგოს" კრის ბოში პასუხობდა, რომელსაც იმ დღეს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდა. იყო მომენტი, როცა ტიბოდოს გუნდი წინ გავიდა, მაგრამ ბიბის (ორი გამოყენებული სამქულიანი), უეიდისა და ბოშის მიერ მოწყობილმა გაქცევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუმცა რეგულარულის ჩემპიონმა "ჰიტს" შორს წასვლის საშუალება არ მისცა. დენგმა მეოთხედის ბოლოს ორი სამქულიანი ჩააგდო და ტაბლომ ისევ დააფიქსირა "მაიამის" სამქულიანი უპირატესობა.

ბოლო მეოთხედის პირველი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. კვლავ შეუდარებელი იყო ბოში, რომელსაც ვერაფერს უხერხებდნენ ბუზერი და ნოა. "ტორონტოს" ყოფილი მოთამაშე სხვადასხვა ხერხით უსწორდებოდა ამ დუეტს. თუ მას ბუზერი მეურვეობდა, კრისი უბრალოდ პოზიციას იგებდა და საშუალო მანძილიდან სასროლად და ფარქვეშ შესასვლელად იხსნებოდა, ნოას წინააღმდეგ კი ურთულეს, მაგრამ საფირმო საშუალო ტყორცნებს ასრულებდა და ამ შემთხვევაშიც თითქმის არ ცდებოდა.

მუდმივი ზეწოლის ქვეშ მყოფი "ჩიკაგო" მცირე დროით მოდუნდა და მეტოქის გადამწყვეტი გაქცევა (9:0) გამოეპარა. სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ გატყდნენ და საკუთარი გაქცევით (8:2) უპასუხეს "ჰიტს". თითქოს ეს გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ "ბულზს" სასწაულისთვის დრო საკმარისი ჰქონდა, მაგრამ ბუზერის უპასუხისმგებლო თამაშმა და "ჰიტის" ლიდერთა ჯარიმების გარეშე შეჩერების უუნარობამ "ჩიკაგოს" მატჩის გადარჩენის შანსი არ მისცეს.

ილინოისურმა კლუბმა 7 თებერვლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი და შესამჩნევად გაიუარესა საქმე სერიაში. "ჰიტმა" უკვე მეორედ აჯობა დაცვით თამაშში მოწინააღმდეგეს. დერიკ როუზმა კვლავ ვერ შეძლო სრულად თავისი პოტენციალის გამოყენება, ამის გარეშე კი "ჩიკაგოს" შედეგიანობა მკვეთრად ეცემა ხოლმე.

უეიდმა მაინც და მაინც წარმატებული თამაში ვერ აჩვენა, მაგრამ მისი 35-პროცენტიანი სიზუსტე კრის ბოშის ფანტასტიკურმა მოქმედებამ გადაფარა. სხვათა შორის, ამ პლეი ოფში "მაიამი" შინ არ მარცხდება (ზედიზედ შვიდი მოგება). სერიის მორიგი შეხვედრაც სწორედ ფლორიდელთა არენაზე გაიმართება.

მაიამი-ჩიკაგო 96:85

18:15, 25:25, 25:25, 28:20

მ: ბოში (34+5 მოხსნა), ჯეიმსი (22+10 პასი+6 მოხსნა+2 ჩაჭრა+2 დაფარება), უეიდი (17+9 მოხსნა+3 პასი), ჰასლემი (8), ჩელმერსი (6), ბიბი (6), ენტონი (3+5 დაფარება).

ჩ: ბუზერი (26+17 მოხსნა+2 დაფარება), როუზი (20+5 პასი+5 მოხსნა), დენგი (14+8 მოხსნა), გიბსონი (11), ბოგანსი (4), ბრიუერი (4), კორვერი (3), უოტსონი (2), ნოა (1+6 პასი+5 მოხსნა+2 დაფარება).

სერია: 2-1

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა