გერმანიის ჩემპიონები ხორვატიის ნაკრებისა და „ბრიუგეს“ 22 წლის ნახევარმცველ ივან პერისიჩს ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ
გერმანიის ჩეპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ ამ დღეებში მომდევნო სეზონისთვის მორიგ, რიგით მეხუთე ახალწვეულს წარადგენს: ილქაი გიუნდოგანის (20 წლის, „ნიურნბერგიდან“, 4 მილიონ ევროდ), კრის ლიოვეს (22, „ხემნიტციდან“, 250 000), მორიტც ლაიტნერისა (18, განათხოვრებული იყო „აუგსბურგში“) და იულიან კოხის (20, განათხოვრებული იყო „დუისბურგში“) შემდეგ, დორტმუნდელები ხორვატიის ნაკრებისა და „ბრიუგეს“ 22 წლის ნახევარმცველ ივან პერისიჩსაც გადაიბირებენ.

გუშინ, „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია. სამაგეროდ ჩაშლის პირასაა 17 წლის მუსტაფა არმინის ტრანსფერი, რომელიც „ბორუსიას“ ავსტრალიური „ქოუსთ მარინერსიდან“ უნდა ეყიდა. ეს ფეხბურთელი დორტმუნდში იანვარში იმყოფებოდა და სინჯებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, მაგრამ როგორც ირკვევა, ავსტრალიური კლუბი მის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ევროს ითხოვს, რაც „ბორუსიას“ ეძვირება.

რაც შეეხება პერისიჩს: ცორკმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დორტმუნდს ხორვატიის ნაკრების მოთამაშე 5 მილიონი ევრო უჯდება. 1.87 მეტრი სიმაღლის მქონე ნახევარმცველმა „ბრიუგეში“ თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა – ამ სეზონში მან 37 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ექსპერტები მას „ახალ მიხაელ ბალაკს“ უწოდებენ, რადგან თამაშის სტილით გერმანიის ნაკრების კაპიტანს ძალიან ამსგავსებენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პერისიჩი მიხაელზე გაცილებით სწრაფია. „დორტმუნდის“ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ივანი ნახევარდაცვის ცენტრში, საყრდენად ან გამთამაშებლად ითამაშებს. დიდი შანსია, რომ მადრიდის „რეალში“ გადაბარგებული ნური შაჰინი მემარცხენე საყრდენის პოზიციაზე სწორედ მან შეცვალოს.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელები ამ ეტაპზე მეტ ტრანსფერს აღარ გეგმავენ, იდეაში კი, თავდამსხმელიც სჭირდებათ, რადგან მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განკარგულებაში მხოლოდ ორი მაღალი კლასის ცენტრფორვარდია - ლუკას ბარიოსი და რობერტ ლევანდოვსკი.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა