ანა ტატიშვილმა "როლან გაროსზე" ფრანგი მარიონ ბარტოლი პირველ სეტში კი დაჯაბნა, თუმცა შემდეგ ფავორიტთან ვერაფერს გახდა
საოცრად დაიწყო "როლან გაროსის" ცენტრალურ სტადიონზე მე-11 ნომრად განთესილი ფრანგი მარიონ ბარტოლისა (11) და ანა ტატიშვილის (106) დაპირისპირება.

ჩვენებურმა, რომელიც ამ დაპირისპირების აშკარა აუტსაიდერი იყო, პირველ ნახევარ საათში მოსრა მსოფლიოს მე-11 ჩოგანი - 6:1 აჯობა. ქართველს აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა, მეტოქის მოწოდებაზე კი კორტის ბატონ-პატრონი იყო.

სამწუხაროდ, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მეორე სეტში მოვიდა გონს. ანამ ინერციით მეტოქის მოწოდება მოიგო და დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ინიციატივა ბარტოლიმ იგდო ხელთ და ამის შემდეგ მისი უპირატესობა გამოიკვეთა. ჩვენი თანამემამულე პერიოდულად გაიბრწყინებდა ხოლმე, თუმცა ეს მატჩის მსვლელობაზე გავლენას ვეღარ ახდენდა - 6:1, 2:6, 1:6.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 5 სარეიტინგო ქულით დაკმაყოფილდა და რეიტინგში წინსვლის ნაცვლად დაქვეითება ელის, ჩვენ თანამემამულეს თამაშს შევუქებთ, რომელმაც სამომავლოდ დაგვაიმედა. მატჩი სულ 109 წუთს გაგრძელდა. ბარტოლიმ 5 ეისი ჩააგდო, ანამ - 1, ფრანგმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ქართველმა - 6, ფავორიტმა 31 ორმაგი შეცდომა დაუშვა, აუტსაიდერმა - 35.

გუშინ გამოქვეყნდა WTA-ს და ATP-ს ახალი რეიტინგ-ლისტები. გაგაცნობთ ქართველ ჩოგბურთელთა დღევანდელ მდგომარეობას: 106 (+1) ანა ტატიშვილი - 648 ქულა; 181 (-1) ოქსანა კალაშნიკოვა - 316; 232 (-) მაკა ჩახნაშვილი - 237; 283 (+2) სოფიო შაფათავა - 182; 309 (-1) თათია მიქაძე - 161; 370 (+15) სოფიო ქვაცაბაია - 111; 495 (-2) ეკა გორგოძე - 72; 919 (-8) მანანა შაფაქიძე - 14; ვაჟები: 651 (+13) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 28 ქულა; 829 (-4) ლადო ჩიხლაძე - 13.

ანა ტატიშვილს ასეულამდე 18 ქულა აშორებს. 22 წლის ქვაცაბაიამ კარიერის საუკეთესო ნიშნულს მიაღწია, 13 ადგილით დაწინაურდა ბასილაშვილი. მეტი საინტერესო ამ რეიტინგში ჩვენთვის არაფერი მოხდა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს