ეროვნულმა ნაკრებმა "ბასაზე" ხორვატიის ნაკრებთან მატჩისთვის მზადება ლიდერთა გარეშე დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ივნისს ხორვატიასთან გასამართი მატჩისთვის მზადება გუშინ დაიწყო. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ლეგიონერთა ის ნაწილი, რომელსაც კლუბებში ოფიციალური შეხვედრები აქვს ჩასატარებელი, შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებოდა. ასე რომ, გასაკვირი არ ყოფილა, გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა მხოლოდ 19-მა ფეხბურთელმა რომ მიიღო.

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, არდალიონ მიქაბერიძე, გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი რეხვიაშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე გორგიაშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი მაისურაძე, სანდრო გურული, ჯაბა ლიპარტია, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ადამია, ნიკოლოზ გელაშვილი, ირაკლი მოდებაძე - თემურ ქეცბაიას განკარგულებაში გუშინ ეს მოთამაშეები იყვნენ.

ნაკრების საწვრთნელ ბაზა "ბასას" რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა და შენობა საფუძვლიანად გარემონტდა. ქეცბაიას გუნდი მაშინ ხორვატიასთან თბილისური დაპირისპირებისთვის ემზადებოდა და იმისთვის, რომ "ბასაზე" ახალდაგებული გაზონი არ დაეზიანებინათ, ნაკრების წევრებმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშეს.

ახლა კი, საბედნიეროდ, ქეცბაიას გუნდს უკვე აქვს იმის ფუფუნება, რომ, სადაც ცხოვრობს, საწვრთნელი პროცესიც იქვე წარმართოს - ბაზის გაზონი იდეალურ მდგომარეობაშია. დასრულებულია გვერდით მდებარე ხელოვნურსაფრიანი მოედნის მშენებლობაც, რომელიც ნაკრებს უამინდობისას გამოადგება. "ბასას" კარი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვისაც ღია იქნება.

გუშინდელი ვარჯიში კი მსუბუქი იყო, დაახლოებით ერთ საათს გასტანა და გახურების შემდეგ დროის უმეტესი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო. თამაში ნახევარ მოედანზე, 9X9-ზე გაიმართა, ფეხბურთელებს ბოლომდე მინდვრის ნახევარიც კი არ გამოუყენებიათ - პირითი ხაზის ფუნქციას დამატებით გავლებული წყვეტილი ხაზები ასრულებდა.

ორმხრივი თამაშისას გუნდების შემადგენლობების განხილვას დიდი აზრი არ ჰქონდა, რადგან ახალწვეულები ორივე მხარეს მოხვდნენ და ძნელი წარმოსადგენია, ქეცბაიას რომელიმე გუნდში ოპტიმალური შემადგენლობა ჩაეფიქრებინა - მით უფრო, რომ ნაკრების რამდენიმე ლიდერი თუ ძირითადის სტაბილური წევრი გუნდს ჯერაც არ შეერთებია.

ნუკრი რევიშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, გია გრიგალავა, გოჩა ხოჯავა, ჯანო ანანიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, დავით სირაძე, მათე ვაწაძე - ეს 12 ფეხბურთელი ნაკრებს ეტაპობრივად შეუერთდება.

გუშინ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და ფეხბურთელებს კომენტარები არ გაუკეთებიათ, სამაგიეროდ, მასმედიის ინტერესი დღეს ამომწურავად დაკმაყოფილდება - "ბასაზე" თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართება და იქვე ნაკრების წევრებთან გასაუბრების საშუალებაც იქნება.

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"