ერთმანეთისგან ოცი ნაბიჯით დაშორებულ მოწინააღმდეგეებს ხელში დაშნები უჭირავთ. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და გადამწყვეტი წამიც ახლოვდება - ბრძოლას იწყებენ...

ფარიკაობის ხელოვნება, რომელიც ახლა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სახეობად მიიჩნევა, ესპანეთში იღებს სათავეს. მის შესახებ ყველაზე გასაოცარი წიგნები, რომელთა ადრეული ნაწილი მე-15 საუკუნით თარიღდება, სწორედ ესპანელ მოფარიკავეებს ეკუთვნით. ფარიკაობის ის სტილი და წესები კი, რომლებსაც დღეს ვიცნობთ, მე-18 საუკუნეში იტალიაში ჩამოყალიბდა, შემდეგ საფრანგეთშიც გავრცელდა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საქმიანობად იქცა.

ფარიკაობა, როგორც ხელოვნება, ცხოვრების სტილი და ჯანმრთელობის საიდუმლო ყველაზე პოპულარული სწორედ არისტოკრატიულ ოჯახებში იყო.

საინტერესო ფაქტები ფარიკაობის შესახებ

მოფარიკავეების დაშნის მოძრაობის სიჩქარე "მარკსმენის" ტყვიის შემდეგ ყველაზე დიდია.

ფარიკაობა შედის სპორტის იმ ოთხ სახეობას შორის (მძლეოსნობა, ცურვა, ტანვარჯიში, ფარიკაობა), რომელიც ყველა ოლიმპიურ თამაშებში შედიოდა 1896 წლიდან.

ფარიკაობა ძველი საბერძნეთის ოლიმპიური თამაშების ჩამონათვალშიც შედიოდა.

მოფარიკავეებს ადრეულ წლებში დაშნის წვერზე მელანში ამოვლებულ ბამბის დისკს უმაგრებდნენ. მისი დაფიქსირებით აღირიცხებოდა მოფარიკავის მარცხი ან გამარჯვება. სწორედ ამიტომ არის ფორმა თეთრი.

ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი ყოფილი მოფარიკავეები იყვნენ.

ფარიკაობა სპორტის ერთადერთი საბრძოლო სახეობაა, რომელსაც წონითი კლასიფიკაცია არ აქვს.

საბალეტო პოზიციების დიდი ნაწილი სწორედ ფარიკაობიდან მოდის.

ქალმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1924 წელს მიიღეს მონაწილეობა

ფარიკაობა საქართველოში

საქართველოში ფარიკაობის, როგორც სპორტის სასწავლო ჯგუფი პირველად მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი და პირველი მწვრთნელი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელი პედაგოგი რუდოლფ ვაისი გახლდათ.

1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე გახსნა თბილისში პირველი საფარიკაო დარბაზი, სადაც ოფიცრები და საზოგადოების შეძლებული ფენის წარმომადგენლები ვარჯიშობდნენ, რათა ჯანმრთელობა და სპორტული აღნაგობა შეენარჩუნებინათ.

პროფესიონალურ დონეზე მომზადება და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ქართველმა მოფარიკავეებმა საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყეს. პირველი ოქროს მედლები გიგა ერისთავმა და ალექსანდრე ბათმანოვმა მოიპოვეს. ოლიმპიური ჩემპიონები ნუგზარ ასათიანი, ვლადიმერ აფციაური და გურამ კოსტავა გახდნენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 1991 წელს დაარსდა. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ქართული ფარიკაობის განვითარება შეფერხდა. თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართველი მოფარიკავეების წარმატების ისტორია გაგრძელდა, რასაც გარკვეულწილად, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ფარიკაობის ფედერაციას სანდო პარტნიორი გამოუჩნდა "ვითიბი ბანკის" სახით. სწორედ "ვითიბი ბანკი" ზრუნავს ქართველი მოფარიკავეების სპორტულ მომზადებაზე და ეკიპირებას უზრუნველყოფს.

ბოლო წლების წარმატებული მოფარიკავეები

ლიკა ჯიჯეიშვილმა და სანდრო ბაზაძემ 2019 წლის, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით მოასპარეზეთა შორის პირველი ადგილები მოიპოვეს.

მანამდე, 2017 წელს, როცა საქართველომ პირველად უმასპინძლა სენიორთა ევროპის ჩემპიონატს, ქართველმა მოფარიკავეებმა ისტორიული შედეგები დააფიქსირეს.

პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული ქართველმა თეოდორა კახიანმა მოიპოვა.

წარმატებებს მიაღწიეს ქართველმა პარამოფარიკავეებმა ირმა ხეცურიანმა და ნინო თიბილაშვილმა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში წარმატებულად ვითარდება, ქართველი მოფარიკავეები კი, "ვითიბი ბანკის" ხელშეწყობით, ახალი მწვერვალების დაპყრობას აგრძელებენ.

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
საშინაო შეხვედრებს არ დაესწრებიან - "ლაციოს" ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
წარმატებული პარასპორტსმენი ვაქცინაციის კამპანიას უერთდება
რას მიაღწიეს ჩვენებმა? - ქართველი მოფარიკავეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
სანდრო ბაზაძე და ლიკა ჯიჯეიშვილი პლოვდივში მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ
ლიკა ჯიჯეიშვილმა მსოფლიო თასზე პირველი ადგილი დაიკავა
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა
რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
პირველი მედალი პარაოლიმპიადაზე - თიბილაშვილმა ვერცხლი მოიპოვა!
ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ხმლით ფარიკაობასა და დაშნაში