საქართველოს ნაკრების ხელბურთელი მედეა ჩოხელი წარმატებით თამაშობს მაკედონიურ კლუბ "კუმანოვოში", როგორც ამ ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთის ქალთა ლიგაში.

ჩემპიონატში ორი გუნდია დაუმარცხებელი - შარშანდელი ჩემპიონი სკოპიეს "მეტალურგი" და ვერცხლისპრიზიორი "კუმანოვო". "მეტალურგს" შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, "კუმანოვოს" - ექვსიდან ექვსი, ჩოხელმა კი ამ ექვს თამაშში 25 გოლი გაიტანა.

ბალკანეთის ქალთა ლიგა კი რეგიონალური შეჯიბრებაა, სადაც ყოფილი იუგოსლავიის კლუბები თამაშობენ. A ჯგუფში არის ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე - სლოვენიის "კრიმ მერკატორი" და მონტენეგროს "ბუდუჩნოსტი", ასევე - ბოსნიის "იაგოდინა". B ჯგუფში თამაშობენ "კუმანოვო", სერბეთის "ზაეჩარი", მონტენეგროს "რუდარი" და ბოსნიის "გრუდე".

"კუმანოვომ" უკვე მოიგო ორი თამაში. ჯერ დაამარცხა "რუდარი" 29-20. ქართველმა ხაზის მოთამაშემ ამ მატჩში 6 გოლი გაიტანა. მეორე თამაშში მაკედონიელებმა აჯობეს "ზაეჩარს" და ჩოხელი კვლავ საუკეთესოთა შორის იყო 5 გოლით. დარჩა მატჩი ბოსნიურ კლუბთან და ჯგუფში პირველობის შემთხვევაში "კუმანოვო" გავა ფინალში, სადაც A ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება.

ხელბურთი. მაკედონია, ქალთა სუპერლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1. "მეტალურგ სკოპიე" 21 (7 თამაშიდან), 2. "კუმანოვო" 18 (6), 3. "ვარდარი" 15 (6), 4. "ჩაირი" 15 (6), 5. "სტრუჟანკა" 12 (7), 6. "დესპინა" 12 (7), 7. "სპარტაკი" 7 (7), 8. "გევგელია" 7 (6), 9. "პელისტერი" 6 (6), 10. "ოვჩე პოლე" 3 (6), 11. "გორჩე პეტროვი" 3(6), 12. "ალუშოვსკი" 3 (7), 13. "კუზმან-ვარდარი" 3 (7)

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა