რუსული სპორტული და არამხოლოდ სპორტული გამოცემები აქტიურად წერენ რუსი ჩინოვნიკების გატეხილი მიმოწერის ფრაგმენტის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, თუ როგორ უნდა მოიპოვოს რუსეთმა ხმები 2018 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისათვის.

არ კონკრეტდება თარიღი, თუმცა მიმოწერა მიმდინარეობს მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე სერგეი კაპკოვსა და ორგკომიტეტ "როსია 2018"-ის დირექტორის მოადგილე ალეკსანდრ ჯორჯაძეს შორის. ელფოსტაზე გაგზავნილ წერილს ჰქვია "დოსიე ფიფას ჩინოვნიკების შესახებ".

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფრანც ბეკენბაუერის ხმის ყიდვა შესაძლებელია მისი მრჩეველის "ხელგაშლილი დაჯილდოებით კონსულტაციისათვის", რომელიც 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ და კიდევ 1,5 მილიონი დადებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.

პლატინის მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია "უეფას ყველაზე გავლენიან კომერციულ პარტნიორებზე ზეწოლით".

იოზეფ ბლატერზე გასვლა შესაძლებელია მისი ნათესავის საშუალებით, რომელიც ფიფას სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებებს ფლობს.

ბრიტანელი ჯეფ ტომპსონის ხმის მიღება მისი ცოლისათვის ძვირფასი საჩუქრების გაკეთებით შეიძლება, ხოლო ამერიკელ ჩაკ ბლეიზერზე გასვლა რომან აბრამოვიჩის საშუალებით არის შესაძლებელი.

ხოლო ფიფას გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტის დანარჩენი წევრები უბრალოდ უნდა მოისყიდონ, ზოგიერთის შემთხვევში პირდაპირ ფული უნდა გადაუხადონ.

მეორე წერილი ეხება ფიფას გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტის წევრებთან საჭირო კონტაქტების დამყარებას, ასევე, რუსულ ბიზნესელიტაში იმ პირების გამოყოფას, რომელთა ფინანსური ინტერესები კვეთს კომიტეტის წევრების ინტერესებს.

ძნელია დამტკიცება, რეალურად მიიღო თუ არა რუსეთმა მასპინძლობის უფლება ამ გზით, თუმცა ფაქტები ფაქტებად რჩება. თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ 2018 წლის მსოფლიო თასი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და კარგად ორგანიზებული იყო მსოფლიო თასებს შორის.

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა