პირველ ნოემბერს ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ", ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ ფეხბურთის თამაშს, ყოველ შემთხვევაში, რის საშუალებასაც მინდვრის საფარი იძლეოდა.

27-ე წუთზე დვალიშვილის დარტყმის შემდეგ, როგორც გამეორებაზე გამოჩნდა საჩხერელთა მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის საჯარიმოსთან თამაშის წესების დარღვევით გააჩერეს, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა.

ბათუმელები უფრო მეტად უტევდნენ, თუმცა 67-ე წუთზე საპირისპირო მოხდა და მასპინძლებმა კონტრშეტევაზე გაიტანეს. გატანილი გოლის ავტორი გიორგი ფანცულაია გახდა.

ამ გოლის შემდეგ სტუმრებმა უფრო დაბეჯითებით დაიწყეს შეტევები, თუმცა "ჩიხურა" თავს კარგად იცავდა და ზოგჯერ არც "დინამოს" შეტევები იყო იდეალური.

87-ე წუთზე კი რატი არდაზიშვილმა ბათუმელთა საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთბაშად სამი კაცი მოატყუა და ეფექტური გოლი გაიტანა.

საბოლოოდ "ჩიხურამ" 2:0 მოიგო და 41 ქულით მეხუთე ადგილზე გადავიდა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილის ლიდერ ბათუმის "დინამოს", ეს აჭარლებისთვის მტკივნეული მარცხია, რადგან ქულები ჩემპიონობისთვის ჰაერივით სჭირდებათ. თანაც ბათუმელები უკვე მეოთხე მატჩია ვერ იგებენ - აქამდე ზედიზედ სამი ფრე დააფიქსირეს.

ამჟამად ბათუმის "დინამო" 64 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა 3 ნოემბერს თავიანთ მატჩებს "დინამო თბილისი" (63) და "საბურთალო" (61) გამართავენ.

ივანწმინდა. ცენტრალური

ჩიხურა-დინამო (ბთ) 2:0

გოლები: 1:0 გიორგი ფანცულაია (67), 2:0 რატი არდაზიშვილი (87)

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი ფანცულაია, გიორგი კორიფაძე, მიშიკო სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, რატი არდაზიშვილი, შოთა კაშია (კ)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო (ბთ). 4-2-3-1: მიხეილ ალავიძე (კ), ბენჟამინ ტეიდი, ჯამბულ ჯიღაური, გიული მანჯგალაძე, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

აჭარიდან
ადმინ კომენტარებს რატო მიბლოკავთ?რა არ მოგწონთ ან რა ვთქვი არასწორი თქვე მართლა არასწორებო?
G.l.
ბათუმი არ არი აჩემპიონო გუნდი.რაში ჭირდებათ ეს ცანცარა ალავიძე ვერ ვიგებ, ან რაღა დროს დვალიშვილია. საბურთალო გინდათ ჩემპიონად? მოვიდა არარატ არმენიაააა...
gogia
ხოდა როცა ჩემპიონობისთვის იბრძვი და ამბიცია გაგაჩნია თავის გუნდიან, თავის მსაჯიანად,ყველაფრიანად უნდა შეჭამო და მიზეზები არ ეძებო ხან მსაჯიო ხან მოედანიო ითამაშე უფრო მეტი ჯიგრით და ყველაფერი კარგად იქნება მითუმეტეს მთელი რეგიონი გვერდით გიდგას და ყველა გასვლაზე თან დაგყვება ამხელა ამალა.ჯიგარი უნდა მეტი და სპორტული ჟინი.ძალიან ნაწყენები ვართ დღევანდელი თამაშით.
ზაზა
რომან ცივი წყალი დალიე რა.შენ ერთ_ერთი ხარ იმ ვაიგულშემატკივრებიდან ანგისაზე რომ აგინებენ ყველას და ყველაფერს და მინდორზე უცხო საგნებს ისვრიან და ნუ ბაქიბუქობ რა.რისი დამანგრეველი ხარ
ლუკა
ბათუმი საპატიო მესამეზე, საბურთალო ჩემპიონია,დინამოს კუთვნილი მეორე ადგილი
დუდუ
ზედმეტად ილუზიებში არიან ბათუმელები. ნამდვილად არაა საჩემპიონო გუნდი არადა მაგარი დაფინანსება აქვთ.სელექციაც არ უვარგათ.მერამდენე გოლი გადის ალავიძის შეცდომის გამო.ან რაღა დროს ნავალოვსკი და დვალიშვილია.კი მსაჯობა საშინელება იყო,მაგრამ 100% მომენტები როცა გაქვს უნდა გამოიყენო თუ ჩემპიონობაზე გაქვს პრეტენზია.ისე არ დაშლილიყო ტორპედო ჩემპიონი უკვე ცნობილი იქნებოდა.რა გუნდი დაშალეს ამ უნამუსოებმა.ძალიან სუსტი ჩემპიონატია.ეს ბათუმის დინამო ძველ გუნდის ფრჩხილადაც არ ღირს.მახარაძე,მაჭუტაძე,ტუღუში,შეყილაძე,კანთიძე.უმაგრესი ფეხბურთელები იყვნენ.
romani bejanidze
ხო კიდე არაპროფესიონალიზმი გამოჩნდა ფეხბურთის მტერი. ამიტომაც არ დადის ხალხი ფეხბურთის საყურებლად როცა იცის რომ ძალიან კაი თამაშიც რომ იყოს მსაჯები გააფუჭებენ და ჩაწყობილი ანგარიშით დაამთავრებენ. დარწმუნებული ვარ რომ ვერ გაეტანა ჩიხურას პენალტს დანიშნავდა ბათუმის კარში კიკალეიშვილი აუცილებლად. დინამოს გაამწარებენ რადგან კერძო კლუბი გახდა. აქამდე თუ იგებდნენ იმიტომ რომ ჯერ კიდევ სახელმწიფო გუნდი იყო როგორც კი გადასცეს ბერიძეს გუნდი მის მერე დინამომ თამაში ვეღარ მოიგო. ღმერთი არ გაგიწყრეთ და დინამო ბათუმი არ ჩააფლაოთ თორემ ანგისის ბაზა ახალად ასაშენებელი დაგრჩებათ.
ემზარ დუისბურგი
ბათუმის დინამო ამ ბოლო თამაშებში რომ გოლის გატანაში მოიკოჭლებს ეს ვიცით, მაგრამ ეს რა ამაზრზენი მსაჯობა იყო ,დვალიშვილი შეტევაში თავით ურტყამს კარს აცილებს და მსაჯმა კუთხური დანიშნა!7-8 მეტრიდან ხელით თამაში არ დააფიქსირა და მეორე ტაიმში ფეხბურთელი არ გააძევა და საერთოდ დარღვევაც ვერ დაინახა .....ამას უკვე სახელიც არა აქვს რასაც მსაჯი დღეს აკეთებდა! წარმოგიდგენიათ შემდეგ ტურებშიც ასე რომ გაგრძელდეს ,საბურთალოს და თბილისის დინამოს თამაშებზე,ეს ხომ კლავს თამაშს....მე მგონია კობიაშვილმა აუცილებლად უნდა მოსთხოვოს პასუხი მსაჯს......
გიორგი
მსაჯმა საჩუქარი გაუკეთა დინამო თბ-ს. თუ ჩემპიონობა შეუძლია თვითონ გახდეს და მაშინ ღმერთმა შეარგოს ეხლა კი მსაჯები მიათრევენ ჩემპიონობისკენ. ჰოდა, ან ბათუმი უნდა გახდეს ან საბურთალო.
gocha
საბურთალოს ჩემპიონობა თითქმის არავის უნდა,მაგრამ ობიექტურად ამ სამში ყველაზე ძლიერი სწორედ საბურთალოა.ყველაზე შეთამაშებული,თან საკუთარი აღზრდილები ყავს თითქმის ყველა,როგორც გუნდი ორივეზე მეტად გამოცდილია.დინამოსთან არ გაუმართლა თორე დიდი ანგარიშით უნდა მოეგო.აი დინამოდან შენგელია რომ არ წასულიყო ჩემპიონი დინამო გახდებოდა.საბურთალო დარჩენილ ყველა თამაშს მოიგებს,დინამოს რუსთვში გაუჭირდება.ობიექტურად დღესდღეობით საბურთალო ყველაზე ძლიერი გუნდია საქართველოში,მოგვწონს თუ არა ეს.
გოჩა
კარგი ბატონო გუნდს რომელსაც ჩემპიონობა სურს უკეთ უნდა ითამაშოს,მაგრამ მსაჯმა პენალი არ დანიშნა,ჯარიმა თუ დანიშნავდა მაშინ წითელიც უნდა ეჩვენებინა,რათქმაუნდა არ დანიშნა,ჰოდა სულ კეთილ და კარგ ამბებს ვუსურვებ მთელ მსაჯთა მოდგმას,ფეხბურთს ვთამაშობდი და კარგად ვერკვევი ამ მსაჯების მაიმუნობაში მაგრამ კაცი ორ მეტრში იდგა,ყველაფერი დაინახა კარგად,თუ გუნდი ხარ და ჩემპიონობა გინდა მსაჯებიანად უნდა მოუგო ყველას აბა სამი მეტრიდან რომ ვერ გაიტან მესამე თამაშია უკვე,მოკლეთ,ასეა ეს.
romani bejanidze
მსაჯებზეც რომ დაგეწერათ 1 ან 2 სიტყვით რომ ბათუმის დინამოს მთელი ძალით ეთამაშებოდა მსაჯი და ივანიშვილს არ ეწყინოს პენალტი არ დანიშნა? ისე აშკარაა რომ საჩხერეს უკვე მეორედ მოაგებინეს. ერთხელ რუსთავთან და ახლა ბათუმთან. ჩვენ თქვენზე ყველაზე მაღლად ვდგავართ და არ დავეშვებით თქვენ დონეზე. ჩვენ ბათუმელები ვართ. "მხოლოდ ბათუმი მხოლოდ დინამო."
jiji
რა ბათუმი რის ბათუმი როცა საბურთალოა,,საბურთალო ჩემპიონ,,ბათუმი თავის კუთვნილ მესამე ადგილზე,,საბურთალო საბურთალო,
ნუგზარი
მსაჯმა კიკაჩეიშვილმა და ჩიხურას მეკარე ჰამსიჯმა ბათუმის დინამო დაამარცხეს.
ბათუმის ფანი
დინამო თბილისი საჩემპიონო ფოტოზე კიკაჩეიშვილიც დააყენეთ
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"