რუსთავის "ოლიმპის" 23 წლის სწრაფი და სხარტად მოაზროვნე ნახევარმცველი თემურ ქეცბაიამ შეკრებაზე გამოიძახა
რუსთავის "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელ თორნიკე მაისურაძეს მამის, ზურაბ მაისურაძის ნიჭი რომ დაჰყვა, გუნდში მის მიერ მიწვეული უდავოდ საინტერესო ფეხბურთელების ჩამონათვალიც ადასტურებს. ირაკლი მაისურაძე მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, 23 წლის სწრაფი და სხარტად მოაზროვნე ნახევარმცველი თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა.

კიევის "დინამოსა" და ბელარუსის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, "ვიტებსკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალენტინ ხაცკევიჩმა 2009 წელს მაისურაძეზე თქვა: "ის ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. ჩემი აზრით, მსგავსი სათამაშო ინტელექტი და ტექნიკა ბელარუსში ბევრ ახალგაზრდას არ აქვს."

რუსთავის "ოლიმპმა" თურქულ შეკრებაზე ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელი რომ დაიმატა, მხოლოდ ეს ფრაზა ვიცოდით, ისიც, რომ ირაკლი "ზესტაფონი 2"-დან უცხოეთში ადრეულ ასაკში წავიდა და ბელარუსში თამაშობდა - "მტზ-რიპოსა" და "ვიტებსკში", მეტი არაფერი.

მერე გავიგეთ, რომ 2010 წლის თებერვალში გაკოტრების პირას მისული "ვიტებსკი" ნალჩიკის "სპარტაკში" ან "კრილია სოვეტოვში" გადასვლის იმედად დატოვა. ეს ვარიანტები ჩაეშალა და ერთი წელი უგუნდოდ დარჩა, ფეხბურთის სიყვარულს კი მოსკოვის მოყვარულთა გუნდში თამაშით იკლავდა.

- დარწმუნებული ვარ, ქეცბაიას მიწვევა მოულოდნელი იქნებოდა.

- ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა, ტყუილად ხომ არ ვთამაშობ. მაგრამ გამოძახება მართლა მოულოდნელი იყო, ამის გამო კი - უფრო სასიამოვნოც. ქეცბაიამ მომცა შანსი, საქართველო და საკუთარი თავი ვასახელო. მადლობა ბატონ თემურს ნდობისთვის, ისევე, როგორც თორნიკე მაისურაძეს, რომელმაც "ოლიმპში" მიწვევით თავის წარმოჩენის და ნაკრებში მოხვედრის შანსი მომცა. შევეცდები, სამომავლოდ "ოლიმპს" უფრო წავადგე და ნდობა გავამართლო.

ვერ ვიტყვი, რომ "ოლიმპში" შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინე, მეტიც შემეძლო, მაგრამ ცუდადაც არ მითამაშია. ეროვნულ ნაკრებში ჰაერიდან არ ამიყვანდნენ.

- შენი აზრით, 18 კაცში მოხვედრის შანსი გაქვს?

- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შარშან საქართველოში არავინ მიცნობდა, წლეულს კი ნაკრების კანდიდატი გავხდი, გამოდის, ყველაფერია შესაძლებელი. 12-დღიანი შეკრება იმიტომაც ეწყობა, ახალმა ფეხბურთელებმა თავი გამოვიჩინოთ.

- თუ არ მეშლება, აქამდე არც ერთ ნაკრებში არ გითამაშია.

- არც ერთში, პირდაპირ ეროვნულში მოხვედრა დიდი ბედნიერებაა.

OLIMP
კაია რო გამოიძახეს ნაკრებში მართლა კარგად თამაშობს :)
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა