ალექსანდრე იაშვილი: "ერთიანი სულისკვეთებით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება"
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 3 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ სტუმრად სათამაშოდ ემზადება.

დღეს, 24 მაისს ნაკრების საწვრთნელ ბაზა "ბასაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ და ნაკრების ფეხბურთელებმა მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობასა და სამზადისზე ისაუბრეს.

ქეცბაიას განცხადებით, გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, თანდათან იკრიბება და ინტენსიურად ვარჯიშობს. მისი თქმით, ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ შეხვედრისთვის მაქსიმალურად კარგად მოემზადონ.

რაც შეეხება ფიზიკურ ფორმას, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მეტ-ნაკლებად კარგ ფორმაში იმყოფება.

საკმაოდ დაძაბულ ბრძოლას ელოდებიან ფეხბურთელები. მათი განცხადებით, ხორვატების თბილისში დამარცხების შემდეგ, გუნდში კარგი განწყობაა, თუმცა ყველა მათგანი კარგად აცნობიერებს, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები საკუთარ მოედანზე რევანშის აღებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"ხორვატიის ნაკრები ჩვენ ჯგუფში საუკეთესო გუნდია და ურთულესი მატჩი გველის, თუმცა თბილისურმა მატჩმაც დაგვანახა, რომ ერთიანი სულისკვეთებით მოედანზე გასულ გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია", - განაცხადა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ქართველმა ფეხბურთელებმა ხორვატების წინააღმდეგ პირველი შეხვედრა 26 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართეს. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1 - 0 დასრულდა.

interpressnews.ge

იხილეთ ვიდეო

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა