ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი 25 მაისს, "თბილისი მერიოტში" ევრო-2011-ის პრეზენტაციას წარმოადგენს
ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი 24 მაისს თბილისს 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ევროპული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა, არაერთი ტიტულის მქონე ლიტველი ცენტრი ამჯამად ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ელჩი და ოფიციალური სახეა, რომელიც მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის პოპულარიზაციის პროპაგანდას ევროპის სხვადასახვა ქვეყნებში ეწევა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი მოწვევით, საბონისი ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 24 მაისს 16:25 წუთზე სტამბული-თბილისის რეისით ჩამოფრინდება.

25 მაისს დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან.

ასევე 25 მაისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მოეწყობა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელსაც თავად არვიდას საბონისი წარმოადგენს. ლიტველი კალათბურთელის ვიზიტი 26 მაისს კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება და 27 მაისს დასრულდება.

(25 მაისის შეხვედრების დეტალები ზუსტდება)

არვიდას საბონისის დოსიე

დაიბადა 1964 წლის 19 დეკემბერს კაუნასში.

პოზიცია: ცენტრი, 214 სმ.

კარიერა დაიწყო 1981 წელს კაუნასის "ჟალგირისში".

საკლუბო კარიერა:

კაუნასის "ჟალგირისი" (ლიტვა) (1981-1989 წლები)

"ვალიადოლიდი" (ესპანეთი) (1989 - 1992 წლები)

მადრიდის "რეალი" (ესპანეთი) (1992 - 1995 წლები)

"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი" (აშშ) (1995 - 2001, 2002 - 2003 წლები)

კაუნასის "ჟალგირისი" (ლიტვა) (2003 - 2005 წლები)

ტიტულები

ინდივიდუალური პრიზები

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1985)

2 გზის ევროპის წლის საუკეთესო კალათბურთელი (1985, 1997)

2 გზის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1993 - 1994, 1994 - 1995)

ევროლიგის ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშე (1995)

ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე (2004)

ევროლიგის თOP-16-ის საუკეთესო მოთამაშე (2004)

სანაკრებო პრიზები

ოლიმპიური თამაშები

1) ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (1988)

2) ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ლიტვის ნაკრებთან ერთად (1992, 1996 წლებში)

მსოფლიოს ჩემპიონატები

1) მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1982)

2) მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1986)

ევროპის ჩემპიონატები

1) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ახალგაზრდებში საბჭოთა კავჭირის ნაკრების შემადგენლობაში (1983)

2) ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1983)

3) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1989)

4) ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ლიტვის ნაკრებთან ერთად (1995)

msy.gov.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს