გაბრიელ მილიტო და ბოიან კრკიჩი ესპანეთის 2010/11 წლის ჩემპიონატის წარუმატებელთა ნაკრებში მოხვდნენ
"ბარსელონას" ფეხბურთელები გაბრიელ მილიტო და ბოიან კრკიჩი ესპანეთის 2010/11 წლის ჩემპიონატის წარუმატებელთა ნაკრებში მოხვდნენ. ეს გუნდი (11 მოთამაშე) პოპულარულმა ინტერნეტგამოცემა Goal.com-მა შეადგინა. გასულ სეზონში "ბარსელონამ" ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო.

მცველმა მილიტომ მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა, ფორმის აღდგენა ვერაფრით შეძლო. ცენტრალური მცველის კარლეს პუიოლის ტრავმის მიუხედავადაც კი, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დაცვის ცენტრში ადგილს არა მილიტოს, არამედ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსს და ხავიერ მასკერანოს ანდობდა.

რაც შეეხება კრკიჩს, ისიც მასზე დამყარებულ იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. სეზონის დაწყების წინ მან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ცხრანომრიანი მაისურა მიიღო, მაგრამ კარგი თამაში ვერ აჩვენა. შესაძლოა, მილიტომ და კრკიჩმა "ბარსელონა" ამ ზაფხულს დატოვონ.

"ბარსელონას" მოთამაშეების გარდა ესპანეთის ჩემპიონატის წარუმატებელთა ნაკრებში "სევილიას" მეკარე ანდრეს პალოპი, მცველები სისინიო ("ვილიარეალი"), ლუის პერეა ("ტლეტიკო"), ნახევარმცველები პედრო ლეონი, სერხიო კანალესი ( ორივე "რეალი"), როისტონ დრენტე ("ერკულესი"), ლუკა ჩიგარინი ("შევილია") , თავდამსხმელები ლუის ფაბიანო ("შევილია") და დიეგო ფორლანი ("ტლეტიკო") მოხვდნენ.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა