ინგლისში დიდი სკანდალია: გაირკვა რომ ფეხბურთელი, რომელიც ცოლს უელსელ მოდელ აიმოჯენ ტომასთან ღალატობდა, რაიანი ყოფილა
დღეს, ინგლისში დიდი სკანდალია: გაირკვა რომ ფეხბურთელი, რომელიც მეოჯახე კაცის სახელით იყო ცნობილი, მაგრამ ცოლს ტელეშოუ Big Brother-ის მონაწილე უელსელ მოდელ აიმოჯენ ტომასთან ღალატობდა, რაიან გიგზი ყოფილა.

გაზეთებსა თუ ინტერნეტ სივრცეში ოსამა ბინ ლადენის მოკვლას არ გამოუწვევია ისეთი ამბავი, 37 წლის გარემარბისთვის ნიღაბის ჩამოხსნამ რომ გამოიწვია. ისტორია ამდენად განსაკუთრებული კი იმან გახადა, რომ სასამართლომ ფეხბურთელის ვინაობის დასახელება და რომანის დეტალების გამომზეურება აკრძალა. კვირების განმავლობაში იწერებოდა „მავან მეოჯახე ვარსკვლავზე“, რომელსაც მეუღლისთვის უღალატია. 28 წლის ქალი ინტერვიუებს ღიად არიგებდა, ტელესტუდიებში ქვითინებდა, მაგრამ ყოფილ საყვარელს ვერ ასახელებდა.

ბოლო დღეებშიც, საქმე უმაღლესმა სასამართლომ განიხილა და მოქმედი პირის ვინაობის დასახელება კიდევ ერთხელ აკრძალა, მაგრამ სოციალურ ქსელებს რა გინდა უქნა? ის, რომ მოღალატე ქმარი რაიან გიგზი იყო „ტვიტერში“ 75 ათასმა ადამიანმა დაწერა და სახელმწიფო ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას როლში რჩებოდა.

როგორც ჩანს სწორედ ეს ვერ აიტანა პარლამენტის წევრმა დემოკრატიული პარტიიდან, ჯონ ჰემინგმა, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და ხმამაღლა თქვა ის, რაც უკვე, ისედაც ყველამ იცოდა. ასე განსაჯეთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმაც კი თქვა, რომ იცოდა ვისზე იყო ლაპარაკი.

ჩვენ, სასიყვარულო ისტორიისა და ყვითელი სკანდალის დეტალებზე აღარ შევჩერდებით, იმას კი ვიტყვით, რომ უცნაური ბრიტანული „ტრადიციის“ თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაინცდამაინც უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ ჩააგდეს შავ დღეში. თუ დაკვირვებიხართ, ინგლისში მსგავსი სკანდალი აუცილებლად მსოფლიოს ჩემპიონატის ან რაიმე უდიდესი საფეხბურთო მოვლენის წინ ტყდება ხოლმე. ახლაც ასეა, შაბათს „უემბლიზე“ ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ ხვდება, ხოლო გიგზი, მოგეხსენებათ, „იუნაიტედის“ ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია.

ინგლისის 19-გზის ჩემპიონთა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, საზოგადოებრივი ორომტრიალის ეპიცენტრში აღმოჩენილ უელსელს მხარდაჭერა გამოუცხადა. უპირველეს ყოვლისა ფერგიუსონს თავად გიგზისგან უნდოდა გაეგო, რამდენად იმოქმედა მასზე სკანდალმა, შეძლებს თუ არა ის, 28 მაისს, კატალონიელების წინააღმდეგ თამაშს. გიგზს ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაუცია. სერ ალექსმა, რომელიც სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულით დააჯილდოვეს, მენეჯერთა ასოციაციის მიერ საგანგებოდ მოწვეულ სადილზე თქვა: „დღევანდელ ცხოვრებაში მასმედია სახიფათო მხეცად იქცა. ის ფეხბურთელების ცხოვრების დეტალებში იქექება.“

ამბობენ, რომ ფერგიუსონი საგონებელშია. მას ჯერ არ გადაუწყვეტია, „ბარსას“ წინააღმდეგ, მოედანზე 22 წლის მექსიკელი ხავიერ ერნანდესი გაიყვანოს თუ მის ნაცვლად დამატებითი ნახევარმცველი ათამაშოს. სამაგიეროდ, ეჭვი არავის ეპარება, რომ დაცვაში 30 წლის პატრის ევრა თავის ადგილზე იქნება. დღეს ევრა კმაყოფილებით იხსენებს, რომ შარშან ამ დროს ფერგიუსონმა გუნდიდან წასვლა გადააფიქრებინა.

„ოჯახური მიზეზების გამო შარშან მანჩესტერიდან წასვლა მინდოდა, მაგრამ მწვრთნელი შინ მესტუმრა და გადამაფიქრებინა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წინა დიდი თაობის ვარსკვლავი, ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის მფლობელი, 36 წლის დევიდ ბექჰემი კი ამბობს, რომ სერ ალექსის დღევანდელი შემადგენლობა „ოლდ ტრეფორდის“ ყველა დროის დიადთა შორის ადგილს იმსახურებს.

„ახლანდელი თაობა უკვე „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო თაობებს შორის არის. მან ეს შედეგებითაც დაიმსახურა. სიდიადისთვის მეტი რაღაა საჭირო?"

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს