გაზეთი „სანი“ ირონიით წერს, რომ „არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა, როგორც იქნა, ვიღაცას რაღაც მოუგო
გაზეთი „სანი“ ირონიით წერს, რომ „არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა, როგორც იქნა, ვიღაცას რაღაც მოუგო - ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებს დანიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 19 წლის ჯეკ უილშირი არ გაატანა. მოგეხსენებათ, „მეთოფეთა“ ფრანგი თავკაცი „ახალგაზრდა ლომთა“ მწვრთნელ სტიუარტ პირსს უილშირის გამო კარგა ხანია ებრძოდა. საბოლოოდ პირსმა დათმო და ჩრდილოლონდონელი ყმაწვილკაცი 23 კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

საგულისხმოა, რომ სულ რაღაც ცხრა დღის წინ უილშირი ამბობდა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში სათამაშოდ მზად იყო. ის ამბობდა: „მართალია, პრემიერლიგაში სრული სეზონი ჩავამთავრე, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემთვის კიდევ ერთ შეჯიბრებაში მონაწილეობა პრობლემა არ იქნებოდა“.

ჟურნალისტებმა ყმაწვილკაცს მას მერეც მიაკითხეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ის დანიაში არ მიჰყავთ. ამჯერად მისი პასუხი განსხვავდებოდა: „ახალგაზრდულ ნაკრებს იმიტომ არ გავყევი, რომ ენერგია აღვიდგინო და სხეულს გავუფრთხილდე. ბოლო რამდენიმე კვირაა დაღლილობას ვგრძნობდი და ეს ჩემს სათამაშო პარამეტრებზეც აისახებოდა. გამოკვლევები აჩვენებდა, რომ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ტრავმას გამოიწვევდა, რაც ჩემი კარიერის ამ ეტაპზე არანაირად არ მინდა. ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ და, მართალი გითხრათ, ტრავმის პერსპექტივამ ცოტა შემაშინა“.

ამრიგად, უილშირი ახალგაზრდულ ნაკრებს დანიაში არ გაყვა, მაგრამ ამას „დიდი ნაკრების“ იტალიელი თავკაცისთვის, ფაბიო კაპელოსთვის ხელი არ შეუშლია, რომ „არსენალის“ ვარსკვლავი, 4 ივნისს, შვეიცარიასთან სათამაშოდ გამოეძახა - ეს გახლავთ, ევრო 2012ის შესარჩევი შეხვედრა.

პირსმა თქვა: „მართალია, ჯეკი მარტში შესანიშნავ ფორმაში იყო და ამბობდა, რომ ახალგაზრდათა ევროპის პირველობაზე წასვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ ბოლოს რომ შემხვდა, დაღლილობა შემომჩივლა. მან მითხრა, რომ ასეთ ფორმაში მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მონაწილეობა სწორი აქ იქნებოდა“.

23 კაცში არც „ლივერპულის“ ფორვარდი, 22 წლის ენდი ქეროლი შეიყვანეს.

დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
12 წლის წინ პადოკში საბურავების გროვით შეაპარეს, დღეს კი ანტონელი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს