”ბარსელონას” 31 წლის განაპირა მცველი ერიკ აბიდალი ნელ-ნელა შედის ფორმაში და ასევე ნელ-ნელა უბრუნდება ძველი რიტმით ცხოვრებას
ერიკ აბიდალი სეზონის დასაწყისიდანვე არნახულ ფორმაში იყო. ფრანგი ჟურნალისტები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ეს წელი ერიკისთვის საუკეთესო იყო კარიერაში. იმის თქმაც კი შეიძლებოდა, რომ დაცვით ხაზში “ბარსაში” საუკეთესო იყო. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ის ინფორმაცია, რომელიც ფრანგ ფეხბურთელზე მარტში გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ აბიდალს ღვიძლზე ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. საბედნეიროდ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი აპრილის ბოლო მინდორს დაუბრუნდა. 31 წლის განაპირა მცველი ნელ-ნელა შედის ფორმაში და ასევე ნელ-ნელა უბრუნდება ძველი რიტმით ცხოვრებას. მასთან ინტერვიუ უეფას ოფიციალურმა საიტმა გააკეთა.

- როგორ მიიღეთ ცნობა, რომ ღვიძლზე ავთვისებიანი სიმსივნე გქონდათ?

- მას შემდეგ ცოტა შევიცვალე. ამ დროს ხომ, როგორც წესი, ცუდზე ფიქრს იწყებ. ფიქრობ, ხვალ რომ შეიძლება აღარ იყო, როგორ გადაიტანს ამას შენი ოჯახი. მეუღლესთან შევეცადე ყველაფერზე შევთანხმებულიყავი, იმაზეც კი, რაზეც ადრე ვიყავით შეთანხმებულნი. არ მიყვარს შორს ჭვრეტა... ეს ისეთი შვებულებასავით იყო, რომელსაც ვერასოდეს დაგეგმავ. დღეს კი უკვე ვცდილობ, რომ გეგმები მხოლოდ მეორე დღისთვის მქონდეს.

- შეძლებთ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას?

- ვეცდები, რომ ლიგის ფინალამდე კონდიცია აღვიდგინო. მაგრამ ამხელა ოპერაციის შემდეგ სიჩქარე საჭირო არ არის. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთო. სხეული ნელ-ნელა უბრუნდება ძველ მდგომარეობას. ამ წუთას თავს მართლა კარგად ვგრძნობ. თუკი ლონდონში არ ვითამაშებ ამით არაფერი დაშავდება. კარგი სამსახური მაქვს და რაც მთავარია ჯანმრთელი ვარ.

- ხშირად გითქვამთ, რომ ყოველთვის “ბარსელონაში” თამაში გსურდათ.

- როცა პატარა ვიყავი, ჩემი კერპი მარადონა იყო და ის “ბარსელონაში” თამაშობდა. მაშინ მე თავდასხმაში ვთამაშობდი. მიყვარდა გოლების გატანა და გულშემატკივრების გახარება. “ბარსელონა” ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და იმისთვის, რომ ეს ოცნება რეალობად მექცია, შვიდი პირი ოფლი მოვიდინე და ძალიან ბევრი სიამოვნება დავთმე. ახლა მე ბედნიერი ვარ.

- ლიონელ მესი სუპერტალანტია არგენტინიდან. როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა?

- ეს ჩვენი პატარა საიდუმლოა. თუკი ამაზე გიპასუხებთ, ჩვენს საიდუმლოს გავყიდი და მეტოქეებს საქმეს გავუიოლებ. მისი დაჭერა ძალიან ძნელია იმიტომ, რომ არასოდეს იცი, რას გააკეთებს მეორე წამში. თითქოს ის სხვა პლანეტიდანაა. ლეოს ყველაფერი შეუძლია და უკვე ბევრი რამ დაამტკიცა, მიუხედავად ასაკისა. რა თქმა უნდა მესის წინ კიდევ ბევრი კარგი სეზონი აქვს. იმედია, “ოქროს ბურთს” იმდენჯერ მოიპოვებს, რომ რეკორდს დაამყარებს.

- თქვენ არც რომში გითამაშიათ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. რას გაიხსენებდით იმ მატჩზე?

- გრანდიოზული ფინალი იყო. ძალიან გვინდოდა მატჩი მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა და ასეც მოხდა. სწორედ ამიტომ ვიხსენებთ ხოლმე ჩვენს დევიზს: “უფრო მეტი, ვიდრე კლუბი”. გულშემატკივრები, ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე თუ ტრიბუნებზე – ჩვენ ყველანი ძალიან ძლიერები ვართ სულიერად. ერთად ჩვენ უდიდესი საქმეების გაკეთება შეგვიძლია.

- უემბლი ლეგენდარული სტადიონია. 1992 წელს “ბარსამ” სწორედ იქ მოიგო პირველად ჩემპიონთა ლიგა.

- ჰო, კარგი იქნება, თუკი ახლაც გავიმარჯვებთ. მე მითამაშია “უემბლიზე” საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში - ფანტასტიკური არენაა.

- საფრანგეთი ვის მხარეს იქნება. აბიდალის “ბარსასი” თუ “მანჩესტერ იუნაიტედის”, რომელშიც თავის დროზე ერიკ კანტონა თამაშობდა?

- ნუ დაგავიწყდებათ, რომ “მანიუში” პატრის ევრა თამაშობს. ვფიქრობ, ფანები ორად გაიყოფიან. იმედია, ძლიერი გაიმარჯვებს. ასეთ შემთხვევაში ეს ჩვენ ვიქნებით.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"