საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი აგრძელებს წარმატებულ თამაშს პორტუგალიის ჩემპიონატში. მისმა კლუბმა "ბრაგამ" ზედიზედ მოიგო ორი თამაში და მეხუთე ადგილამდე აღზევდა.

მეათე ტურში "ბრაგამ" სტუმრად დაამარცხა ფინალური ექვსეულისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "აგუაშ სანტაში" - 29:24. არსენაშვილი ამ მატჩზე სანაკრებო მატჩების შემდეგ ჩავიდა და მწვრთნელებს დიდად არ დაუტვირთავთ, ბოლო ტურში კი კლუბმა შინ დაამარცხა კიდევ ერთი კონკურენტი "ბოა ჰორა" (26:20), ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი 3 გოლი გაიტანა. სულ 21 წლის ხელბურთელს ჩემპიონატის 11 ტურში 33 გოლი აქვს გატანილი. ჯამური მარგი ქმედების კოეფიციენტით (40.20 ქულა) კლუბში საუკეთესოა, მთელ ლიგაში კი მეოცე შედეგი აქვს.

ჩემპიონატს უდანაკარგოდ, 11-11 მოგებით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე, "სპორტინგი" და "პორტუ", რომელმაც ლიგის ბოლო ტურში სენსაციურად დაამარცხა გერმანიის "კილი". მესამე ადგილზეა "ბენფიკა", შემდეგ კი 23 ქულით მოდის 4 კლუბი: "მადეირა", "ბრაგა", "მაია ისმაი" და "ბოა ჰორა".

პირველი წრის დასრულებამდე 3 ტურია, ხოლო სანაკრებო პაუზამდე, 22 დეკემბრამდე, "ბრაგას" სულ 9 მატჩი აქვს სათამაშო. ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისა და ევროტურნირების საგზურებისთვის განაგრძობს.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. 11 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. სპორტინგი 33, 2. პორტუ 33, 3. ბენფიკა 29, 4. მადეირა 23, 5. ბრაგა 23, 6. მაია-ისმაი 23 -- 7. ბოა ჰორა 23, 8. აგუაშ სანტაში 21, 9. ბელენენსეში 20, 11. გაია 19, 12. ავანკა 18, 13. ჰორტა 15, 13. ბოავიშტა 15, 14. ვიტორია 13 (ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას).

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა