ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ერედივიზიეს ლაურეატები

ერედივიზიეს ლაურეატები

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ტეო იანსენს ჰოლანდიის ნაკრებში სულ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული

სწორედ გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ “ტვენტეს” შემტევი ნახევარმცველი ტეო იანსენი სულ რაღაც 3 მილიონ ევროდ “აიაქსში” გადავიდა. ის ჰოლანდიური ერედივიზიეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორეზე გავიდა “დენ ჰააგის” განაპირა ნახევარმცველი 25 წლის ვესლი ვერჰუკი, მესამეზე - “როდას” საყრდენი, 23 წლის რუუდ ვორმერი. გამოკითხვამ წლის სხვა ლაურეატებიც გამოავლინა: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “აიაქსის” 19 წლის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მიიჩნიეს. გამოკითხვა ყოველი ტურის შემდეგ ტარდებოდა ძირითადად ჰოლანდიის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელთა შორის. შედეგები კი სეზონის დასრულებისთანავე დაითვალეს.

“ტვენტესთან” ერთად ტეო იანსენს მშვენიერი სეზონი ჰქონდა ერედივიზიეში. მან ჰოლანდიის თასზე გამარჯვების გარდა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებიც მოიპოვა. სულ კი 30 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. დაჯილდოების შემდეგ იანსენმა შემდეგი განაცხადა: “მე ინდივიდუალური პრიზების შეგროვება მაინცდამაინც არ მიტაცებს. რა თქმა უნდა, ყოველი აღიარება სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი ჩემთვის ყოველთვის გუნდურად მიღწეული წარმატებები იქნება”.

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეთა გამოვლენა ფეხბურთის იმ ექსპერტებს მიანდეს, ვისაც სათავეში იოჰან კრუიფი უდგას. გამარჯვებულის ვინაობა ზემოთ უკვე მოგახსენეთ. აი, რა განაცხადა ერიკსენმა: “ჩემთვის ეს სეზონი მართლა დაუვიწყარი გამოდგა და ასეთად დარჩება სულ. ეს ხომ უბრალოდ დაუჯერებელია! პროფესიული კარიერის პირველი სეზონი ჩავატარე და ჰოლანდიის ჩემპიონის ოქროს გარდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მოვიპოვე”.

კომენტარის გაკეთება ისურვა თავად კრუიფმაც: “კრისტიანმა დაიმსახურა ეს პატივი. მეტსაც გეტყვით, მე ეს ფეხბურთელი უკვე მთელი სულითა და გულით მიყვარს. ეს აღიარება ჯერ მხოლოდ დასაწყისია და კრისტიანისთვის ის სტიმულად უნდა იქცეს, რათა გამოწუროს საკუთარი შესაძლებლობების 100%. ის დანიური საფეხბურთო სკოლის ტიპური წარმომადგენელია. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ნიჭით შეიძლება ის ბრაიან და მიკაელ ლაუდრუპებს შევადაროთ, მაგრამ მხოლოდ დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ის ლეგენდარული ძმების გზის გამეორებას”.

ლანსმა მწვრთნელი გაარკვია

როგორც იცით, “ლანსმა” იმდენი ქნა, რომ ვადამდე გაინაღდა ლიგა 1-დან დაქვეითება. ხელმძღვანელობამ რუმინელ სპეციალისტ ლასლო ბოლონის ეს არ აპატია და განუცხადა, რომ 1-ლი ივლისიდან ის უმუშევარი დარჩება. ახალი მწვრთნელის ძებნაში “ლანსს” დიდი დრო არ დაუხარჯავს. “ეკიპის” ცნობით, ლიგა 2-ში დაქვეითებულ კლუბს საფრანგეთის თასის ნახევარფინალისტ “ანჟეს” თავკაცი ჟან-ლუი გარსია ჩაიბარებს. მხარეთა შორის მოლაპარაკებათა პროცესი სულ რამდენიმე დღეში დამთავრდა. “ანჟემდე” 48 წლის მწვრთნელი “ტულონსა” და “ბორდოს” მეორე გუნდში მუშაობდა.

მვილა რენში რჩება

“რენისა” და საფრანგეთის ნაკრების საყრდენ ნახევარმცველ იან მვილას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება ისედაც აკავშირებდა, თუმცა მხარეებმა ის ვადაზე ადრე გაახანგრძლივეს. მვილა ახალი კონტრაქტით “რენში” 2015 წლის ივლისამდე დარჩება. ბრეტონული კლუბის ხელმძღვანელობას შეეშინდა, რომ მის ლიდერს შეძლებული კლუბები მაცდუნებელ წინადადებებს შესთავაზებდნენ კარიერის გასაგრძელებლად. აქედან გამომდინარე ინიციატივა თანამშრომლობის გაგრძელებაზე სწორედ მათგან მოდიოდა.

პიუელი გულშემატკივრების წინააღმდეგ

“ლიონის” თავკაცმა კლოდ პიუელმა პოლიციაში განცხადება შეიტანა იმ ავაზაკების წინააღმდეგ, ვინც მის ოჯახს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამ შინაარსის წარწერები “ლიონის” თანამშრომლებმა მწვრთნელის სამუშაო კაბინეტის გარეთა კედელზე იპოვეს. გასაგებია, რომ ისინი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ მუქარის ტონით რისი მიღწევა სურთ, ძნელი მისახვედრია. თავად კლუბმა რასაკვირველია, მწვრთნელის მხარე დაიჭირა და დაადასტურა, რომ ის ყველაფერს იღონებს პიუელისა და მისი ოჯახის სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.

კანალესი რეალიდან მიდის

ესპანური “მარკას” მტკიცებით, “რეალსა” და “ვილიარეალს” შორის შეთანხმება პრაქტიკულად უკვე მიღწეულია 20 წლის შემტევი ნახევარმცველის სერხიო კანალესის ტრანსფერთან დაკავშირებით. სამეფო კლუბი მზადაა, უაღესად პერსპექტიული ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მეორე ესპანურ კლუბს 10 მილიონად დაუთმოს. სერხიო “სანტიაგო ბერნაბეუზე” სანტანდერის “რასინგიდან” 2010 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. ამის მიზეზი კი ობიექტურია. ესპანელის პირდაპირი კონკურენტები ხომ კაკა და მესუთ იოზილი იყვნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ სერხიო პრიმერას შეხვედრებში ძირითადში სულ რაღაც 3-ჯერ მოხვდა და 3-ჯერვე შეცვალეს. ამას გარდა კანალესმა 7-ჯერ შეცვლაზე იასპარეზა და სულ სეზონის განმავლობაში მინდორზე 282 წუთი გაატარა, რამაც მის პროფესიულ განვითარებას სერიოზულად შეუშალა ხელი.

ერთსაც აღვნიშნავთ, მართალია ტრანსფერის საკითხს ჯერ არც ერთი კლუბი არ ადასტურებს, თუმცა “მარკა” რომ იშვიათად ცდება, ესეც ცნობილია.

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ

Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ

განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?

სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება

გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა

20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა

"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება

ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს

ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ

"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა