არასტაბილურობა, იმედგაცრუება და ბრწყინვალე მატჩები - ეს სამი სიტყვა ნიკოლოზ ბასილაშვილის გასულ სეზონს მთლიანად გამოხატავს.

ქართველს უფრო მეტი შეეძლო, თუმცა მან სეზონი მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომრად დაასრულა და ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.

ჩვენებურს ჰქონდა შეხვედრები, სადაც აშკარა ფავორიტი იყო და უნდა მოეგო, თუმცა, სამწუხაროდ, აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მას პირველ ნომრად თამაში უჭირს.

ნიკოლოზი თავს კორტზე კომფორტულად უფრო მეტად მაშინ გრძნობს, როდესაც აუტსაიდერია და არანაირი წნეხი არ აწუხებს.

ნიკამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მთავარ მწვრთნელ იან დე ვიტთან ერთად აქვს დასახული მიზანი, რომელსაც დიდ სლემებზე რაც შეიძლება შორს გასვლა ჰქვია. სამწუხაროდ, მან მაქსიმუმი წელს მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობასა და Us Openze-ზე დააფიქსირა, სადაც მესამე წრეში გააღწია.

იგრძნობა, რომ მას უფრო მეტი შეუძლია, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას ქართველს ჩავარდნა ეწყება, რითიც მეტოქე სარგებლობს და მატჩსაც სათავისოდ იტოვებს.

"ფორჰენდიდან" ბრწყინვალე დარტყმებს უაზრო შეცდომები ცვლის, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ბასილაშვილი არასტაბილურია და თამაშის ერთ დონეზე დალაგება ესაჭიროება.

მიუხედავად ყველაფრისა, მან წელს ერთი ტიტული მაინც დაისაკუთრა. ჰამბურგში ის უძლეველია და ამ გერმანულ ტურნირზე მას აშკარად მეორე სუნთქვა ეხსნება.

მარტო გასულ წელს პაბლო კუევასთან სასწაული ტაი-ბრეიკის მოგება და წელს კორტების მასპინძელ ალექსანდრ ზვერევთან სამსეტიანი ომის მოგების გახსენება რად ღირს.

ბასილაშვილის თამაშში უდიდეს მინუსად კვლავ ცუდი ჩაწოდება და ბადესთან თამაში რჩება. გადამწყვეტ მომენტებში ის აშკარად ნერვიულობს და ვერ ახერხებს, მოწოდებით ისეთი კომფორტული სიტუაცია შეიქმნას, რომლითაც ქულას მოიგებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ორმაგი შეცდომები, რომლებიც მთელ მის კარიერას დაჰყვება. ალბათ, ეს დიდწილად იმ ტრავმის ბრალია, რომელიც მას ქრონიკულად აწუხებს. ქართველმა უკვე აღნიშნა, რომ მხარზე ოპერაციის გაკეთებას აპირებს, რათა ჩაწოდება გააუმჯობესოს.

აქვე ცალკე ბადესთან არადამაჯერებელ თამაშზეც ვთქვათ. ამ კომპონენტის გამოსწორებას ნიკოლოზი წყვილებში ასპარეზობით ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ამას დიდი შედეგი არ მოაქვს.

ის უმეტესობა ტურნირზე მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად იყო შეამხანაგებული და ამ დუეტმა რამდენიმე სენსაციაც გამოაცხო. საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის მაისში ნიკამ კარიერული რეკორდი დააფიქსირა, როდესაც მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციას იკავებდა.

წლის ბოლოს მისი რეიტინგული ვარდნა კი იმან გამოიწვია, რომ შანხაის ტურნირზე ქულები ვერ დაიცვა, რადგან გასულ წელს ჩემპიონობა მოიპოვა და ახლა მესამე წრიდან გამოვარდა.

მომდევნო სეზონი ჩვენებურისთვის გაცილებით უკეთესი უნდა გამოდგეს და წესით, რეიტინგში წინ სერიოზულად უნდა წაიწიოს.

მას ბევრი ქულა არ აქვს დასაცავი და თუ დიდ სლემებზეც მოახერხებს წარმატებით თამაშს, შესაძლოა, სულაც ათეულში ვიხილოთ.

ფაქტი ერთია, ნიკა ყოველ თამაშზე მაქსიმუმს იღებს. მან საქართველო ბევრჯერ ასახელა და ბასილაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს და თავს ყველაზე კომფორტულად სამშობლოში გრძნობს.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, 2020 წლის იანვარს დაველოდოთ, როდესაც ბასილაშვილისთვის ახალი საჩოგბურთო სეზონი დაიწყება და მსაჯის კოშკურიდან ხშირად გავიგოთ ფრაზა - Game, Set, Match Basilashvili.

Kika
Sashualo
მახო
Bailashvili
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა