<p>პორტუგალიელი სპეციალისტი შვედ ფორვარდთან ერთად "ინტერში" მუშაობდა და როგორც ჩანს, მის მიმართ დიდი სიმპათიებით არის განწყობილი <br> იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდა, რომ "რეალის" მაისურით" ზლატან იბრაჰიმოვიჩი იხილოს. პორტუგალიელი სპეციალისტი "ინტერში" მუშაობდა შვედ ფორვარდთან ერთად და როგორც ჩანს, მის მიმართ დიდი სიმპათიებით არის განწყობილი. თუმცა, რაღა როგორც ჩანს - ამაზე მისი სიტყვები ნათლად მეტყველებს:</p><p>"იბრაჰიმოვიჩი? - საოცარი ფეხბურთელია და მის გადაბირებაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. "რეალის" მონახაზში იდეალურად ჩაჯდება და თუ ამის საშუალება მოგვეცა, მოლაპარაკებებს აუცილებლად წამოვიწყებთ. უკვე ვესაუბრე "რეალის" მესვეურებს და ვიცი, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სრული მხარდაჭერა მექნება. გამომდინარე აქედან, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ იბრამ "რეალის" ამუნიცია მოირგოს".</p><p>იტალიელი ჟურნალისტები იბრაჰიმოვიჩის პირად აგენტს, მინო რიოლას შეეხმიანენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "გამორიცხული არაფერია და მათ შორის, არც ის, რომ ზლატანმა "რეალში" გააგრძელოს კარიერა. თუ მადრიდელები "მილანს" ოფიციალური წინადადებით მიმართავენ და თანხმობას მიიღებენ, შესაძლოა არც იბრა წავიდეს ამ ტრანსფერის წინააღმდეგი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი დაძრულია და გარიგების ალბათობა მაღალია - ამის შესახებ ჯერ ერთი სატელეფონო ზარიც კი არ გაკეთებულა და შესაბამისად, ტრანსფერის პერსპექტივებზე საუბარი აზრს მოკლებულია."</p>
თემური
მართლა მაგრა გაუგებენ ერთმანეთს. ორივე უზრდელი და თავხედია!!!
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა