„არსენალის“ ლეგენდა იან რაიტი თავის ბოლო სვეტში „ჩელსის“ მწვრთნელის თანამდებობიდან კარლო ანჩელოტის გაგდებას ეხება
„არსენალის“ ლეგენდა, საფეხბურთო მიმომხილველი იან რაიტი თავის ბოლო სვეტში „ჩელსის“ მწვრთნელის თანამდებობიდან კარლო ანჩელოტის გაგდებას ეხება. ის წერს:

„იყო დრო, როდესაც უცხოურ კლუბებს, კერძოდ კი „რეალს“ დავცინოდი. მახალისებდა, რა იოლად უშვებდა ეს კლუბი მწვრთნელებს, რომლებსაც მისთვის წარმატება მოჰქონდათ. ამასთან, თავი მომქონდა, რომ ასეთი რამ ჩემს ქვეყანაში არ ხდებოდა და მწამდა, რომ არც არასდროს მოხდებოდა. სამწუხაროდ, „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბევრ რამეზე მცდარი წარმოდგენა მქონია. მის ხელში, ინგლისური ფეხბურთის ისტორია გადაიწერა - კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ გუნდს დუბლი მოაგებინა, თანამდებობიდან მოხსნეს. მისი სამსახურიდან გაშვება უღირსი და ამაზრზენი საქციელი იყო.

აბრამოვიჩი ამას, ალბათ, ვერც ხვდება, მაგრამ მან კლუბს შეურაცხყოფა მიაყენა. მან არად ჩააგდო „ჩელსის“ გულშემატკივართა სურვილი, ანჩელოტის კიდევ ერთხელ ეცადა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. მათ ხომ ნახეს, რომ ამ კაცმა „ლურჯებს“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაგებინა და დარწმუნდნენ, რომ ის კარგი მწვრთნელია.

თუმცა. „ჩელსის“ ფანებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ანჩელოტის გაგდება გაუხარდათ. მე ამ ხალხისა არ მესმის.“

რაიტი წერს, რომ რუს ოლიგარქს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიღწევებზე მეტი დაკვირვება მართებდა. „იუნაიტედმა“, წლეულს, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მეცხრამეტედ მოიპოვა, რაც, რასაკვირველია, მწვრთნელისთვის გამოცხადებული ნდობის შედეგი გახლდათ. თუმცა, „არსენალის“ ლეგენდარული თავდამსხმელის აზრით, პრობლემაც ის არის, რომ აბრამოვიჩს პრემიერლიგა და მისი ტიტულები იმდენად არ ადარდებს, რამდენადაც ჩემპიონთა ლიგა.

„მან ჩემპიონთა ლიგაში მართლა რომ გაიმარჯვოს, მერე, შეიძლება „ჩელსიზე“ საერთოდ აღარც იზრუნოს. ვფიქრობ, თავისას მოისურვილებს და კლუბს თავს დაანებებს - წერს რაიტი და დასძენს - არ შეიძლება კაცმა დაივიწყოს, რომ „ჩელსი“ ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად სწორედ აბრამოვიჩმა აქცია, მაგრამ ანჩელოტის მომხრე გულშემატკივართა ბანაკს უფრო ხმამაღალი პროტესტი რომ გამოეთქვა, მოხარული ვიქნებოდი. აბრამოვიჩი პირწმინდა ავტორიტარია, ის ალტერნატიულ აზრს ვერ ეგუება და კარგი იქნებოდა ვინმეს ეგრძნობინებინებინა, რომ მისი ერთპიროვნული ხუშტურები ყველას არ ეხატება გულზე. ვისურვებდი ფანები შეკრებილიყვნენ და უსამართლოდ დაჩაგრული მსოფლიო კლასის მწვრთნელისთვის თავიანთი მხარდაჭერა გამოეხატათ“.

შემდეგ რაიტი ფერნანდო ტორესის ტრანსფერის ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ როგორც არ უნდა ითამაშოს „ელ ნინიომ“ მომავალ სეზონში, ციდან სულ ვარსკვლავები რომ მოწყვიტოს, ხერხი, რომლითაც „ჩელსიმ“ ის „ლივერპულს“ წაღლიტა, უღირსად დარჩება. ამასთან, მესვეტე დასძენს, რომ რამდენადაც ცნობილი ხდება, ანჩელოტი სულაც არ აპირებდა ტორესის ყიდვას, ეს მეპატრონის ახირება ყოფილა.

კიდევ, რაიტის აზრით, ანჩელოტის, ფრენკ ლემპარდის გარდა, მაინცდამაინც, არც ფეხბურთელებთან აეწყო კარგად ურთიერთობა - „სტემფორდ ბრიჯზე“ სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ, „ლურჯები“ გვირაბში ისე შევიდნენ, რომ მწვრთნელს ხელი ერთმაც კი არ ჩამოართვა. მეტიც, ზოგ მათგანს უშუალოდ აბრამოვიჩთან მიესვლებოდა და კარგად იცოდა, რომ ანჩელოტის მოხსნიდნენ.

„რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ის შეიძლება მართლაც ჟოზე მოურინიო ან გუს ჰიდინკი იყოს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ერთმაც და მეორემაც კარგად იცის - დუბლის ან, თუგინდ, ტრებლის მოგებაც კი არ ნიშნავს იმას, რომ თანამდებობიდან არ დაიფრენენ. დღეს ყველაფერი უკიდურესად ნათელია: ვერ გაიმარჯვებ ჩემპიონთა ლიგაში? თანამდებობას დაემშვიდობები.

მეორე მხრივ, ნებისმიერმა იცის, რომ თუ „ჩელსის“ მწვრთნელი გახდება, დიდ ხელფასს გადაუხდიან, ოღონდ, მედალს სხვა მხარეც აქვს. თუ აბრამოვიჩი მომავალშიც ასე განაგრძობს თავკაცების ცვლას, „ლურჯების“ სათავეში ჩადგომა უინტერესო საქმე გახდება. თანდათანობით, ასეთი დამოკიდებულება გულშემატკივარსაც მობეზრდება და აბრამოვიჩის წინააღმდეგ აიმაღლებს ხმას. თუმცა, მანამდე „ჩესლისიში“ ბევრი არაფერი შეიცვლება.“

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"