წლევანდელი სეზონის წარუმატებელი სტარტის გამო, "ფერარის" ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებებს მიმართა და პოსტიდან დაითხოვა ტექნიკური დირექტორი ალდო კოსტა
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, წლევანდელი სეზონის სტარტი "ფერარისთვის" ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა ისტორიაში. ლეგენდარული საჯინიბო ამჟამად მესამე ადგილს იკავებს კონსტრუქტორთა თასზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ განვლილ ხუთ ეტაპზე "სკუდერიამ" მხოლოდ ერთი პოდიუმი მოიპოვა - თურქეთში ფერნანდო ალონსო მესამე მივიდა ფინიშთან. ამ სიტუაციიდან გამომდინარე "ფერარის" ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებებს მიმართა და პოსტიდან დაითხოვა ტექნიკური დირექტორი ალდო კოსტა.

იტალიელი, რომელსაც 5 ივნისს 50 წელი შეუსრულდება, ამ თანამდებობას 2007 წლიდან იკავებდა. ამ დროის განმავლობაში "ფერარიმ" საერთო ჯამში სამი საჩემპიონო ტიტული მოიგო. როგორც "სკუდერიას" პრესსამსახური იტყობინება, კოსტა დარჩება "ფერარის" სტრუქტურაში და სხვა მოვალეობებს შეასრულებს.

პეტ ფრაი, რომელიც ბოლო დროს კოსტას თანაშემწე იყო, ტექნიკური დირექტორი გახდა შასის განყოფილებაში. საწარმოო სამუშაოს წარმართვა დაევალა კორადო ლანცონეს, ლუკა მარმორინიმ კი შეინარჩუნა ძრავებისა და ელექტრობის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი. სამივენი უშუალოდ გუნდის შეფის სტეფანო დომენიკალის დაქვემდებარებაში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ამასწინ თავის ტექნიკურ დირექტორს სემ მაიკლს გამოეთხოვა ბრიტანული საჯინიბო "უილიამსი".

კუბიცას წელს ვერ ვნახავთ

ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ლოტუს-რენოს" პოლონელი პილოტი რობერტ კუბიცა წელს ვერ შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას. ამის შესახებ "ლოტუს-რენოს" თანამფლობელმა ჟერარ ლოპესმა გამოაცხადა. კუბიცამ ახლა დაიწყო სარეაბილიტაციო კურსი რალიში მომხდარი უმძიმესი ავარიის შემდეგ.

"რობერტი წელს რბოლებში მონაწილეობას არ მიიღებს. თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, მას პარასკევის ვარჯიშებზე ვიხილავთ. თუმცა ამ ეტაპზე სრულფასოვანი დაბრუნების შესახებ ლაპარაკიც არ არის. არც ექიმებმა და არც თავად კუბიცამ არ იციან, რა გავლენას იქონიებს უმძიმესი ტრავმები მის კარიერაზე", - განაცხადა ლოპესმა.

როგორც იცით, კუბიცამ 6 თებერვალს, იტალიაში "რალი ანდორაზე" მიიღო სერიოზული ტრავმები. პოლონელის მანქანა ერთ-ერთ სპეცმონაკვეთზე ტრასიდან გადავარდა და ბარიერს შეეჯახა. რკინის რელსმა მანქანა გახვრიტა და კინაღამ იმსხვერპლა პილოტი. ექიმებს რამდენიმე უმძიმესი ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ დაზიანებული ხელისა და ფეხის შესანარჩუნებლად. კუბიცა ორთვენახევრის შემდეგ გამოწერეს ქალაქ გენუის საავადმყოფოდან.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა