სუპერლიგის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში "არმიამ" თსუ-ს დაძაბულ ბრძოლაში 65:61 სძლია და საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა
სუპერლიგა. ფინალი

24 მაისი, თბილისი, სპორტის სასახლე

თსუ-არმია 61:65

12:15, 16:12, 17:20, 16:18

1991 წლის შემდეგ საქართველოს 19 ჩემპიონატს 6 გამარჯვებული ჰყავდა, მე-20 პირველობამ კი ახალი, მეშვიდე ჩემპიონი მოგვივლინა - "არმია".

აქამდე მხოლოდ ბათუმის "ბასკოს" მოეხერხებინა სადებიუტო სეზონშივე ოქროს მედლების მოპოვება, ეს წლეულს "არმიამ" გაიმეორა: სექტემბერში შეიქმნა, ოქტომბერში შეიკრა, ნოემბერში სუპერლიგაში ჩაერთო, დეკემბერში პირველი წრე მოიგო, იანვარში სლოვენიაში გაიარა შეკრება, თებერვალში საქართველოს თასს დაეუფლა, აპრილში რეგულარული ეტაპი მოიგო, ხოლო 24 მაისს, გუშინ საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი აღმართა.

დასაწყისისთვის შესანიშნავი შედეგია, მაგრამ როგორც ვიცით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მეორე ნაბიჯი ევროტურნირებზე გასვლა იქნება, რაც ქართულ კალათბურთს ჰაერივით სჭირდება... დიდი ხანია, ერთ ქვაბში ვიხარშებით და ბევრს ჰგონია, რომ საქართველოში საკლუბო კალათბურთი არ არსებობს. საპირისპიროში წლეულს დავრწმუნდით - ნაღვერდალივით მინავლებულ ჩემპიონატს "არმიამ", თსუ-მ, "ქუთაისმა", "სოხუმმა", შსს-მ და "სამედიცინომ" ახალი სიოსავით წამოუბერეს და ნაკვერჩხალს ალი გაუჩინეს, ახლა ცეცხლის გაძლიერებაა საჭირო...

ფინალური სერიაც ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოდგა. თავად განსაჯეთ: ოთხივე მატჩში გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, ოთხიდან სამი შეხვედრა 4-ქულიანი სხვაობით დასრულდა. საბოლოოდ "არმიამ" თსუ 3:1 დაამარცხა.

გუშინ სერიის მეოთხე მატჩი ჯარისკაცებმა 65:61 მოიგეს. პირველ ტაიმში ორივე გუნდს დაცვაში თამაში უკეთ გამოსდიოდა, ვიდრე შეტევაში. შედეგად, საწყის 20 წუთში მეტად დაბალი რეზულტატი დაფიქსირდა: 28:27 თსუ-ს სასარგებლოდ. სტუდენტებს ქულათა უმეტესობა სამქულიანებით ჰქონდათ მოგროვებული (5 სამიანი, 2-ის წილ), თსუ მოხსნებშიც იგებდა - 26:23. ხოლო "არმიას" მეტოქეზე სამით მეტი ორქულიანი ჰქონდა ჩაგდებული.

პირველი ტაიმის სტატისტიკაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ მეორე ტაიმის მონაგართან შეგვედარებინა და შემდეგ გვეთქვა: "არმიამ" მეორე ნახევარში სამწამიანი ზონა კიდევ უფრო გაამაგრა და თსუ-ს ფარქვეშიდან 40 წუთში სულ 14 ქულა ჩააგდებინა, თავად კი სამწამიანი ზონიდან ორჯერ მეტი, 28 ქულა მიითვალა. ძალოვნებმა სტუდენტებს საბოლოოდ მოხსნებშიც აჯობეს - 46:42.

როგორც გითხარით, ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, ამიტომ მეოთხე პერიოდის პერიპეტიების ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით გადმოცემას სჯობს სვეტად, ქრონოლოგიის სახით ჩამოგიწიკწიკოთ:

IV პერიოდი

9:41 ტუღუში 2ქ (45:49)

9:07 საყვარელიძე 3ქ (45:52)

8:51 მ. ბერიშვილი 3ქ (48:52)

8:32 საყვარელიძე 2ქ (48:54)

7:07 ბაბიაშვილი 2ქ (48:56)

5:27 ბოისა V ფოლი

5:08 ჩიტაშვილი 1+1 (ააცილა)

4:50 შარაბიძე 1ქ (48:57)

4:34 მათიაშვილი 1+1+1 (51:57)

4:12 გაფრინდაშვილი 1+1 (ააცილა)

4:00 ჩიტაშვილი 2ქ (53:57)

3:50 შარაბიძე 2ქ (53:59)

3:33 ლონდარიძე 1+1 (ააცილა)

2:44 ჩიტაშვილი 2ქ (55:59)

2:09 მათიაშვილი V ფოლი

2:09 საყვარელიძე 1ქ (55:60)

1:48 საყვარელიძე 1+1 (55:62)

1:37 გაფრინდაშვილი V ფოლი

1:37 ტუღუში 1+1 (55:64)

1:34 ლონდარიძე 2ქ (57:64)

0:43 ლონდარიძე 3ქ (60:64)

0:19 ლონდარიძე V ფოლი

0:19 ბაბიაშვილი 1ქ (60:65)

0:12 კორკოტაძე 1ქ (61:65)

0:02 ბაბიაშვილი 1+1 (ააცილა)

0:02 - თსუ-ს მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა "არმიის" თავკაც ლევან მოსეშვილს გამარჯვება მიულოცა. საფინალო სირენასთან ერთად "არმიამ" ძალიან გაიხარა, გუნდმა იცეკვა ხორუმი, გახსნა შამპანურები... კლუბის ხელმძღვანელობამ კი გამარჯვებულებს კეპები დაურიგა წარწერით: Georgian Champion 2011 - Armia.

ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა "არმიის" კაპიტან კოტე ტუღუშს საზეიმო ვითარებაში გადასცა. თასით ხელდამშვენებულმა კოტემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

- თსუ-მ ღირსეულად იბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მის მიმართ ქების მეტი არაფერი მეთქმის, საინტერესო სერია გამოვიდა. თამაშს განსაკუთრებული ეშხი გულშემატკივარმა შესძინა, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ვულოცავ ყველას ამ წარმატებას.

გულდაწყვეტილები იყვნენ თსუ-ელები, მიხეილ ჩიტაშვილმა კი ტაბლოს შეხედა და აღნიშნა: "მთელი სეზონის განმავლობაში 90-100 ქულამდე ავდიოდით. დღეს 61 ჩავაგდეთ... 70-მდეც რომ ავსულიყავით, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდებოდა. ვერ ჩავაგდეთ... მოგება შეიძლებოდა. სწორედ ესაა მეტად გულდასაწყვეტი."

ლევან მოსეშვილი (არმია): "ღირსეულად გავიმარჯვეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შრომა დაფასდა, ჯერ საქართველოს თასი მოვიგეთ, ახლა - ჩემპიონობა. მძიმე ბრძოლები გადავიტანეთ, ლამაზი სერია გამოდგა. ვულოცავ ამ წარმატებას კლუბის ხელმძღვანელობას. ეს გამარჯვება ყველა დამსახურებაა, გულშემატკივრის, ჩვენი გუნდის და მისი კაპიტნების ტუღუშისა და ბაბიაშვილის - სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ორი კაპიტანი გვყავს.

თემური
ბაბიაშვილი ლომია!!!!!!!!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"