2018 წლის სეზონში ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში რუსმა მეკარე დენის კნიგამ 13 შეხვედრა ჩაატარა ეროვნული ლიგის ფარგლებში. ლეგიონერი მეკარე არც ისე ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა მას შემდეგ აღარსად უთამაშია და საფეხბურთო კარიერაც დაასრულა.

კნიგამ რუსულ საიტ sportsdaily.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საქართველოში თამაშის პერიოდი გაიხსენა, ყურადღება კი თამაშების ჩაწყობაზე გაამახვილა.

კნიგა ფოთის "კოლხეთში" 2018 წელს თამაშობდა და 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 3-ში კარი მშრალად შეინახა.

- "კოლხეთი"...

- დიახ, მე საქართველოში თამაშს დავთანხმდი. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ აგენტი ქართველებთან იმაზე მოლაპარაკებულა, რომ მე თამაშების ჩაწყობაში მივიღებდი მონაწილეობას.

- ოჰო. ამის შესახებ როგორ გაიგე?

- აგენტს ვიღაც ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ის კლუბის გარშემო ტრიალებდა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. მოდიან ჩემთან ვიღაცები და მეუბნებიან: "დროა, ხვალისთვისაა საჭირო", მე კი ვუპასუხე, რომ ამას არ ვიზამდი. ის ტიპი კი იწყებს ახსნას: "ეს მე მოგაწყვე გუნდში. ჩემ გარეშე შენ აქ არ იქნებოდი!". მე კი ვეუბნები, რომ "საერთოდ არ გიცნობ!" გუნდის რუსი მოთამაშეები გაკვირვებულები იყვნენ, მეუბნებოდნენ, რომ ეს "სერიოზული პიროვნება" იყო საქართველოში.

- ბანდიტები?

- რაღაც მსგავსი. შემდეგ ვნახე, რომ რამდენიმე მატჩში "კოლხეთის" ფეხბურთელები ღიად მანიპულირებდნენ. იქ სრული ანარქია სუფევდა. აი, მაგალითად. მივდივარ შეკრებაზე და ერთი მწვრთნელია, ორი დღის შემდეგ - მეორე. და იცით, რა? 1 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. მესამე დანიშნეს, იტალიელი. მან დაიწყო მომზადების ახალი პროგრამის დანერგვა, ჩვენ კი უპატრონოებივით ვიყავით - უფორმოდ, ეკიპირების გარეშე. ზოგი ჯინსებით მოდიოდა ვარჯიშებზე, ზოგიც შორტებით.

- გუნდს მხოლოდ გარიგებული მატჩებისთვის ინარჩუნებდნენ?

- არ ვიცი. როცა მე მივედი, 6 ფეხბურთელი თამაშის გაყიდვაში დაადანაშაულეს. ყველა მათგანი გაუშვეს გუნდიდან. მე სათამაშოდ ჩავედი და ჩასაფრების ობიექტად ვიქეცი. თუმცა, მაინც კარგად ვითამაშე, რამდენჯერმე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ჩვენ შეგვეძლო ლიგაში დარჩენა, რომ არა...

- გარიგებების ორგანიზატორები?

- დიახ, ჩვენ შეგვეძლო ადგილის შენარჩუნება, რომ არა ხელმძღვანელობა. მე-2 ადგილს ქვევით მყოფ გუნდებთან არ ვაგებდით, მოგება-ფრე. გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად 2 ქულა გვრჩებოდა და შემდეგ უკვე ყველასთან წაგება დავიწყეთ. ავიღე პენალტი, შემდეგ გოლი გავუშვი ბოლო წუთზე. ამის შემდეგ ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი სახლში.

- შენ ხომ იცოდი, რომ გარიგებებში მონაწილე გუნდი იყო. შენ წინ მცველები თამაშობენ, რომლებსაც გაყიდული ჰქონდათ თამაში. შენ რატომ არ არკვევდი, ვისი ნდობა შეიძლებოდა?

- როგორ არ ვარკვევდი? ამის გამო ერთხელ ავტობუსში ვიჩხუბეთ კიდეც. მე რას შევცვლიდი? მე ლეგიონერი ვიყავი, მათ კი თავიანთი სისტემა ჰქონდათ.

- უარი გეთქვათ თამაშზე. აგეხსნათ: "არ მივიღებ მატჩებში მონაწილეობას, როცა მცველები გარიგებულნი არიან"...

- ღიად არავინ ყიდდა თამაშებს. მცველი უშვებდა შეცდომას, ვეკითხები - "ეს რა იყო?" ის კი მპასუხობს, რომ ყველაფერი კარგადაა. არავისთან არ მილაპარაკია.

- ის "სერიოზული პიროვნება" რამეს შეგპირდა გარიგების სანაცვლოდ? თუ, "ვალდებული" იყავი კონტრაქტის გაფორმების გამო?

- 3000 დოლარს შემპირდა 1 თამაშზე. მე უარი ვთქვი. მივწერე ჩემს აგენტს - "ეს რა ყ...ობაა? სად მომიყვანე?" მან მიპასუხა, არ ინერვიულო, უბრალოდ არ დათანხმდეო. ამ დროს ვფიქრობ, სად მომიყვანა...

ბოკინიო
და ისე ხეჩიკაშვილი რო ამბობდა გამოძიება ვთხოვე უეფასო არ დაწყებულა კიდე?

ამიტომ არის, რომ არ კბეჩენ.
პუტინის ბრალია.
რუსი უზრდელია, უნდა აგინო.
ჟორა
კობი არა შმობი, საქართველოში ყველა და ყველაფერი იყიდება.ფეხბურთელებს( ვაი ფეხბურთელები კი არიან, მაგრამ) რას ერჩი პარლამენტში დეპუტატების 100 &% მიყიდულია უწიგნურს და უნამუსოდ.
გოჩა
მე დიდი ინტერესით ვუყურებ ეროვნულ ლიგას, ეხლა რა გამოდს რო ტყვილა ვუყურებ? ე.ი ყველა თამაში ჩაწყობილია?
lsd
ფუ უზრდელი სად არის ჩვენ ფეხბურთში კორუფცია
დინამო
ამაზე გამოძება არ უნდა დაიწყოს?
odala
ეს ამხელა პატრიოტი ხალხი ამ ოკუპანტს ენდობით?? :)))))))
კ ო მ ბ ლ ე
ეეეეეეეეეე!!!!!!!!!! ხომ გეუბნებოდით! ფითის კოლხეთი კი არა, 3000 დოლარად ქვეყნის გამგებელი, აი ისა, სიკო ჩემო ბატონო!!! სულ ზევით რომ ზის, ისიც კი მუხლებამდე ჩეიხდისთქვა, ხომ ჩეიხადა სიმონ?!!!
ლაშა
სადა ხართ აფერისტო კობი და კალა. ეჭვი არ მეპატებოდა რომ ჩაწყობა არის ყველა ჩვენს გუნდში. მარტო საბურთალოს წაგება რად ღირს ერევანთან. ფეხბურთთან ერთად ყველა სფეროში ჩაწყობაა
თემური
ვაი ჩვენს პატრონს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ კიდე გულები გვაგჯება რო ვაგებთ.ეგ საქმე მისახედი და გამოსაძიებელია ქვეყანას პატრონი რო ყავდეს
ZZZZZzz
ზზონდრეებს დაუძახეთ.
fsiuuu
ან თვითონ კობი....
ჯერი ღრუტუნაშვილი
ახლაც არ გჯერათ რომ მთელი ერი ავად ვართ? მთელი ერი სამკურნალო ვართ ელექტროშოკით
QT
რა მწარეა სიმართლე.

ო როგორ არ დავინდობდი ასეთებს... სასჯელის შიშის გარეშე ქართველ კაცს არაფერი გამოასწორებს
სიმართლე
ამიტომაცაა გაფარჩაკებული ქართული ფეხბურთი. ფული რაშიც ერევა, ყველაფერს აფუჭებს.
Jordan Beli
ამას ვიძახდი მე დიდი ხნის წინ და აქაც დავწერე.ხო ყველა ხვდებოდა რაღაც საეჭვო ხდებოდა კოლხეთში საეჭვო რეპუტაციის მწვრთნელებისა და ლეგიონერების ჩამოყვანით.ვინმე გამოვიდა ჟურნალისტი და რამე თქვაა ან დაწერა? ლოთი რო იყო უკრაინელი მწვრთნელი-გროზნი,ვინმემ იცით რატო გაიქცა უკან მოუხედავად?
ტოტტი
მაგიტოა მერე ყველა ბუკმეიკერები რომ ერიდება საქართველოს ჩემპიონატზე თამაშს. ინგლისის მე 8 დივიზიონს უფრო ენდობიან ვიდრე ჩვენს უმაღლეს ეროვნულ ლიგას
1
ასეა. ვინც აწყობს თამაშებს, ის ჭირდებათ. ვნც არ აწყობს იმას იშორებენ. ამას თუ ჩემპიონატი ქვია,,,
ILIA
ეხლა გამოხტება კობის რომელიმე შნირი და იტყვის, რა სისულელეაო.
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს