ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თემურ ქეცბაია: უშანსოდ ნამდვილად არ ვართ

თემურ ქეცბაია: უშანსოდ  ნამდვილად არ ვართ

საქართველოს ნაკრების შეკრების მეორე დღე. თხოვნა "ვოლგას" და უეფას: გაგვიგეთ!
ეროვნული ნაკრების შეკრების მეორე დღე თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციით დაიწყო. მთავარ მწვრთნელთან ერთად მედიის წინაშე ნაკრებისა და ჰოლანდიური "ვიტესის" მცველი გურამ კაშია წარდგა.

თემურ ქეცბაია:

- როგორც იცით, შეკრება 23 მაისს დავიწყეთ, მაგრამ სრული შემადგენლობით ჯერ ვერ ვვარჯიშობთ. გუნდს დღეს, 25 მაისს შეუერთდნენ კახა კალაძე და აკაკი ხუბუტია, დანარჩენები კი მოგვიანებით შემოგვემატებიან.

უკვე შევუთანხმდი ოთარ გაბელიას და 27 მაისს საკონტროლო მატჩში ერთმანეთს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები შეხვდებიან. ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო თამაში იქნება ორივე გუნდისთვის.

მომავალ ორშაბათს რუსეთის ჩემპიონატში "ვოლგა" კალენდარულ შეხვედრას ატარებს, რაც ჩვენთვის ძალიან არახელსაყრელია - ნაკრების ის წევრები, რომლებიც ამ კლუბში თამაშობენ, შეკრებაზე დააგვიანებენ. "ვოლგასა" და უეფას თხოვნით მივმართეთ, რომ ეს მატჩი ან შაბათ-კვირისთვის გადაიტანონ, ან მოგვიანებით ჩაატარონ. იმედია, ჩვენს პოზიციას გაგებით მოეკიდებიან.

- ხოჯავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რა იცით?

- ვიცი, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ჩამოვა და ადგილზე ვნახავთ, როგორ გრძნობს თავს.

- ამისულაშვილის თამაში უკვე გადაწყვეტილია?

- დიახ, მან რუსეთის ჩემპიონატში უკვე ითამაშა და ნაკრებსაც დაეხმარება. მოხარული ვარ, რომ ამისულაშვილი მოსალოდნელზე უფრო მალე გამოჯანმრთელდა.

- ანანიძე როგორ გრძნობს თავს?

- "სპარტაკის" განაცხადში უკვე ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებს.

- დებიუტანტები როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ?

- ყველა მონდომებულია. კარგად ესმით, რომ ამ შანსის გამოსაყენებლად ბევრი უნდა იშრომონ და ვინც დაიმსახურებს, შანსს აუცილებლად მივცემ.

- როგორ ტაქტიკას დაუპირისპირებთ ხორვატიას?

- ყველამ კარგად ნახეთ, თუ როგორი მძიმე მატჩი მოვიგეთ თბილისში ხორვატიასთან. დარწმუნებული ვარ, სპლიტში ამაზე გაცილებით რთული ბრძოლა გველის, თუნდაც იმიტომ, რომ ხორვატები ჩვენს ძალებს ახლა უფრო სათანადოდ აფასებენ და თან რევანშისთვის საგანგებოდ ემზადებიან. უდავოა, რომ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტევენ, რასაც გუნდური თამაშითა და ბრძოლით უნდა დავუპირისპირდეთ. კარგად იცით, რა ძალის გუნდია ხორვატია, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ.

- სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები გადაღლილები ხომ არ არიან?

- ასეთ დროს იდეალურ კონდიციებში არავინაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში პროფესიონალები თამაშობენ და საკუთარ თავში აუცილებლად იპოვიან იმ ძალას, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში საუკეთესო თვისებები გამოავლინონ.

გურამ კაშია:

- ხორვატიასთან სტუმრად თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები თავის სიტყვას ამჯერადაც იტყვის. ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებულები და გვჯერა, რომ ხორვატიასთან წარმატების მიღწევა მეორედაც შეგვიძლია.

- საკუთარ ფორმას როგორ შეაფასებ?

- მთელი სეზონის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მომკლებია და ვგრძნობ, რომ ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია.

- კლუბში მარჯვენა მცველად თამაშობ. ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?

- "ვიტესში" მარჯვენა მცველის პოზიციაზე მხოლოდ რამდენიმე საწყისი მატჩი ჩავატარე, უკვე ექვსი თვეა, დაცვის ცენტრში ვთამაშობ და არ ვიცი, რატომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფლანგის მცველად მაყენებენ.

პრესკონფერენციის შემდეგ ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრს გავესაუბრეთ.

კახა კალაძე:

- ამ მატჩის მნიშვნელობას თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს. ვალდებულნი ვართ, მოედანზე თავი დავდოთ და ხორვატიის ძლიერ ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ხორვატიის ნაკრებს ჩვენთან შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თბილისური მატჩის მსგავსად ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. ჩვენ კი ამ დაპირისპირებისთვის სათანადოდ მოვემზადებით და ისრაელში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით მოედანზე გადაღლილები არ გავალთ.

ალექსანდრე იაშვილი:

- მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების წარმატებულმა ასპარეზობამ საკუთარი თავისა და უკეთესი მომავლის რწმენა ფეხბურთელებსაც შეჰმატა და გულშემატკივრებსაც. ხორვატიის ნაკრების სიძლიერე ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ გუნდური სულისკვეთებით ჩვენც ბევრის მიღწევა შეგვიძლია. საქართველო-ხორვატიის თბილისური მატჩის შემდეგ გერმანიაში მოთამაშე ხორვატ ფეხბურთელებს ვესაუბრე და საქართველოს ნაკრების წინსვლით ყველა განცვიფრებულია.

უჩა ლობჟანიძე:

- ტრავმის შემდეგ ძველ ფორმას ვიბრუნებ და მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს ძველებურად გამოვადგე. უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და მჯერა, გუნდი თავს არც ამჯერად შეირცხვენს.

• Gio_Geo

ნიკოლოზ გელაშვილია და იმიტომაც ითარსება :D

• Giorgipirweli

ძლიერ მოტივირებული როა და მოგების გარდა სხვა გზა რო არა აქვთ, ზუსტად მაგის გამო შეიძლება ვერ მოგვიგონ და ნუ ითარსები წინასწარ, შე კაი კაცო...

• ნიკოლოზ გელაშვილი

საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით დამარცხდება. ხორვატია ძლიერ მოტივირებულია. ჩვენ მხოლოდ ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელით ვთამაშობთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც სასიამოვნოა გუნდის ოპტიმიზმი!

• თემური

კიდევ ერთხელ გაგვახარეთ ბიჭებო! აბა თქვენ იცით!!!!

• sandro

წარმატებები ბიჭებო

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს

"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ

"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს

მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს

მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა

[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა

"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ

მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება